რა არის თმის გადანერგვა ?
თმის გადანერგვა

რა არის თმის გადანერგვა?

საკუთარი თმის გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) გულისხმობს თმის ფოლიკულების მოპოვებას სადონორო არეში (კეფის და საფეთქლის მიდამოებში, სადაც ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილი) და ჩანერგვას გამელოტებულ - გამეჩხერებულ ადგილებში.

ზონაში განლაგებულ ფოლიკულებს არ გააჩნიათ ანდროგენმგრძნობიარე რეცეპტორები, ამიტომ ისინი რეზისტენტული არიან გამელოტების ფაქტორების მიმართ და ინარჩუნებენ ნორმალურ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე. მეცნიერულად დასაბუთებული ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში კეფისა და საფეთქლის მიდამოებში თმების მარაგი ჭარბადაა წარმოდგენილი.

სადონორო ზონიდან ფოლიკულები გადანერგვის შემდეგაც განაგრძობენ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფენ ნორმალური, ჯანსაღი თმების ზრდას. სწორედ ეს ფენომენი უდევს საფუძვლად საკუთარი თმის ტრანსპლანტაციის მეთოდს.

“ჰეალაინ ინტერნეიშნლ”-ში თმის გადანერგვა ამბოლატორიული მანიპულაციაა, ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობაზე და გრძელდება 3-5 საათი.

მანიპულაცია ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, აბსოლიტურად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე, პაციენტისათვის თავისუფალი რეჟიმის პირობებში (პაციენტი ზის მოხერხებულად სავარძელში, შეუძლია სასურველი ტელეგადაცემის ან ფილმის ყურება, საუბარი ტელეფონით, მუსიკის მოსმენა და ა.შ.).

ჩვენს კლინიკაში გამოიყენება თმის გადანერგვის უახლესი, ატრავმატული ამერიკული ტექნოლოგიები, რომლებიც იძლევიან საუკეთესო შედეგებს, გამორიცხავენ ნაწიბურების განვითარებას, როგორც სადონორო, ასევე სარეციპიენტო არეში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის ტრანსპლანტაციის ესთეტიკურ ეფექტს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დრომდე და დღესაც მრავალ კლინიკაში თმის გადანერგვა ხორციელდება ე. წ. “დიდი გრაფტების მეთოდით” (გრაფტი – ტრანსპლატანტი, თმის ფოლიკულების შემცველი ქსოვილი). სადონორო ზონიდან ამოიღება 4 მმ. და მეტი დიამეტრის ქსოვილები, რომლებიც ინერგებიან გამელოტებულ ადგილებში. ასეთ შემთხვევებში გადანერგილი თმა ახალ ადგილზე იზრდება ჯგუფებად და იძლევა არაბუნებრივ ეფექტს (“თოჯინის თავის”, “კბილის ჯაგრისის” ეფექტი).

ჩვენს კლინიკაში სადონორო ქსოვილის მიღების შემდეგ კეფისა და საფეთქლის მიდამოებიდან, 10-20-ჯერადი გადიდების პირობებში ხდება მისი პრეპარირება უმცირეს ტრანსპლანტანტებად (დიამეტრი 1 მმ-ზე ნაკლები) ე.წ. მონოგრაფტებად - 1 თმის ფოლიკულის შემცველ და მიკროგრაფტებად - 2-3 თმის ფოლიკულის შემცველ გრაფტებად. გადანერგვის შემდეგ, თმის ზრდის ფიზიოლიგიური სტადიურობიდან გამომდინარე, ფოლიკულებიდან სრულფასოვანი, ჯანსაღი თმის ზრდა იწყება 2-3 თვის შემდეგ და მათი გარჩევა დანარჩენი თმებისგან შეუძლებელია, 6 თვის შემდეგ კი შესაძლებელი ხდება არსებული პრობლემის – ალოპეციის დავიწყება.

ჩვენს კლინიკაში გამოიყენება თმის გადანერგვის მოდერნიზებული მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ყოველგვარი განაკვეთების, ნაკერებისა და ნაწიბურების გარეშე სადონორო მიდამოდან სპეციალური აპარატურის საშუალებით მივიღოთ იზოლირებული მონო და მიკროგარფტები და გადავნერგოთ სარეციპიენტო არეში. 

თუ თქვენ ფიქრობთ თმის გადანერგვაზე, გაეცანით შემდეგ სტატიებს:

საიტის რუკა