local_phone
10/26/2020 - 16:25
რა უნდა ვიცოდეთ თმის გადანერგვის შესახებ?
რა უნდა ვიცოდეთ თმის გადანერგვის შესახებ?
ხშირად ჩვენს წარმოდგენაში თმის გადანერგვა რთულ პროცესთან ასოცირდება, უფრო ხშირად კი არც კი ვიცით რას უკავშირდება ის რეალურად. ამიტომ დღეს ვისაუბრებთ იმ დეტალებზე რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ თმის გადანერგვის შესახებ.
რა არის თმის გადანერგვა?
საკუთარი თმის გადანერგვა ტრანსპლანტაცია გულისხმობს თმის ფოლიკულების მოპოვებას სადონორო არეში (კეფის და საფეთქლის მიდამოები, სადაც ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილი და არ ცვივა)) და ჩანერგვას გამელოტებულ და გამეჩხერებულ ადგილებში. სადონორო ზონაში განლაგებულ ფოლიკულებს არ გააჩნიათ ანდროგენმგრძნობიარე რეცეპტორები, ამიტომ ისინი რეზისტენტული არიან გამელოტების ფაქტორების მიმართ და ინარჩუნებენ ნორმალურ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე.
მეცნიერულად დასაბუთებული ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში კეფისა და საფეთქლის მიდამოებში თმების მარაგი ჭარბადაა წარმოდგენილი. სადონორო ზონიდან ფოლიკულები გადანერგვის შემდეგაც განაგრძობენ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფენ ნორმალური, ჯანსაღი თმების ზრდას. სწორედ ეს ფენომენი უდევს საფუძვლად საკუთარი თმის ტრანსპლანტაციის მეთოდს.
რა პროცედურებთანაა დაკავშირებული თმის გადანერგვა?
თმის გადანერგვისთვის საჭიროა პირველ რიგში კონსულტაცია, რათა დაისვას სწორი დიაგნოზი. გარკვეულ შემთხვევებში თმის გადანერგვა არ არის საჭირო, შესაბამისად უნდა გამოირიცხოს პროფესიონალის მიერ მსგავსი შემთხვევა-დიაგნოზი.
მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ თმის გადანერგვა საჭიროა, დაიწყება კალკულაცია თუ რამდენი თმის გრაფტია გადასანერგი. (იხილეთ სტატია)
ჩატარდება წინასაოპერაციო კვლევები (ანალიზები: სისხლის საერთო ,უსაფრთხო სისხლზე,მოკლე კოაგულოგრამა, შაქარის შემცველობაზე, და ეპიდემიის პირობებში პჯრ ცოვიდ-19-ზე) და დაიგეგმება საოპერაციო დღე/დრო. დაგეგმილ დღეს ჩატარდება ოპერაცია, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია გადასანერგი გრაფტების რაოდენობაზე. უნდა აღინიშნოს რომ ოპერაცია ტარდება რეგიონალური და ადგილობრივი გაუტკივარებით / ანესთეზიით (რეგიონალური, ინფილტრაციული, აპლიკაციური).
რაზე გავამახვილოთ ყურადღება?
თუ თქვენ გადაწყვეტთ გადაინერგოთ თმა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ფაქტორებს:
- რომელი მეთოდია ჩემთვის შესაფერისი?
- რამდენი გრაფტი უნდა გადავინერგო?
- რა ღირს თმის გადანერგვა და როგორ ანგარიშდება ფასი?
- რა არის მითი და რა რეალობა თმის გადანერგვის შესახებ?
- რა შედეგს ველოდოთ პროფესიოინალის ხედვით?
- რა არის პრიორიტეტული თმის გადანერგვის გზებში?
- და რაც უმნიშვნელოვანესია - გაარკვიეთ, თუ ვინ გიკეთებთ ოპერაციას / პროცედურას.
რა მეთოდებია თმის გადანერგვისთვის?
თმის გადანერგვა მედიცინაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია და მუდმივად იხვეწება, შედეგად გვაქვს რამდენიმე მეთოდი:
- Strip - ზონრის მეთოდი
- FUE - დღეს ოქროს მეთოდად აღიარებული
- Non-Shave - ჯერ კიდევ ახალი მეთოდი
- LHT - Long Hair Transplant - გრძელი თმის გადანერგვის მეთოდი
- LHT non-shave FUE - უახლესი მეთოდი
- DHI - Choi Implanter Pen - თმის გადანერგვა „ცოის ტიპის“ იმპლანტერებით
- BHT - Body Hair Transplant
- წვერის და ულვაშის გადანერგვა
- წარბების გადანერგვა
- თმის გადანერგვა - ნაწიბურებში
რომელი მეთოდია რეკომენდებული?
გამომდინარე იმ ფაქტორიდან, რომ ყოველ მეთოდს გააჩნია უპირატესობა და ნაკლი, რომელიმე კონკრეტულის გამორჩევა ყველა შემთხვევისთვის შეუძლებელია. მსოფლიოში არსებული სტანდარტითა და დიდი გამოცდილებით რეკომენდებული მეთოდია: FUE.
თუ თქვენ გაქვთ სპეციფიკური მოთხოვნა ან/და მდგომარებოა, მაშინ არჩევანი შემდეგ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღეთ:
-
STRIP მეთოდი
გირჩევთ დაბალი ბიუჯეტის შემთხვევაში, ვინაიდან ნაცადი, ხარისხიანი და გამართლებული მეთოდია. თუმცა მეთოდოლოგიურად ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებსა და მოთხოვნილებებს. ამ მეთოდის ნაკლი ცნობილია როგორც SMILE ტიპის ნაწიბური კეფაზე-სადონორო არეში.
-
LHT - Long Hair Transplant
გირჩევთ მათ, ვისაც სურთ შედეგის სწრაფად ნახვა, ან გეჩქარებათ შედეგის ვიზუალიზირება, ან სადმე ხართ წასასვლელი. ანუ - გირჩევთ მათ, ვისაც გეჩქარებათ, ვინაიდან შედეგი მომენტალურია. მეორესმხრივ აღსანიშნავია, რომ 2 კვირაში გადანერგვილი თმა დაცვივდება და თავიდან დაიწყებს ამოსვლას.
-
Non-Shave
გირჩევთ ვისაც არ გსურთ თმის ვარცხნილობის დროებითად შეცვლაც კი. ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას ვარცხნილობის ცვლილების გარეშე, ანუ თმის გადაპარსვის გარეშე ჩავატაროთ თმის გადანერგვის ოპერაცია.
-
LHT non-shave FUE მეთოდით
ეს არის დღევანდელ დღეს ყველაზე ტრენდული მეთოდი, რომელიც პროფესიონალიზმის უმაღლეს სტანდარტებს მოითხოვს და რომელიც მხოლდ ჰეალაინ ინტერნეიშნლ-ში ხორციელდება. ინერგება გრძელი თმა ,რომელიც მოიპოვება სადონორო არეში თმის შეჭრის გარეშე დოქტორ-იუ-ს ინტელექტუალური აპარატით.
-
BHT - Body Hair Transplant
ვურჩევთ მათ, ვისაც თმის მარაგი კეფის არეში არ აქვს სხვა და სხვა მიზეზთა გამო. მეთოდი თავის მხრივ გულისხმობს თმის სადონორო მასალის სხვა და სხვა არედან აღებას (მაგ: გულმკერდიდან, მხრებიდან, წვერიდან და ა.შ.).
ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი მეთოდი.
რა არის გრაფტი?
ყველაზე ხშირად დასმული კითხვა თმის გადანერგვაში სწორედ ესაა: რა არის გრაფტი? მიუხედავად იმისა რომ ამ კითხვაზე მუდმივად ვავრცელებთ პასუხს და ვცდილობთ ჩავნერგოთ საზოგადოებაში ეს ტერმინი, ხშირად მაინც უცნობია თუ რას ნიშნავს გრაფტი თმის გადანერგვაში.
გრაფტი - ეს არის თმის გადანერგვის სათვლელი ერთეული, თმის ფოლიკულების მორფოფუნქციონალური გაერთიანება, რომელიც ტავის თავში მოიაზრებს თმის ფოლიკულების შემცველ ქსოვილს. გრაფტი შესაძლოა იყოს ერთი ან რამდენიმე თმის ღერის შემცველი. საშუალო სტატისტიკურად ერთ გრაფტი = 2,5 ღერ თმას. ამიტომ როცა გვეკითხებიან თუ რამდენი თმის ღერი გადაენერგება პაციენტს, გადასანერგ გრაფტებს ვამრავლებთ 2,5-ზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის თმის ღერების ზუსტი რაოდენობა, თუმცა სხვა უფრო ზუსტი მეთოდი არ არსებობს თმის ღერების დასათვლელად.
როდის იქნება შედეგი?
თმის გადანერგვის შედეგი დამოკიდებულია როგორც გადანერგვის მეთოდზე, ასევე ინდივიდუალურია და პაციენტის თმის ფოლიკულებსა და თმის ზრდაზეა დამოკიდებული. ცალსახა პასუხია ერთი წელი, ვინაიდან დროის ამ მონაკვეთში შედეგი აუცილებლად თვალსაჩინო და დამდგარია. მეორესმხრივ, შედეგი შეიძლება დადგეს 3 თვიდან - 1 წლამდე, ვინაიდან ყოველი პროცესი ინდივიდუალურია.
მთელი ინფორმაციის გააზრებითა და გაანალიზებით, გირჩევთ ყოველთვის მიმართოთ რჩევისთვის კომპეტენტურ და სანდო პირს, რომელიც ორიენტირებული იქნება თქვენზე და შედეგზე.
„ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ არის ხარისხის ნიშნის მფლობელი ერთადერთი ესთეტიკური მედიცინის კლინიკა საქართველოში ( იხილეთ აქ ), (იხილეთ აქ).