პლასტიკური ქირურგია | ჰეალაინი | თმის გადანერგვა
პლასტიკური ქირურგია

პლასტიკური ქირურგია

პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პროგრესირებადი მიმართულებაა.

მისი ისტორია 3000 წელზე მეტს ითვლის.

პლასტიკური ოპერაციის გაკეთების მსურველთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

სპექტრი საკმაოდ დიდია და მოიცავს რამოდენიმე ძირითად მიმართულებას:

-რინოპლასტიკა(ცხვირის პლასტიკა)

-მკერდის ქირურგიული კორექცია

-აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა)

-ლიპოასპირაცია(ლიპოსაქცია)

-ფეისლიფტინგი

-ბლეფაროპლასტიკა

-ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარების პლასტიკა)

რინოპლასტიკა

რინოპლასტიკა

არსებობს ესთეტიკური და ფუნქციური რინოპლასტიკა.

ესთეტიკური რინოპლასტიკა გულისხმობს ცხვირის ძვალ-ხრტილოვანი კარკასისა და რბილი ქსოვილების მოდელირებას. შედეგად მიიღწევა ცხვირის ფორმისა და ზომების კორექცია და მისი ჰარმონიულობა სახესთან. ამასთან პარალელურად ან ცალკეშესაძლებელია შესრულდეს ფუნქციური რინოპლასტიკა- ცხვირით სუნთქვის აღდგენაც (სეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია).

ესთეტიკური რინოპლასტიკის ორი მეთოდი არსებობს- ღია და დახურული. ღია მეთოდი ქირურგს საოპერაციო არის მეტი ვიზუალიზაციის საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც რამდენადმე მეტად ზუსტი და სტაბილური შედეგი მიიღწევა.
რინოპლასტიკა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებელო ოპერაციას ესთეტიკურ მედიცინაში, რადგან ცხვირი სახის ერთ-ერთი ყველაზე წარმოჩინებული ნაწილია და მისი დეფექტების დაფარვა შეუძლებელია.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ რინოპლასტიკა საქართველოში ყველაზე გავრცელებული ესთეტიკური ოპერაციაა, რამაც ქართველ პლასტიკურ ქირურგებს რინოპლასტიკაში დიდი გამოცდილება შესძინა.


ოპერაციის დაგეგმვისას აუცილებელია თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს სტანდარტული ცხვირები და სახის პროპორციები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა სახის პროპორციულად შესატყვისი ცხვირის ფორმა. ცნობილია, რომ ცხვირის ფორმის მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ხასიათის განსაზღვრა, ამიტომ ოპერაციის დროს ვითვალისწინებთ პაციენტის ხასიათსაც. ოპერაციის მიზანია არა უბრალოდ ლამაზი ცხვირის გაკეთება, არამედ პაციენტის სახესთან ჰარმონიული ცხვირის შექმნა. ამავდროულად ოპერაცია უნდა ჩატარდეს ისე რომ ცხვირი გამოყურებოდეს ბუნებრივად და არ გავდეს ნაოპერაციევს.

კითხვის გაგრძელება

მკერდის ქირურგიული კორექცია

მკერდის ქირურგიული კორექცია


მკერდზე ესთეტიკური მიზნით ოპერაციული ჩარევა ორ ძირითად მიზანს ემსახურება:
1.მკერდის ფორმის გაუმჯობესება;
2.მკერდის ზომის შეცვლა (გადიდება ან შემცირება)
ორივე ზემოთხსენებული შეძლებისდაგვარად ერთდროულად მიიღწევა.

ფორმის კორექცია

ყველაზე გავრცელებულია ოპერაცია მამაპექსია ან მასტოპექსია - ჩამოშვებული (ფტოზირებული) მკერდისკორექცია. მკერდის ფტოზის სამი სტადია არსებობს, იმის და მიხედვით თუ რამდენადაა დაშვებული ქვემოთ დვრილ-არეოლის კომპლექსი(დაკ) ნეკნთა ორიენტირებთან მიმართებაში. მასტოპექსიის ჩვენებაა მკერდის ფტოზი ამ უკანასკნელის უცვლელი მოცულობის შემთხვევაში, ანუ როდესაც მკერდის ზომა აკმაყოფილებს პაციენტს. ოპერაცია გულისხმობს შემდეგ ეტაპებს:

1.არეოლის გადატანა და ზომის შემცირება როდესაც ეს უკანასკნელი საჭიროა; 2.ზედმეტიკანისმოცილება. ამ დროს სარძევე ჯირკვლის ქსოვილი პრაქტიკულად ხელუხლებელი რჩება, ფორმის მოდელირება ხდება კანისა და კანქვეშა ქსოვილის ”გადაჭიმვის” ხარჯზე, რისი ახსნაც პაციენტისთვის შემდეგნაირად ხდება: ”წარმოიდგინეთ, რომ ბრტყელ, განიერ ბალიშს უფრო პატარა ზომის ბალიშის პირში დებთ”.

ზომის(მოცულობის) შეცვლა

-მკერდის ზომის შემცირების (რედუქციული მამაპლასტიკა) ტექნიკა კლასიკური მამაპლასტიკის პრინციპის ანალოგიურია. დამატებით ხდება სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ფრამენტ(ებ)ის ამოკვეთა.

-მკერდის ზომის გაზრდა (აუგმენტაციური მამაპლასტიკა) სინთეტური იმპლანტების (სილიკონი) ან ტრანსპლანტატების (სხეულის ქსოვილის ფრაგმენტ(ებ)ი) საშუალებით ხდება. ეს ულანასკნელი ძირითადად რეკონსტრუქციულ ქირურგიაში იხმარება, როდესაც იმპლანტების გამოყენება არ ხერხდება კანის დეფიციტის გამო (რადიაციული დამწვრობის, გაფართოებული მასტექტომიის და ა.შ. შემდგომი მდგომარეობა).

კითხვის გაგრძელება

აბდომინოპლასტიკა

აბდომინოპლასტიკა

მუცლის პლასტიკა

ერთი ან უფრო ხშირად რამოდენიმე მშობიარობის; წონაში მნიშვნელოვანი კლების შედეგად ვითარდება მუცლის წინა კედლის ე.წ. წინსაფარი - კან ცხიმოვანი სეგმენტის დეფორმაცია-დაშვება. როგორც წესი დამატებით სახეზეა კანის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება - ელასტიურობის დაქვეითება - კარგვა და მრავლობითი სტრიები.

რიგ შემთხვევებში „წინსაფრის“ მასა რამოდენიმე ათეულ კილოგრამს აღწევს; ამასთან ხშირია ამასთან დაკავშირებული ხერხემლის და ზოგადად საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის პრობლემები. იზღუდება მოძრაობა - გადაადგილება, ეცემა ცხოვრების ხარისხი. ამდენად ზემოთხსენებული წინსაფრის ქირურგიული ლიკვიდაცია არამარტო ესთეტიურ, არამედ ფუნქციურ მნიშვნელობას იძენს.


აბდომინოპლასტიკა ჩარევის მასშტაბის მიხედვით ორნაირია - კლასიკური სრული (ჭიპის გადატანით) - მკვეთრად გამოხატული „წინსაფრის“ შემთხვევაში და მინიაბდომინოპლასტიკა (ჭიპის გადატანის გარეშე) - შედარებით მცირედ გამოხატული „წინსაფრის“ შემთხვევაში. პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს 4-6 კვირის შემდეგ უბრუნდება. აუცილებელია ელასტიური კორსეტის ტარება 1.5-2 თვის განმავლობაში.

კითხვის გაგრძელება

ლიპოასპირაცია, ლიპოსაქცია

ლიპოასპირაცია (ლიპოსაქცია)

ცხიმოვანი ჯიბების შიგთავსის ამოტუმბვა

არასწორი კვების და(ან) ჰორმონული დისბალანსის შემთხვევაში ჭარბი კალორიები გარდაიქმნება ცხიმებად და ლაგდება კანქვეშ კონკრეტულ რეგიონებში - ფორმირდება ე.წ. ცხიმოვანი ჯიბები - ხაფანგები. მათი მოცილება კონსერვატული (არაოპერაციული) გზით პრაქტიკულად შეუძლებელია და სრულფასოვანი ლიკვიდაცია მხოლოდ შიგთავსის მექანიკური ასპირაციის გზით მიიღწევა.

არსებობს ლიპოსაქციის რამოდენიმე მეთოდი - მექანიკურ-ვაკუუმური, ულტრაბგერითი, ლაზერული და ა.შ. მოქმედების პრინციპი ერთია - ცხიმოვანი ქსოვილის გათხელება-გაერთგვაროვნება და მიღებული მასის ამოტუმბვა. რიგ შემთხვევებში მიღებული მასის მოცულობამ შეიძლება 5-6 ლიტრს გადააჭარბოს. ამასთან აღსანიშნავია რომ ლიპოსაქცია არაა გასახდომი-წონაში დასაკლები საშუალება და ემსახურება მხოლოდ სხეულის ფორმა-კონტურების გაუმჯობესებას. ოპერაციის ხანგრძლივობა მასშტაბიდან გამომდინარე 0.5-3 საათია. რეაბილიტაციის პერიოდი მცირეხნიანი და მარტივად გადასატანია; პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს 2-3 კვირის შემდეგ უბრუნდება. აუცილებელია კომპრესიული თეთრეულის მუდმივად ტარება 1.5-2 თვის განმავლობაში.

კითხვის გაგრძელება

ფეისლიფტინგი

ფეისლიფტინგი

სახის რბილი ქსოვილების პლასტიკა აწევა

ასაკის მატებასთან ერთად კანის ხარისხი უარესდება - შრება, ელასტიურობა იკლებს, ჩნდება მრავლობითი ნაოჭები; კანქვეშა შემაერთებელქსოვილოვანი ხარიხა თხელდება; კუნთები და ფასციები ატროფირდება.

შედეგად სახის რბილი ქსოვილების მთელი კომპლექსი მცირდება მოცულობაში, იწელება და მიგრირებს ქვემოთ - ნიკაპი-ყელის მიმართულებით. ვითარდება ე.წ. ფტოზი. მდგომარეობის საფუძვლიანად გამოსწორების ერთადერთი გზა ქირურგიული კორექციაა.


ფეისლიფტინგი შეიძლება იყოს სრული ან სეგმენტური - სახის ზედა მესამედის(შუბლი, წარბები); შუა მესამედის(პარაორბიტალური-თვალების გარშემო მიდამო, ყვრიმალები); სახის ქვედა მესამედის( ცხვირ-ტუჩის მიდამო, ლოყები, ყელი, კისერი); ასევე შეიძლება იყოს ზედაპირული და მოიცავდეს მხოლოდ კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის პლასტიკას და ღრმა - კუნთობან აპონევროზული შრის (SMAS)პლიკაცია-დისსექციას.

კითხვის გაგრძელება

ბლეფაროპლასტიკა

ბლეფაროპლასტიკა

ქუთუთოების პლასტიკა

შეიძლება განიხილებოდეს როგორც დამოუკიდებელი ოპერაცია ან ფეისლიფტინგის ერთ-ერთი ეტაპი.

რბილი ქსოვილების ასაკობრივი ცვლილებების შედეგად (იხ. ფეისლიფტინგი) ქუთუთოების მიდამოში ვითარდება კანის დაშვება-პროფიციტი, რამაც რიგ შემთხვევებში შეიძლება მხედველობის გაუარესებაც კი გამოიწვიოს. უმეტესად მდგომარეობას ართულებს პარაორბიტალური ცხიმოვანი თიაქრები. ოპერაცია მოცემულობის საფუძვლიანად გამოსწორების ერთადერთი გზაა. ოპერაციისშემდგომი პერიოდი არაა რთული; პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს 2-3 კვირაში უბრუნდება.

კითხვის გაგრძელება

ოტოპლასტიკა

ოტოპლასტიკა

აურიკულოპლასტიკა; ყურის ნიჟარების პლასტიკა

ერთ-ერთი მარტივი მანიპულაციაა პლასტიკურ ქირურგიაში; უზრუნველყოფს ყურის ნიჟარების ესთეტიკური ფორმისა და დგომის მიღწევას. როგორც წესი სრულდება ადგილობრივი ანესთეზიით. ოპერაციიდან 2-3 დღეში პაციენტი მზადაა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად. აუცილებელია ელასტიური სახვევის ტარება 1-1.5 თვე.

საიტის რუკა