local_phone
თმის გადანერგვა Strip (ზონრის) მეთოდით
თმის აუტოტრანსპლანტაციის „Strip მეთოდი“ თმის გადანერგვის ძირიოთად, კლასიკურ მეთოდს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კეფის მიდამოდან ხდება თმის ფოლიკულების შემცველი კანის „ზონრის „ ამოღება და მისი შემდგომი დამუშავება-დაყოფა ფოლიკულების გაერთიანებამდე-გარფტებამდე და შემდეგ სარეციპიენტო არეში ჩანერგვა. გრაფტი არის ტრანცპლანტატი, რომელიც შეიცავს 1-დან 3 ფოლიკულამდე. იშვიათად გვხვდება 4 ფოლიკულის შემცველი გრაფტებიც.
„Strip“ მეთოდით გადანერგვა მიმდინარეობს 3 ეტაპად:
1. სადონორო მასალის მოძიება:
პროცედურამდე მზადდება სადონორო ზონა(კეფის მიდამო). თმა იჭრება ისე, რომ სადონორო მასალის ამოღება იყოს მარტივი (შეიპარსება მხოლოდ ის ზოლი რომლის ამოღებაც ხდება). მასალის ამოღების შემდეგ ჭრილობაზე იდება კოსმეტიკური ნაკერი, რომელიც იფარება თმით და ოპერაციის დამთავრებისთანავე არ ჩანს. ჩვენ ვიყენებთ სადონორო ზონის პლასტიკის ისეთ მედოდს, რომლის საშუალებითაც ფორმირდება წვრილი, ხაზოვანი ნაწიბური, რომელიც ოპერაციიდან რამოდენიმე თვეში თითქმის მთლიანად დათმიანდება და ყალიბდება ნაზი ნაწიბური, რომელიც შეუმჩნეველია ძალიან მოკლე ვარცხნილობის დროსაც კი. ჭრილობის დახურვის ამ მეთოდს "ტრიხოფიტური დახურვა " ეწოდება. გრაფტების დამუშავება მიმდინარეობს სტერეოსკოპული მიკროსკოპების ქვეშ, 10–20 ჯერადი გადიდებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გრაფტების დამუშავების ხარისხს და ამავე დროს ამცირებს ფოლიკულების დაზიანების ალბათობას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება პროცედურის შედეგზე.
2. მიკროხვრელების ფორმირება სარეციპიენტო არეში.
მიკროხვრელების ფორმირებისთვის გამოიყენება მიკროქირურგიული ბრიტვები და საინექციო ნემსები, რომლებიც ქმნიან იდეალურ ხაზოვან ნაკვეთს, სიგრძით 0,8 - 1,1 მმ-მდე, თავის კანის დილატაციის გარეშე. მათი გამოყენება გვაძლევს საშუალებას მივაღწიოთ გადანერგილი თმების მაქსიმალურ სიხშირეს, რაც თავის მხრივ საუკეთესო კოსმეტიკურ შედეგს იძლევა. აუცილებელია წინასწარ დაიგეგმოს გრაფტების განლაგების ადგილი, იმისათვის რომ შეიქმნას თმის სასურველი სიხშირის ეფექტი.
3. მიკროგრაფტების იმპლანტაცია (გადანერგვა) გამელოტების ზონებში.
თმის ფოლიკულური გაერთიანებების- გრაფტების ტრანსპლანტაციის ატრავმატული მეთოდი შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ ამერიკული კომპანია “Robbins Instrumets”-თან ერთად. იგი მნიშვნელოვნად ამარტივებს თმის გადანერგვის პროცედურას და გამორიცხავს თმის ძირების -ფოლიკულების დაზიანებას.