local_phone
თმის ანატომია
თმა ცოცხალი სუბსტანციაა რომელსაც თვითწარმოქმნის უნარი აქვს.თითეული თმა შედგება ძირისაგან და ღერძისაგან. ძირი ეს არის თმის ნაწილი, რომელიც ღრმად არის კანში მოთავსებული, ხოლო ღერი, თმის ნაწილი რმელსაც ვხედავთ კანის ზედაპირზე (რასაც ჩვენ საკუთრივ თმას ვუწოდებთ).
თმის ღერში განირჩევა სამი კონცენტრული შრე:
1. გარეთა შრე, კუტიკულა, ქერცლოვანი საფარველი შრე.
2. ქერქოვანი შრე ანუ კორტექსი.
3. მედულარული შრე - ცენტრალური ტვინოვანი ნივთიერება.
ტვინოვანი ნივთიერება
თმის ღერის ცენტრალური ნაწილი, რომელიც არის ყველა სახის თმაში. მაგ: ღინღლებში, ტვინოვანი ნივთიერება შევსებულია ჰაერის ბუშტებით, სწორედ ამიტომ თმას გააჩნია გარკვეული თბილი გამტარობის უნარი. თმის ფიზიკური და ქიმიური შემადგენლობის ცვლილებაში მედულა არანაირ როლს არ თამაშობს.
კუტიკულა
კუტიკულა თმის დაცვის შრეა. მას აქვს ბარიერული ფუნქცია. ის შექმნილია 60 გამჭირვალე ერთმანეთის გადამფარავი შრისაგან. ეს შრეები ერთმანეთთან მრავალრიცხოვანი განივი კავშირებითა და ლიპიდური ქვე შრეებით არის შეერთებული. კუტიკულა იცავს თმას ფიზიკური და მექანიკური ზემოქმედებისგან. დაუზიანებელი კუტიკულკა კარგად აირეკლავს სინათლეს. თმა არ ტყდება და ელვარებს.
ქერქოვანი ნივთიერება - კორტექსი
თმის ძირათადი შემადგენელი ნაწილია (80%-85%). შედგება ერთმანეთთან მყარი განივი კავშირებით.
ამინომჟავების დიდი რაოდენობა უკავშირდება რა ერთმანეთს, ქმნის პოლიპეპტიდურ ჯაჭვს. თმის ღერის აგებულება ელექტრო კაბელის ან კანატის აგებულების მსგავსია. პოლიპეპტიდური ჯაჭვი გადაბმულია ერთმანეთზე და წარმოქმნის ძაფს, ის თავის მხრივ იხრება და ქმნის სუპერსპირალიზებულ სტრუქტურას-პროტოფიბრილს. ამ უკანასკნელის დახვევის შედეგად - მიკროფიბლირა. მიკროფიბლირები ერტიანდებიან და წარმოქმნიან ყველაზე დიდი ბოჭკოს მიკროფიბრილს. ისინი თავის მხრივ ეხვევიან რა ერთმანეთზე ქმნიან ქერქოვქნი შრის ძირითად ბოწკოს.
თმის სასიცოცხლო ციკლი
თმის განვითარების ციკლი შედგება 3 სტადიისაგან: ერთეული თმის ცხოვრების ციკლი დაახლოებით 2-5 წლამდეა.ყოველი თმის ფოლიკული გენეტიკურად დაპროგრამებულია 25-27 თმის წარმოქმნაზე, თითოეულ თმას აქვს ცხოვრების „ინდივიდუალური გეგმა“. ამიტომაც სხვადასხვა თმები ერთსა და იმავე დროს არიან განვითარების ციკლის სხვადასხვა სტადიაში, კერძოდ:
85% - აქტიური ზრდის ფაზაში (ანაგენში)
1% - მოსვენების ფაზაში (კატაგენში)
14%- ცვენის ფაზა (ტელოგენში)
ანაგენის ფაზა
აქტიური ზრდის პერიოდი გრძელდება 2-5 წელი. თმის ფოლიკულის მატრიქსში წარმოიქმნება ახალი უჯრედები, რომლებიც აღწევენ თავის თმიანი საფარველის კანის ზედაპირამდე და ქმნიან ანაგენურ თმას.
კატაგენის ფაზა
თმის ფოლიკულის მატრიქსში უჯრედები გამრავლდება ნელნელა და წყდება. თმის ფოლიკული გადადის ე.წ. „მძინარე მდგომარეობაში“. თმის ბოლქვი თანდათანობით წყდება დვრილს. კატაგენის ფაზა ძალიან ხანმოკლეა დაახლოებით 3-4 კვირა.
ტელოგენის ფაზა
გამოცალკევდება რა დერმალური დვრილიდან, ტელოგენური ბოლქვი ღებულობს წაგრძელებულ ფორმას და მოძრაობს კანის ზედაპირისკენ. ტელოგენის ფაზაში ძველი ცვივა ახალი თმა კი იწყებს ზრდას. ამ დროის განმალობაში თმის ფოლიკულში უჯრედების განახლება შეწყვეტილია.(დაახლოებით 3 თვე). ახალთსინთეზირებული თმის ფოლიკული უერთდება თმის დვრილს და ახალი თმა შედის ანაგენის ფაზაში. საშუალოთ თითოეულ ადამიანს თავის თმიან საფარველზე აქვს 100-დან 150- ათასამდე თმის ფოლიკული. მათში თმები წარმოიქმნება იზრდება და შემდეგ ცვივა. თმის განვითარების ციკლის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გამოვითვალოთ თმის ცვენის ნორმალური რაოდენობა დღეში 70-დან 100-თმამდე.
საინტერესო ფაქტები
- თუ ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ნაზარდ თმის ღერებს განვალაგებთ ერთმანეთის მიყოლებით, მთელი სიგრძე გამოვა 1126.5 კილომეტრზე მეტი.
- თმის ღერების რაოდენობა მთელს სხეულზე 5 მილიონზე მეტია, მათი უმრავლესობა არ იზდება 12.7 სმ ზე მეტს სიგრძეში, და 0.09მმ სისქეში.
- თმის ღერის ზრდის სიჩქარე არის დაახლოებით 12.7მმ თვეში, ანუ 15.24 სმ წელიწადში, ანუ 0.00001609კმ/სთში.
- თმის ყოველდღიური ნაზარდი დღეში არის 36.57მ.
- თმის უჯრედები იყოფიან ყოველ 12 სთში.
- ზაფხულში თმა მეტად იზდება , ვიდრე ზამთარში.
- 60 წლისათვის გაცვენილი თმების მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 4 მილიონია.
- თმის ცვენის გამოწვევა შეუძლია 300 მეტი დასახელების მედიკამენტს.
- თოკად დაწნულ თმები უძლებენ 15 ტონაზე მეტ დატვირთვას.
- 24 საათში საფეთქლებზე თმა იზრდება 0.039მმ, გვირგვინზე კი 0.044მმ.
- ტენიანი თმა გრძელდება დაახლოებით 2%-ით.
- თმა ყველაზე სქელია 20 წლისათვის, შემდეგ თხელდება და 70 წლისთვის ისეთი სისქე აქვს, როგორც ახალშობილს.
- თმის ქიმიური შემადგენლობაა: ნახშირბადი-50%, ჟანგბადი-20%, აზოტი-17%,
- წყალბადი-6%, გოგირდი-5%, სხვა ელემენტები-2%.
- არომატაზას შემცველობა თმის ფოლიკულებში ქალებს აქვთ 6 ჯერ მეტი, ვიდრე მამაკაცებს.
- თმის ღერების რაოდენობა თავზე დამოკიდებულია ფერზეც, ქერათმიანებს საშუალოდ-140 000 , წაბლისფერთმიანებს-110 000, შავთმიანებს-108 000, ჟღალითმიანებს-90 000.
- ანდროგენული ალოპეცია შეადგენს ალოპეციების 90%.
- თმის ზრდა კონტროლდება 150 გენით.
- 50% ნაკლები თმის გაცვენა გარეგნულად შეუმჩნეველია.
თმა "მინი-ფაბრიკა"
თმა-მხოლოდ ერთი შეხედვით არის მარტივი, რეალურად, ის ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი რთული შემადგენელი ნაწილია. თმა ცოცხლობს და კვდება, ის იზრდება, ცვივა და შემდეგ მის ადგილას (ნორმაში) იზრდება ისეთივე ახალი თმა.
საინტერესოა, რატომ იქმნება „მინი-ფაბრიკა“ თმის საწარმოებლად? თმის ფოლიკული, რომელშიც ციკლური ფაზები ერთმანეთს ცვლიან, გენეტიკურად დაპროგრამებულია 25-27 თმის წარმოქმნაზე! თავიდან ფოლიკულში უჯრედების გაძლიერებული სინთეზი მიმდინარეობს, შემდეგ ეს პროცესი მუხრუჭდება და სრულიად წყდება. დღეს მეცნიერებამ მიაღწია ისეთ სიმაღლეებს, რომ შესაძლებელია იმ გენების გაშიფვრა რომელიც პასუხისმგებელია თმის ცვენაზე. არის გამოკვლევები გენეტიკური ინფორმაციის „პროგრამირების“ მიმართულებით.
ფიზიოლოგიური თვალსაზრისით თმის ღერი არის სუბსტანცია რომელსაც ვერ დავარქმევთ ცოცხალს: ის არ მარაგდება სისხლით, მასთან არ მიდის ნერვული ბოჭკოები, არ არის მიერთებული კუნთები. თმის შეჭრის დროს არ ვგრძნობთ არანაირ ტკივილს, ეს არ არის სისხლმდენი პროცესი. და მაინც თმა ცოცხალი სუბსტანციაა რომელსაც თვითწარმოქმნის უნარი აქვს. ცოცხალი უჯრედები რომლებიც დიდი სიჩქარით მრავლდებიან, თმის ძირში არიან განლაგებული. კერძოდ ღრმად დერმაში. თმის ფოლიკული არის თმის ძირი შემოფარგლული ქსოვილებით გარეგანი და შინაგანი გარსი თმოვან ჯირკვლოვან კომპლექსით (ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლები, თმის ამწევი კუნთი, სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებები.)
დერმაში, ფოლიკულის ძირში მოთავსებულია შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნი, თმის დვრილი რომელიც შეიცავს სისხლძარღვებს და უზრუნველყოფს თმის ფოლიკულის კვებასა და ზრდას. ყოველ თმის ფოლიკულს აქვს საკუთარი მუსკულატურა და ინერვაცია. სწორედ ამიტომ თმას აქვს ტაქტილური მგრძნობელობის უნარი. თუ ე.წ „თმის ამწევი კუნთი“ შიშის ან სიცივის გავლენით შეიკუმშება თმა იწევა და წარმოიქმნება „ბატის კანი“. დაყოფის სიჩქარის მიხედვით თმას ორგანიზმში უჭირავს მეორე ადგილი (ძვლის ტვინის უჯრედების პროლიფერაციის სიჩქარის შემდეგ).
ყოველი თმის ფოლიკული დამოუკიდებელი წარმონაქმნია ინდივიდუალური ზრდის ციკლით: სხვადასხვა ფოლიკულებში ეს ციკლი სხვადასხვანაირია. ეს ციკლი სინქრონული, რომ ყოფილიყო მაშინ ყველა თმა ერთდროულად დაგვცვივდებოდა. თმის ზრდის პროცესი ორგანიზმში შეუმჩნევლად მიმდინარეობს.
თმის შემცველობა იცვლება თმის სხვადასხვა დაავადებების დროს. ფიზიკური ან ქიმიური ზემოქმედების შედეგად. მაგ: ხშირმა შეღებვამ, ქიმიურმა დახვევამ, თმის მოვლის საშუალებების არასწორმა შერჩევამ, თმას შეიძლება დააკარგვინოს ტენიანობის დიდი პროცენტი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია შეირჩეს თმის მოვლის ხარისხიანი სისტემები, რათა თმამ აღიდგინოს ტენიანობის ნორმალური დონე.