მითები თმის გადანერგვაზე, Mitebi tmis gadanergvaze

მითები თმის გადანერგვაზე

ძალიან ბევრი ადამიანისთვის თმის გადანერგვა საშიშ პროცესად ჟღერს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისინი გადაჭარბებულად აფასებენ ქირურგიულ ოპერაციებს. არასაკმარისი ინფორმაცია შეუსაბამო მღელვარებას იწვევს, რაც ბევრისთვის ხელისშემშლელია მკუნალობაში. ჩვენ რამდენიმე არასწორი წარმოდგენა გვაქვს თმის გადანერგვის შესახებ, დღეს ჩვენ ვეცდებით ამომწურავად მოგაწოდოთ საჭირო და სწორი ინფორმაცია.

თმის გადანერგვა ძვირადღირებულია

თმის გადანერგვის ფასი განსხვავდება ქვეყნიდან ქვეყანაში, საქართველოში კი თმის გადანერგვა გაცილებით იაფია ვიდრე სხვა ქვეყნებში (მათ შორის თურქეთში). ამაზე მეტყველებს იმ უცხოელ პაციენტთა მთელი სია, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ რათა თმა ჩვენს კლინიკაში გადაენერგათ.

უნდა აღვნიშნოთ რომ ფასები განსხვავებულია, გამომდინარე გადასანერგი თმის რაოდენობიდან და გადანერგვის მეთოდიდან. შესაბამისად კონკრეტული ციფრების დასახელება შეუძლებელია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თმის გადანერგვა ერთჯერადი პროცედურაა, ანუ გადანერგილი თმა არ ცვივა და შესაბამისად ერთჯერადი ხარჯია, შედეგი კი სამუდამოდ რჩება. (იხილეთ სტატია, თუ რა ღირს თმის გადანერგვა და როგორ ანგარიშდება ფასი?)
 

თმის გადანერგვის ცუდი შედეგები

თმის გადანერგვის შემდეგ ლევან ყოჩიაშვილი, tmis gadanergvis shemdeg levan yochiashvili

ხშირად ამბობენ რომ თმის გადანერგვის შედეგები არ მოსწონთ, სინამდვილეში ეს რეზულტატის სრულ დადგომამდე ითქმის ხოლმე, უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია პაციენტს ქონდეს გადამეტებული წარმოდგენა შედეგზე. ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს პაციენტის წარმოდგენა იმ რეალურ წარმოდგენამდე დავიყვანოთ, რაც შემდგომში იქნება, რადგან პაციენტს იმედი არ გაუცრუვდეს.

გადანერგილი გრაფტები მდგრადია იმ ჰორმონის ეფექტების მიმართ, რომლებიც თმის ცვენას იწვევს, და შესაბამისად, თმის გადანერგვა მუდმივი გამოსავალია. თმის გადანერგვის სრული შედეგების დასანახად 8-12 თვეა საჭირო, ამიტომ პაციენტებს ურჩევენ დაელოდონ სრული შედეგების დადგომას და მხოლოდ ამის შემდეგ გააკრიტიკონ შედეგი.
 

თმის გადანერგვა უფრო ძველი თაობებისთვისაა შესაფერისი

თმის ცვენის ანდროგენული ფორმა, ალოპეცია მამაკაცებში, tmis cvenis androgenuli forma

თმის გადანერგვა ყველას შეუძლია თუ სწრულწლოვანია. სინამდვილეში, მამრობითი სქესის სიმელოტე (თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული სახეობა) შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, პუბერტაციის შემდეგ (უმეტესწილად 18-27 წლის ასაკში იწყება). ის შეხედულება, რომ ძირითადად თმის ცვენა ასაკოვან ადამიანებს აწუხებთ არასწორია. ხშირ შემთხვევაში თმის ცვენა ძალიან სწრაფად მიმდინარე პროცესია და ამავდროულად რთულად გადასატანიც.
თმის გადანერგვა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სხვა მკურნალობა ეფექტური ვერ იქნება. არსებობს ასეთი თმის ცვენის სხვა და სხვა ტიპები, მათ შორის ყველაზე გავრცელებული ისევ და ისევ მამაკაცური ტიპის (ანდროგენული) თმის ცვენაა. ამ შემთხვევაში ვურჩევთ პაციენტს, დროულად გადაინერგოს თმა, ვინაიდან გადასანერგი თმების რაოდენობა ამ საწყის სტადიაში შედარებით მცირეა, და ხარისხიანი სადონორო მასალის მოპოვების საშუალება (გრაფტი) გაცილებით მეტია.
 

თმის გადანერგვა მტკივნეულია

თმის გადანერგვის ტექნოლოგიები ყველანაირად ვითარდება, აქცენტი კეთდება თმის გადანერგვის წარმატებულობის მაქსიმუმზე და პაციენტის მიერ განცდილი დისკომფორტის შემცირებაზე. დღეს-დღეისობით, პაციენტს ფაქტობრივად არ ტკივა (უნდა აღინიშნოს რომ ტკივილის შეგრძნება გამღიზიანებელ ფაქტორთან მიმართებაში ძალიან ინდივიდუალურია) ვინაიდან ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით მიმდინარეობს. პაციენტი, განსხვავებით სხვა ოპერაციებისგან, თმის გადანერგვის შემდეგ დღეს შრომისუნარიანია.

თმის გადანერგვის ეს მცდარი მოსაზრება შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ თმის გადანერგვა ფოკუსირდება სხეულის მგრძნობიარე არეზე.
 

გადანერგილი თმა შესამჩნევია

თმის გადანერგვის შემდეგ ვიქტორი, tmis gadanergvis shemdeg vitkori

დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ გადანერგილ თმას თან ახლავდა ე.წ. "სმაილი"-ს ტიპის ნაწიბური კეფაზე. აქედან გამომდინარე, დაკვირვების შედეგად შესამჩნევი იყო ჩატარებული ოპერაციის კვალი. სამწუხაროდ ეს მოძველებული ინფორმაცია შემორჩენილია დღევანდელ საზოგადოებაში. მინდა შეგახსენოთ თმის გადანერგვის "ოქროს სტანდარტია" - FUE მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენებით ნაწიბური არ რჩება, პროფესიონალების მიერ გადანერგილი თმა კი აბსოლუტურად იმეორებს თმის ღერების მიმართულებას ბუნებრივთან მიმართებაში. შესაბამისად თმის გადანერგვა თანამედროვე სამყაროში შესამჩნევ კვალს არ ტოვებს (ის მხოლოდ პროფესიონალი თმის ტრანსპლანტოლოგისთვისაა შესამჩნევი).
 

თმის გადანერგვა მხოლოდ მამაკაცებისთვისაა

თმის გადანერგვის შემდეგ ქალებში, tmis gadanergvis shemdeg kalebshi, qalebshi

ეს უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს. თმის გადანერგვა ძალზე პოპულარულია ქალებში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც შესაძლებელი გრძელი თმის გადანერგვა და Non-Shave (გაპარსვის გარეშე) მეთოდი. ზემოთ აღნიშნულმა მეთოდებმა მოხსნეს თმის გადაპარსვისგან გამოწვეული დისკომფორტი.

ეს შეცდომა ხშირია, რადგან ძირითადად ეს პრობლემა მამაკაცებს აწუხებთ და სარეკლამო კამპანიებიც ამ მიმართულებით ჭარბობენ. ქალებიც საკმაოდ ხშირად საჭიროებენ თმის გადანერგვის ოპერაციას, გამომდინარე მათი პრობლემიდან (ეს შეიძლება იყოს გენეტიკური, ჰორმონალური და ა.შ.).

საჭიროა დიდი ოდენობით მედიკამენტების მიღება ოპერაციის შემდეგ

ეს ინფორმაცია სათავეს იღებს იქიდან, რომ როცა პაციენტის თმის ცვენა პროცესშია და თმას ინერგავს, ამის შემდეგ საჭიროებს პროცედურებს, რათა თმის ცვენის პროცესი შეჩერდეს და წინ აღარ წავიდეს. რა თქმა უნდა გადანერგილი თმა არ გასცვივდება, აქ საუბარია პროცესში ჩართულ თმიან საფარველზე.
 

მეტი გრაფტი = უკეთეს შედეგს

მკურნალობის ყველა გეგმა მორგებულია ინდივიდუალურად პაციენტზე. არაპროფესიონალურმა გუნდმა შეიძლება განაცხადოს, რომ რაც მეტია გრაფტი უკეთესია შედეგიც, თუმცა ეს მოსაზრება სარგებელზეა დაყრდნობილი და არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და გრაფტების გადანერგვის რაოდენობაც ინდივიდუალურია. არსებობს სტანდარტი, რომლის დაკმაყოფილებაც საჭიროა თმის გადანერგვისას, რათა შედეგი სასურველი და მაქსიმალური იყოს. ხშირად დიდი ოდენობით გადანერგილი თმა იწვევს ზედმეტ ტრავმას, შედეგად: პოსტოპერაციული მკურნალობის პერიოდი იზრდება, შედეგი შესაძლოა გაუარესდეს, ოპერაციის ღირებულება გაცილებით მეტი გამოდის. საბოლოო ჯამში, ამ იდეით მანიპულირებს მოგებაზე ორიენტირებული კლინიკა.
 

თმის გადანერგვა ყველასთვის არაა

არასწორია მოსაზრება, რომ თმის გადანერგვის შესაძლებლობა ისეთი ფაქტორებით განისაზღვრება როგორიცაა: რასა, სქესი, წარმომავლობა, გენეტიკა და ა.შ. თმის გადანერგვა ყველასთვისაა, ამისთვის საჭიროა მხოლოდ სადონორო მასალის არსებობა, ვინაიდან შესაძლებელია მხოლოდ - საკუთარი თმის გადანერგვა.

ჰეალაინში არასდროს ვურჩევთ თმის გადანერგვას თუ შედეგის წარმატებულობაში დარწმუნებული არ ვართ. ყველა პაციენტს უტარდება კონსულტაცია, სადაც პაციენტს ვაცნობთ გადანერგვის მეთოდებს, ვაცნობთ გადასანერგი გრაფტების ოდენობას, ვუქმნით რეალურ მოლოდინებს შედეგებთან დაკავშირებით.

საიტის რუკა