local_phone
რატომ ჩვენთან?
“ჰეალაინ ინტერნეიშენალი” აღჭურვილია თმის ტრანსპლანტაციის უახლესი მეთოდებით და ტექნოლოგიებით:
- - თმის დაზიანებათა კომპიუტერული დიაგნოსტიკის მეთოდი, მისი საშუალებით წარმოებს გადანერგვამდე თმის დაზიანების ხარისხის სრულყოფილი განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტთა შესაბამისი მომზადება თმის ტრანსპლანტაციისათვის, რაც გამორიცხავს წინასწარი შესწავლის გარეშე შაბლონურად თმის გადანერგვის ჩვენების განსაზღვრას და არასაჭირო მანიპულაციების ჩატარებას.
- - თმის ფოლიკულური გაერთიანებების- გრაფტების ტანსპლანტაციის ატრავმატული მეთოდი შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ ამერიკული კომპანია “რობინს ინსტრუმენტ”-თან ერთად. იგი მნიშვნელოვნად ამარტივებს თმის გადანერგვის პროცედურას და გამორიცხავს თმის ძირების ფოლიკულების დაზიანებას, რასაც ადგილი აქვს სხვა კლინიკებში მეტალის ბასრი და წვეტიანი პინცეტების გამოყენებისას.
- - თმის გადასანერგად საჭირო მიკროხვრელების ფორმირების მეთოდი, შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ. აღნიშნული მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს პლასტიკის შემდგომი კანის დაჭიმულობას და უხეში ნაწიბურების წარმოქმნას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით (4000 გრაფტი და მეტი) თმის გადანერგვის შემთხვევაში.
- - თმის ტრანსპლანტაციის 4 ასისტენტიანი კონვეიერული სისტემა შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ. მხოლოდ ამ სისტემის გამოყენებით გახდა შესაძლებელი ფართო მასშტაბიანი თმის ტრანსპლანტაციის ( 4000 გრაფტი და მეტი) წარმოება ხანმოკლე პერიოდში (4-5 სთ-ში). კლინიკებში სადაც არ გამოიყენება აღნიშნული სისტემა, ანალოგიური მასშტაბის თმის გადანერგვისათვის აუცილებელია 8-10 სთ, რაც მეტად დამღლელი და დისკომფორტულია პაციენტისათვის.
- - თმის ფოლიკულების შემცველი გრაფტების პრეზერვაციის მეთოდი. იგი შემუშავებულ იქნა პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ და პირველად მოხსენდა ამერიკის თმის ტრანსპლანტოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე ნიუ-ორლეანში (1997 წ). აღნიშნული მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ზრდის თმის ძირების შემცველი გრაფტების სიცოცხლისუნარიანობას, ამჟამად დანერგილია და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს უმრავლეს კლინიკებში.
- - კომპრესიულ-ჰემოსტატიკური მეთოდი შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ. მისი გამოყენებით შესაძლებელი გახდა დიდი რაოდენობით თმის გადანერგვების ჩატარება სისხლდენის რისკის მქონე პაციენტების ჯგუფში ( მაგალითად დაქვეითებული სისხლის შედედების, ჰიპერტონიის და სხვა შემთხვევებში).
- - თმის გადანერგვის შემდგომი სახის შეშუპების პროფილაქტიკისათვის მსოფლიოს კლინიკებში ფართოდ გამოიყენება მედიკამენტოზურ საშუალებათა სხვადასხვა კომბინაციები. ამ მიზნით ჩვენ მივმართავთ პარიზის თმის გადანერგვის ცენტრის ( ხელმძღვანელი პ. ბუჯიმა) რეკომენდაციებს.
- - მიკროხვრელების რაოდენობაზე პაციენტის მიერ კონტროლის მეთოდი. მსოფლიოში არსად არ არსებობს გადანერგილი გრაფტების რაოდენობაზე პაციენტის მიერ კონტროლის მეთოდი, თუმცა არსებობს მიკროხვრელების რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი. ამ მიზნით ჩვენ ვიყენებთ რხევითი აღრიცხვის და ლოკალურ-ინდუქციურ ტექნოლოგიებს, რომელიც შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ.
- - სადონორო არის ორსართულიანი პლასტიკის მეთოდი, ასევე რეკომენდებულია პარიზის თმის გადანერგვის ცენტრის მიერ. მისი უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ ამცირებს პლასტიკის შემდგომი ნაწიბურების წარმოქმნას, რაც ტრაქციული მიკროგახსნადობის გამო უდაოდ ახასიათებს ერთსართულიანი პლასტიკის მეთოდს, განსაკუთრებით მარტო ეპიდერმისის ნაკერების შემთხვევაში.
- - თმის ცვენის შემაჩერებელი კომპლექსური სამკურნალო-პროფილაქტიკური მეთოდი შემუშავებულია თმის გადანერგვის განყოფილების თანამშრომელთა მიერ, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას ყველა პაციენტისადმი, კომპლექსურ გამოკვლევას, თმის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, მიკროელემენტების ბალანსის დადგენას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება თმის მოვლისა და სამკურნალო საშუალებების შერჩევა.