local_phone
გრძელი თმის გადანერგვა
გრძელი თმის გადანერგვა ერთერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო თმის აღდგენითი ქირურგიის ევოლუციის გზაზე. ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს და პაციენტს ანიჭებს უდიდეს დადებით ემოციას. პირველი პუბლიკაციები გრძელი თმის გადანერგვაზე 2004 წელს გაჩნდა და მისი ავტორი იყო ბრაზილიელი ქირურგი მარსელო პიტჩონი (Marcelo Pitchon). მიუხედავად იმისა რომ, გრძელთმიანი ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვა ძალიან საინტერესო და პროგრესული მიმართულებაა, დღეისათვის მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთეულ კლინიკებს შეუძლიათ მისი განხორციელება. ის მოითხოვს სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას, ქირურგისა და მთელი კოლექტივის დიდ გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს.
კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ - ში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება გრძელი თმის გადანერგვა.
გრძელი თმის გადანერგვა შესაძლებელია როგორც ზონრის (Strip), ასევე უნაკერო (FUE) მეთოდით.
ინერგება იმ სიგრძის თმა რა სიგრძისაცაა პაციენტის თმა სადონორო (კეფის) არეში.
გრძელი თმის გადანეგვის უპირატესობები:
პაციენტი ოპერაციის დამთავრებისთანავე ხედავს თმის გადანერგვის საბოლოო შედეგს. თვალნათლივ ჩანს გადანერგილი თმის სიხშირე და მიმართულება. გრძელი თმის გადანერგვის შედეგად შესაძლებელია სრულიად შეინიღბოს ის წერტილოვანი შეწითლებები თმის ჩანერგვის ადგილებში რომლებიც შეინიშნება პროცედურის შემდეგ, პირველი 1 კვირის განმავლობაში. ეს შეუმჩნეველს ხდის ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდს, რაც თავის მხრივ მეტ თავდაჯერებულობას მატებს პაციენტს და იგი ოპერაციის მეორე დღიდანვე უფრო აქტიურად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გრძელი თმის გადანერგვის შემდგომი ეფექტი დროებითია და გრძელდება 2-3 კვირა. ამის შემდეგ თმა თანდათანობით ცვივა და შემდეგ ამოსვლას იწყებს 2-3 თვიდან, ისევე როგორც ეს ხდება მოკლე თმების გადანერგვის შემთხვევაში. პაციენტი შესამჩნევ კოსმეტიკურ ეფექტს იღებს გადანერგვიდან 6 თვის შემდეგ, ხოლო საბოლოო შედეგი მიიღწევა 12 თვის შემდეგ, როდესაც უკვე მაქსიმალურადაა გამოხატული გადანერგილი თმის სიხშირე და მოცულიბა, ისეთივე, როგორიც პაციენტმა იხილა ოპერაციის დამთავრებისთანავე. გადანერგილი თმა ინარჩუნებს ყველა მახასიათებელს: ფერს, სტრუქტურას, ზრდის ტემპს, არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას და არასოდეს ცვივა.
უნაკერო (FUE) მეთოდით გრძელი თმის გადანერგვა
„ჰეალაინ ინტერნეიშნლი“ ერთადერთი კლინიკაა ამიერკავკასიაში და საქართველოში, სადაც წარმატებით დაიწყო და ხორციელდება გრძელი თმის გადანერგვა უნაკერო მეთოდით. ეს მეთოდი მოითხოვს არა მარტო ძვირადღირებულ ტექნოლოგიას, არამედ პერსონალის დიდ გამოცდილებას და პროფესიონალიზმს, რითაც მდიდარია ჩვენი კლინიკა.
ამ მეთოდის უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით გახლავთ:
1.თმას არ სჭირდება გაპარსვა და შეჭრა.
2. პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე ხედავს შედეგს , თმის მიმართულებას და სიხშირეს.
3. არ იცვლება პაციენტის ვიზუალი
4.წითელი წერტილები რაც პაციენტს ოპერაციის შემდგომ აქვს, სრულად შენიღბული გრძელი თმით. ამავე დროს ამს ემატება ის პრიორიტეტები რაც აქვს უნაკერო(FUE) მეთოდს
5.არ საჭიროებს ნაკერების დადებას, შესაბამისად არ რჩება არანაირი ნაწიბური .
6.შესაძლებელია მოპოვების დროს მრავალღერიანი გრაფტების შერჩევა, რაც გადანერგილ არეში მეტი სიხშირის მიცემის საშუალებას გვაძლევს.
7. რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა.
8. თმის მოპოვება მაშინაც კი, როცა არ არის გამოხატული კანის მობილობა.
9. შესაძლებელია თმის ეტაპობრივად (მინიტრანსპლანტ სესიებად) გადანერგვა.
თუმცა როგორც ყველა გადანერგილი თმა 2-3 კვირის შემდეგ ცვივა და თავიდან იწყებს ამოსვლას. ამ პერიოდის განმავლობაში კანის მთლიანობა აღდგება და ვიზუალური დისკომფორტი პაციენს აბსოლუტ