local_phone
თმის ცვენა მამაკაცებში
თმის ცვენა მამაკაცებში უსიამოვნო განცდებს იწვევს. კვლევები გვიჩვენებენ, რომ ადამიანზე აზრი, წარმოდგენა სულ რამოდენიმე წამში გექმნება. მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა, რომელსაც ხშირად კარგი გარეგნობა გვიქმნის.
თავიდან თმის ცვენა ნაკლებად შესამჩნევია, აქა-იქ მცირე შეთხელება, რომლის დაფარვა შესაძლებელია ვარცხნილობის შეცვლით. მაგრამ როდესაც თმის ცვენა ძალიან პროგრესირებს და მალე გამელოტებული ადგილებიც ჩნდება, თვითშეფასება დაქვეითებას იწყებს.
სანამ ტრანსპლანტაციაზე საუბარს დავიწყებთ, განვიხილოთ რა არის მამაკაცებში თმის ცვენის მიზეზი.
თმა იზრდება თმის ფოლიკულიდან (თმის ძირიდან) და გამუდმებით ფუნქციონირებს 3-6 წლის განმავლობაში.
ანდროგენების ზემოქმედებით მათი ზრდის ციკლი , ტემპი იცვლება, შესაბამისად ეტაპობრივად მცირდება მათი ხარისხი (ისინი უფრო თხელი და მტვრევადი ხდებიან) და რაოდენობა.
თმის ტრანპლანტაციის თანამედროვე მეთოდები გვაძლევენ საშუალებას , რომ თმა უფრო მეტი სიხშირით გადავნერგოთ და ეფექტიც შესაბამისად უფრო ბუნებრივია.
თმის აღდგენა მამაკაცებში შესაძლებელია ანდროგენული, ნაწიბუროვანი ალოპეციების შემდგომ. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობთ:საუკეთესო და მდგრადი შედეგი მიიღება როდესაც ტრანსპლანტირებულ თმებთან ერთად არსებული თმის გაჯანსაღებაზე ვზრუნავთ.
თმის ტრანსპლანტაციის შემდეგ თქვენ ახალ ადამიანს იხილავთ სარკეში, ახალგაზრდული, გაახლებული მზერით, ყოველგვარი შეზღუდვებისაგან თავისუფალს და თავდაჯერებულს.
თმის აღდგენა მამაკაცებში ზრდის თავდაჯერებულობას და ხშირად ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაჰყავს. აქამდე თმის ტრანსპლანტაცია არასაოდეს ყოფილა ასეთი გარანტირებული და ხელმისაწვდომი.