20 წლიანი წარმატებული პრაქტიკა

თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრ „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ს ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პლასტიკური და ზოგადი ქირურგი -28 წლიანი გამოცდილებით-ირაკლი ბებიაშვილი. იგი არის “საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგიის და ტრიხოლოგიის ასოციაციის“ და შპს „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანადამფუძნებელი, თმის აღდგენის ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების -ISHRS - წევრი, „ გრ.მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის“ წევრი, „საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის -GeoPRAS-საზოგადეობის წევრი.

კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლის “ ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოში თმის ტრანსპლანტაციის დარგის დამაარსებელი პროფ. თამაზ თამაზაშვილი. იგი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1997 წლიდან დღემდე პროფ თ . თამაზაშვილის მიერ არის მომზადებული საქართველოში თმის ტრანსპლანტაციაში მომუშავე ყველა ექიმი-ქირურგი, არა მარტო „ჰეალაინ ინტერნეიშნლში, არამედ ყველა სხვა თმის გადანერგვის კლინიკებში.
ჩვენი კოლექტივის ყველა თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი და 19 წლიანი გამოცდილება, თმის ხარისხიანად გადანერგვის საიმედო გარანტიაა.

რატომ ჩვენთან?
“ჰეალაინ ინტერნეიშენალი” აღჭურვილია თმის ტრანსპლანტაციის უახლესი მეთოდებით და ტექნოლოგიებით:
- - თმის დაზიანებათა კომპიუტერული დიაგნოსტიკის მეთოდი, მისი საშუალებით წარმოებს გადანერგვამდე თმის დაზიანების ხარისხის სრულყოფილი განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტთა შესაბამისი მომზადება თმის ტრანსპლანტაციისათვის, რაც გამორიცხავს წინასწარი შესწავლის გარეშე შაბლონურად თმის გადანერგვის ჩვენების განსაზღვრას და არასაჭირო მანიპულაციების ჩატარებას.
- - თმის ფოლიკულური გაერთიანებების- გრაფტების ტანსპლანტაციის ატრავმატული მეთოდი შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ ამერიკული კომპანია “რობინს ინსტრუმენტ”-თან ერთად. იგი მნიშვნელოვნად ამარტივებს თმის გადანერგვის პროცედურას და გამორიცხავს თმის ძირების ფოლიკულების დაზიანებას, რასაც ადგილი აქვს სხვა კლინიკებში მეტალის ბასრი და წვეტიანი პინცეტების გამოყენებისას.
- - თმის გადასანერგად საჭირო მიკროხვრელების ფორმირების მეთოდი, შემუშავებულია პროფ. თ. თამაზაშვილის მიერ. აღნიშნული მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს პლასტიკის შემდგომი კანის დაჭიმულობას და უხეში ნაწიბურების წარმოქმნას, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით (4000 გრაფტი და მეტი) თმის გადანერგვის შემთხვევაში.
- მეტი ინფორმაცია
თამაზ თამაზაშვილის გამოგონებები აღნიშნულია მედლებით და დიპლომებით სამეცნიერო-კვლევით გამოფენებზე
ტრანსპლანტოლოგიაში მიღწეული წარმატებებისათვის 2005 წელს პროფ.თ თამაზაშვილს გადაეცა ამერიკის ქსოვილთა ბანკის „MTF“-ის უმაღლესი ჯილდო „ოქროს ხელთათმანი“.
უნემსო ანესთეზიის პიონერი "ჰეალაინ ინტერნეიშენალი"
უნემსო ანესთეზია საქართველოში პირველად გამოიყენა კლინიკა "ჰეალაინის" ხელმძღვანელმა პროფ. თ. თამაზაშვილმა 20 წლის წინ. ამიტომ, ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია უნემსო ანესთეზიის ევოლუციის ყველა ეტაპი.



style="width:100%" />სამეცნიერო აქტივობები
კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა სხვა კლინიკებთან შედარებით გახლავთ ის რომ აქ მოღვაწეობენ მაღალკვალიფიციური ექიმები, მათ შორის ორი პროფესორი და ერთი მედიცინის დოქტორი, ეს თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ კლინიკა ეწევა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას. ამიტომ ყველა ის მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ში თმის ცვენის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის არის მეცნიერულად დასაბუთებული და მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა ეჭვს არ იწვევს!
აღსნიშნავია, რომ 2010 წლის 5 ოქტომბერს, ნიუ იორკში შედგა კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, პროფსორ თამაზ თამაზაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია “New Concepts in Physiology of the Hair Follicle and Etio-Pathogenesis of Pattern Alopecia”. წიგნში შეჯამებულია ჩვენი კლინიკის მრავალწლიანი სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობის შედეგები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი მეცნიერისათვის წიგნში მოცემული აღმოჩენები სენსაციური გახლდათ. მკვეთრადაა ფორმულირებული თმის ზრდის ციკლი და რაც მთავარია, გახსნილია ანდროგენეტიკური ალოპეციის განვითარების ეტიო-პათოგენეზი. .ამ ახალ კონცეფციებზე დაყრდნობით სიმელოტის პროფილაქტიკა და მკურნალობა აბსოლიტურად რეალური ხდება.
საერთაშორისო კონფერენციები
ჯილდოები
სამეცნიერო პუბლიკაციები
პატენტები








ჩვენი მსოფლმხედველობა
ესთეტიკურ მედიცინაში სამკურნალო–სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა, ჩვენს კომპანიას –დღიდან დაარსებისა–აქვს აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებული დოქტრინა:
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების, მოხუცებისა და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის დახმარების გაწევა.
2. ონკოლოგიური პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მკურნალობაში წვლილის შეტანა.
3. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროპაგანდა.
4. ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის დაცვის და პროპაგანდის მხარდაჭერა.
5. ხელოვნების , სპორტის პროპაგანდა და ამ სფეროში მოღვაწეთათვის მხარდაჭერა.
სრული ინფორმაცია