local_phone
თმის გადანერგვის უნაკერო მეთოდი (FUE)
XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში აშშ-ში გამოჩნდა პუბლიკაციები თმის გადანერგვის უნაკერო მეთოდის შესახებ. ამ მეთოდის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თმის ფოლიკულების ამოღება, (კერძოდ მიკროგრაფტების), ხდება კანის განაკვეთის გარეშე, სპეციალური მინიატურული ინსტრუმენტის საშუალებით, ოპტიკური ხელსაწყოს კონტროლის ქვეშ. მეთოდს ავტორმა - ვ.როსმანმა (W.Rassman) - უწოდა "Follicular Unit Exration (FUE) ჩვენს კლინიკაში თმის გადანერგვის უნაკერო მეთოდი (FUE) წარმატებით გამოიყენება კლინიკის დაარსების დღიდანვე. FUE მეთოდისათვის პირველი ავტომატიზირებული აპარატი- გრაფტების ექსტრაქტორი- შექმნა პროფ. თამაზ თამაზაშვილმა.
თმის გადანერგვის უნაკერო აუტოტრანსპლანტაციის მეთოდის ჩვენება
ნებისმიერი ხარისხის ანდროგენული და ნაწიბუროვანი გამელოტება. წვერის, ულვაშების, წარბებისა და წამწამების ფორმის და სიხშირის კორეგირება. თავზე სადონორო მარაგის დეფიციტის შემთხევში, უნაკერო მეთოდი საშუალებას გვაძლევს ამოვიღოთ თმის ფოლიკული სხეულის სხვა ნაწილებიდან: გულმკერდი, ზურგი, მხრები და ა. შ. თმის უნაკერო გადანერგვის მეთოდის გამოყენება შესაძლებელია "სტრიპ" მეთოდთან ერთად მეგასესიების დროს (6000 და მეტი გრაფტის გადანერგვა ერთ პროცედურაში) რაც საშუალებას გვაძლევს მიკროგრაფტები მოვიძიოთ განაკვეთის ხაზის ზემოთ და ქვემოთ, და ამით ვუზრუნველყოთ გრაფტების საკმარისი რაოდენობა მარალი ხარისხის გამელოტების და სადონორო ზონაში სკალპის ცუდი მობილობის დროსაც კი.
FUE ტრანსპლანტაცია მიმდინარეობს 3 ეტაპად
1. სადონორო მასალის მოძიება,
2. მიკროხვრელების ფორმირება სარეციპიენტო ზონაში
3. მიკროგრაფტების იმპლანტაცია (გადანერგვა) გამელოტების ზონებში
უნაკერო მეთოდი "სტრიპ" მეთოდისაგან განსხვავდება მხოლოდ სადონორო მასალის მოძიების ტექნოლოგიით, სხვა ეტაპები იდენტურია. ორივე მეთოდის (როგორც FUE ასევე Strip) გამოყენებისას ხდება მიკროგრაფტების გადანერგვა, რომლებიც შეიცავენ 1-დან 3-მდე თმის ღერს და ამიტომ ორივე შემთხვევაში მიიღწევა აბსოლიტურად ბუნებრივი ესთეტიკური შედეგი. ჩვენს კლინიკაში ერთ ეტაპად (ერთ დღეში), კეფის და საფეთქლების არედან ხდება "FUE " მეთოდით 6000-მდე გრაფტის გადანერგვა, რაც თავის მხრივ რეკორდულია და მხოლოდ ევროპისა და ამერიკის ერთეულ კლინიკებშია შესაძლებელი.
თმის უგადანერგვის უნაკერო მეთოდის უპირატესობა:
1. სადონორო ზონაში ხაზოვანი ნაწიბურის არარსებობა
2. ნაკერების დადების აუცილებლობის არარსებობა.
3. თმის გადანერგვის შესაძლებლობა ტანიდან. განსაზღვრული სტრუქტურის და რაოდენობის თმების შემცველი გრაფტების ზუსტი გათვლა.