local_phone
წვერის და ულვაშის კორექცია
ფოლიკულური მიკროაუტოტრანსპლანტაცია (საკუთარი თმის გადანერგვა) წარმატებით გამოიყენება წარბების, ულვაშისა და წვერის კოსმეტიკური დეფექტების კორექციისას, მათი ნაწილობრივი ან სრული არ არსებობის დროსაც კი. ამ შემთხვევაში სადონოროდ გამოიყენება კეფისა და საფეთქლის არეში განლაგებული საკუთარი თმა. გადასანერგი ფოლიკულების მოპოვება ხორციელდება როგორც Strip (ზონრის) ასევე FUE (უნაკერო) მეთოდით. უნაკერო მეთოდი იძლევა იმ უპირატესობას, რომ გადასანერგად შესაძლებელია შეირჩეს სასურველი სტრუქტურის თმისა და ფოლიკულების შემცველი გრაფტები. გადანერგილი თმა ზრდას იწყებს გადანერგვიდან 2-3 თვის შემდეგ და ინარჩუნებს ყველა მის მახასიათებლებს: ფერს, სტრუქტურას, ზრდის ტემპს და ა. შ. ის არ საჭიროებს სპეციალურ მოვლას, იზრდება მთელი სიცოცხლის მანძილზე და არ ცვივა. შესაძლოა მისი შეჭრა, შეღებვა, გაპარსვა და ა.შ. წარბის აღდგენის შემდეგ საჭიროა მისი პერიოდულად შეჭრა