თმის გადანერგვა

რას წარმოადგენს საკუთარი თმის გადანერგვა.

საკუთარი თმის გადანერგვა _ ტრანსპლანტაცია გულისხმობს თმის ფოლიკულების მოპოვებას სადონორო არეში (კეფის და საფეთქლის მიდამოები, სადაც ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილი) და ჩანერგვას გამელოტებულ და გამეჩხერებულ ადგილებში.

სრული ინფორმაცია

თმის ცვენის დიაგნოსტიკა

თმის ცვენის დიაგნოსტიკა

  • როგორ ისმება დიაგნოზი, როცა საქმე ეხება თავის კანის და თმების დაავადებებს?
  • გამოცდილი სპეციალისტებით აღჭურვილი კოლექტივი მარტივად დაგისვამთ დიაგნოზს

სრული ინფორმაცია

თმის ცვენის მკურნალობა

თმის ცვენის მკურნალობა

(არაქირურგიული მეთოდები)

დღეს არსებობს თმის ცვენის სამკურნალო გაცილებით მეტი არაქირურგიული მეთოდი, ვიდრე წარსულში. ესენია როგორც გარეგანი(სპრეს და მალამოების ) სახით, აგრეთვე per os მისაღები მედიკამენტები. იმის განსაზღვრა, თუ კონჯრეტულად თქვენს შემთხვევაში რომელი მედიკამენტი და მედიკამენტების კომბინაციაა ყველაზე მისაღები, დამოკიდებულია თქვენს ასაკზე და გამელოტების ხარისხზე. უმრავლეს შემთხვევაში საუკეთესო რეზულტატი მიიღება მკურნალობის ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდების კომბინაციის დროს.

სრული ინფორმაცია

თმის ცვენა მამაკაცებში

თმის ცვენა მამაკაცებში

თმის ცვენა მამაკაცებში უსიამოვნო განცდებს იწვევს. კვლევები გვიჩვენებენ, რომ ადამიანზე აზრი, წარმოდგენა სულ რამოდენიმე წამში გექმნება. მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა, რომელსაც ხშირად კარგი გარეგნობა გვიქმნის.

სრული ინფორმაცია

თმის ცვენა ქალებში

თმის ცვენა ქალებში

რადგან მამაკაცების 90-92% თმის გადანერგვა შედეგიანი, ქალბატონებიც დაფიქრდნენ ხომ არ მიემართათ ამ პროცედურისთვის, თმის რაოდენობის შემცირების შემთხვევაში. თუმცა აქ სიტუაცია განსხვავებულია.

სრული ინფორმაცია

თმის გადანერგვის STRIP მეთოდი

Strip მეთოდი

თმის აუტოტრანსპლანტაციის „Strip მეთოდი“ თმის გადანერგვის ძირიოთად, კლასიკურ მეთოდს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კეფის მიდამოდან ხდება თმის ფოლიკულების შემცველი კანის „ზონრის „ ამოღება და მისი შემდგომი დამუშავება-დაყოფა ფოლიკულების გაერთიანებამდე-გარფტებამდე და შემდეგ სარეციპიენტო არეში ჩანერგვა. გრაფტი არის ტრანცპლანტატი, რომელიც შეიცავს 1-დან 3 ფოლიკულამდე. იშვიათად გვხვდება 4 ფოლიკულის შემცველი გრაფტებიც.
 

სრული ინფორმაცია 


თმის გადანერგვის FUE მეთოდი

Fue მეთოდი

ამ მეთოდის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თმის ფოლიკულების ამოღება, (კერძოდ მიკროგრაფტების), ხდება კანის განაკვეთის გარეშე, სპეციალური მინიატურული ინსტრუმენტის საშუალებით, ოპტიკური ხელსაწყოს კონტროლის ქვეშ.

სრული ინფორმაცია 

Strip Vs Fue

რომელი მეთოდია უმჯობესი?

Strip Fue
არ არის აუცილებელი თმის გაპარსვა კეფაზე. ნაკერი იმალება თმის ქვეშ და არ ჩანს უშუალოდ პროცედურის შემდეგაც. საჭიროა თმის მთლიანად გადაპარსვა. ხოლო 1000–1500 გრაფტის გადანერგვის დროს იპარსება ვიწრო ზოლი კეფაზე, რომელიც ასევე შეიძლება თმებით დაიფაროს.
მოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი, უკვე მეორე დღესვე შესაძლებელია რომ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და სამუშაოს. სარეაბილიტაციო პერიოდი გრძელდება 5-7 დღე, სანამ არ შეხორცდება და თმებით არ დაიფარება მრავალრიცხოვანი, მცირე ზომის ნაჩხვლეტები სადონორო ზონაში.
პოსტოპერაციული პერიოდში არ არის გამოხატული სისხლჩაქცევები და სახის შეშუპება. პოსტოპერაციულ პერიოდს აგრეთვე არ ახასიათებს არანაირი შეშუპება და სისხლჩაქცევა.
ოპერაციის ხანგრძლივობა 2–5 საათია და დამოკიდებულია გადასანერგი გრაფტების რაოდენობაზე. ოპერაციის ხანგრძლივობა 2–7 საათია (გადასანერგი გრაფტების რაოდენობიდან გამომდინარე), მიმდინარეობს შესვენებებით, პაციენტისთვის კომფორტულ პირობებში.
ოპერაციის ღირებულება არ არის მაღალი. ოპერაციის ღირებულება Strip მეთოდთან შედარებით მეტია.
კეფაზე იდება კოსმეტიკური ნაკერი. არ იდება არანაირი ნაკერი.


სრული ინფორმაცია 


CHOI იმპლანტერები

CHOI იმპლანტერები

პირდაპირი თმის იმპლანტაცია (DHI) ტექნოლოგია საქართველოში არის თმის გადანერგვის ახალი და ინოვაციური გზა .
Choi Implanter Pen- ის გამოყენებით, გამოცდილ ქირურგს შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ფოლიკულის ზუსტი და ეფექტიანი ტრანსპლანტირება გადანერგილი და გადარჩენილი ფოლიკულების რაოდენობის გაზრდის მიზნით.

ჰეალაინი გთავაზობთ სერვისს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი შედეგი ჩვენი ინოვაციური DHI თმის გადანერგვის მეთოდის და გამოცდილი ქირურგების დახმარებით.


გრძელი თმის გადანერგვა

გრძელი თმის გადანერგვა

გრძელი თმის გადანერგვა ერთერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო თმის აღდგენითი ქირურგიის ევოლუციის გზაზე. ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს და პაციენტს ანიჭებს უდიდეს დადებით ემოციას.

სრული ინფორმაცია 


გრაფტების დამუშავება

გრაფტების დამუშავება

გრაფტების დამუშავება მიმდინარეობს სტერეომიკროსკოპების ქვეშ, 10-20 ჯერადი გადიდებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გრაფტების დამუშავების ხარისხს და ამავე დროს ამცირებს ფოლიკულების დაზიანების ალბათობას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება პროცედურის შედეგზე.
ეს სამუშაო ითხოვს პერსონალისგან სპეციალურ უნარ-ჩვევებს. სიფრთხილისა და სიზუსტის გარდა აუცილებელია სისწრაფეც. რაც უფრო ნაკლები დრო არის სადონორო მასალა ორგანიზმის გარეთ, მით უფრო მეტია მათი სისციცხლის უნარიანობის შენარჩუნების პროცენტი. გრაფტები ინახება შპეციალურ ხსნარში გიპოთერმიის პირობებში. პარალელურად მიმდინარეობს გარფტების დათვლა- აღრიცხვა, მათი ზუსტი რაოდენობის დასადგენად.

ჩვენი საჩუქრები

hair transplant gifts after hair tranplantation

ჩვენი პაციენტების განხვილვები

საიტის რუკა