local_phone
01/04/2020 - 15:43
სამეცნიერო კვლევები, ინოვაციური ნაბიჯები და კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“
_ ბატონო ირაკლი, კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლს“ საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც პროფესორ თამაზ თამაზაშვილის სახელს და მის სამეცნიერო ბიოგრაფიას უკავშირდება.
_ კლინიკა „ჰეარლაინ ინტერნეიშნლი" 2005 წელს დაარსდა და თმის გადანერგვის ტექნოლოგიებში წამყვანი პოზიცია უკავია მსოფლიო მასშტაბით. პროფესორი თამაზ თამაზაშვილი პირველი ქართველი ექიმი იყო, რომელიც თმის გადანერგვაზე მუშაობდა. უკვე წარმატებულმა ქირურგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, ზოგადი ქირურგიის კათედრის პროფესორმა მიატოვა ყველაფერი და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნა კარი. ეს გახლდათ სრულიად ახალი, პერსპექტიული დარგი ესთეტიკურ მედიცინაში, რომელიც უსწრაფესი ნაბიჯებით ვითარდებოდა. დღიდან დაფუძნებისა, პრაქტიკული საქმიანობის გარდა, კლინიკაში მეცნიერული, თეორიული კვლევა და ამ დარგის განვითარებაზე ზრუნვა ერთი დღითაც არ შეჩერებულა. იმის თქმა მსურს, რომ სამეცნიერო კუთხით მუდმივად გვაქვს ინოვაციური მიღწევები, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაა მნიშვნელოვანი.
_ როგორ დაიკავა „ჰეალაინ ინტერნეიშნლმა“ გამორჩეული ადგილი თმის გადანერგვის ტექნოლოგიაში?
_ როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი კლინიკა წამყვან პოზიციაზეა თავისი ისტორიისა და მეცნიერული კვლევების საფუძველზე. ბატონი თამაზი ამ მომენტში საქართელოში არ იმყოფება. ნიუ-იორკში ორგანოთა და ქსოვილთა გადანერგვის ცენტრში წამყვანი გუნდის ხელმძღვანელია. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ასეთი ადამიანი ჩვენ გვერდით მოღვაწეობს და ვფიქრობ, რომ ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც ასეა. საქართველოში ყველა სპეციალისტი, ვინც თმის გადანერგვის სფეროში მოღვაწეობს, მისი გაზრდილია. თავის დროზე თავადაც ძალიან დამაინტერესა ამ დარგმა და პერსპექტივა დავინახე უფრო მეცნიერული კვლევების მიმართულებით. მეც აქტიურად ვაგრძელებ სამეცნიერო კუთხით მუშაობას. ჩვენი კლინიკის წარმატებას კიდევ ერთი ფაქტორი განაპირობებს, დაარსების დღიდან თითქმის უცვლელი გუნდით მოვედით დღემდე. როგორც ტრანსპლანტოლოგიის სხვა დარგი, თმის გადანერგვაც გამოირჩევა ოპერაციაში გუნდური ჩართულობის პრინციპით. თმის გადანერგვის პროცესში მუდმივად 7-12 სპეციალისტი მონაწილეობს _ 4-5 ექიმი და დანარჩენი მათი დამხმარე სპეციალისტები. წარმატებულ შედეგებს მათი ჰარმონიული მუშაობა განაპირობებს, რასაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევა და გამოცდილება ქმნის.
არ ვსაუბრობ ხარისხზე, რომელიც თმის გადანერგის დარგში ჩვენს კლინიკაში უმაღლეს დონეზეა აყვანილი. მკურნალობის პროცესი, კონსერვატიულიც და ოპერაციულიც, მტკიცებით მედიცინაზეა დამყარებული.
_ მედიცინაში არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები, რომლითაც ხელმძღვანელობს ექიმი. რა ტექნოლოგიური მიღწევებია დანერგილი
„ჰეალაინ ინტერნეიშნლში“?
_ წლების წინ ჩვენს კლინიკაში უნაკერო მეთოდით ოპერაციების ჩატარება დავიწყეთ, მაშინ, როცა დიდი წილი ნაკერიან მეთოდზე მოდიოდა. დღესდღეობით კი 90%-მდე უნაკერო მეთოდით კეთდება. მხოლოდ პაციენტის სურვილის მიხედვით ვიყენებთ კომბინირებულ, ან სტრიპ მეთოდს. უნაკერო ოპერაცია დღეს ოქროს სტანდარტს წარმოადგენს, რაც ნიშნავს კეფის მიდამოდან და პაციენტის სხეულის სხვა უბნებიდან თმის ფოლიკულების სათითაოდ მოპოვებას, სპეციალურ ტემპერატურაზე დამუშავებას, გრაფტების (ტრანსპლანტანტის ერთეული) მომზადებას და გადანერგვას. კიდევ არის ერთი ტექნოლოგია, რომელიც გამარტივებულ მეთოდს _ პირდაპირ მოპოვება-ჩანერგვის პროცესს გულისხმობს. დიდი სესიების დროს, როცა 4000 და მეტი გრაფტი ინერგება, ეს ტექნოლოგია ოპერაციის დროს ძალიან ახანგრძლივებს. ამიტომ სამკომპონენტიანი გადანერგვა უფრო პრაქტიკულია. აქვე მინდა განვმარტო, უნაკერო მეთოდი კი არის ოქროს სტანდარტი, მაგრამ წუნი შეიძლება მეტი იყოს. ექიმის მთელი პროფესიონალიზმი სწორედ ფოლიკულებისდაუზიანებელადამო ღების პროცესს უკავშირდება. რჩება კიდევ ერთი კომპონენტი _ თუ რა სიხშირით მოხდება თმის ღერის ჩანერგვა კვადრატულ სანტიმეტრში. ამ კომპონენტში ბუნებრივთან მიახლოებული სიხშირის მიღწევაა მნიშვნელოვანი. ჩვენს კლინიკაში თმის ფოლიკულების მოპოვება წარმატებით ხორციელდება პაციენტის სხეულიდან და წვერიდანაც (რაც ყველას არ ხელეწიფება), ასევე, წარმატებით ხორციელდება გრძელი თმის მოპოვება და გადანერგვა უნაკერო მეთოდით. ეს საკმაოდ რთული ტექნოლოგია საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ტარდება. სამივე კომპონენტში და ზოგადად თმის გადანერგვის ტექნოლოგიაში კლინიკა
„ჰეალაინ ინტერნეიშნლი“ უმაღლესი სტანდარტი და წარმატებული ოპერაციის გარანტია.
_ თმის გადანერგვის პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია უახლესი ტექნოლოგიით შექმნილი ტექნიკის, გონიერი მანქანების გამოყენება?
_ "რობოტით" თმის გადანერგვა იდეალური გამოსავალი არ არის. "რობოტი", ძირითადად, თმის ღერის მოპოვებას უზრუნველყოფს. მაგალითად, ჭაღარა ან ხვეული (ხუჭუჭა) თმის მოპოვება რობოტისთვის პრობლემატურია. არსებობს უფრო მგრძნობიარე აპარატები, რომელიც კანის სტრუქტურას, თმის ღერის ფორმას ითვალისწინებს, რაც თმის ღერის სრულფასოვნად მოპოვებას უზრუნველყოფს და ეს აპარატი დღეს საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში გამოიყენება. ასეთმა აპარატმა შეუწყო ხელი ჩვენს სამეცნიერო მიღწევების გაუმჯობესების მიზნით მუშაობას. სულ ახლახან გავაფორმეთ მემორანდუმი აშშ-ში სამედიცინო ხელსაწყოებისა და აპარატურის შექმნაში წარმატებულ კომპანია „რობინს ინსტრუმენტთან“ _ ვამუშავებთ უახლესი აპარატის შექმნას გაუმჯობესებული FUE მეთოდისთვის. ეს აპარატი გაამარტივებს და უზრუნველყოფს თმის წუნგარეშე მოპოვების პროცესს, რაც ოპერაციის დროს საგრძნობლად შეამცირებს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ალგორითმის შექმნაზე, რომელიც სხვადასხვა ასაკის, სქესისა და თმის სტრუქტურის მქონე ადამიანისთვის იდეალურად იმუშავებ. ჩვენი კონცეფცია ამტკიცებს, რომ შესაძლებელია იდეალური შედეგის მიღწევა.
_ ვიცით, რომ საინტერესო აქტივობებს მიმართავს კლინიკა. მოგვიყევით მათ შესახებ?
_ ჩვენი კლინიკის ბაზაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეგიდით ვახორციელებთ კვალიფიკაციის პროგრამას „თეორიული და პრაქტიკული კურსი თმის აღდგენით მედიცინაში“, ასევე, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამას _ „კლინიკური ტრიქოლოგიის კურსი“. ორივე პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. თამაზ თამაზაშვილია, რაც ამ პროგრამების აკადემიზმისა და ხარისხის გარანტია. გარდა ამ აქტივობებისა, "ჰეალაინ ინტერნეიშნლში" ხორციელდება დერმატოკოსმეტოლოგიური ყველა პროცედურა. გადაუჭარბებლად აღვნიშნავ, რომ ჩვენ მხოლოდ საუკეთესო დერმატო-კოსმეტოლოგებთან ვთანამშრომლობთ.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა _ მუდმივად ვართ ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტში: დახმარებას ვუწევთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მოხუცებსა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს. პროპაგანდას ვუწევთ ჩვენს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. წვლილი შეგვაქვს ონკოლოგიური პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მკურნალობაში. მხარში ვუდგავართ ხელოვნებისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს.
და ბოლოს, „ჰეალაინ ინტერნეიშნლი“ არის ყველა იმ ადამიანის მხარდამჭერი, ვისაც აქვს ამბიცია, საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, იყოს მუდმივად თავდაჯერებული და წარმატებული.
ქეთი დარჩია