local_phone
10/12/2021 - 22:05
რა კავშირია თმის ცვენასა და ქალის ჰორმონებს შორის?
თმა მნიშნვნელოვანია ჩვენი თვითშეფასებისა და საკუთარი თავის წარმოჩენისთვის. სწორედ ამიტომ თმის ცვენა ქალებში მეტად სენსიტიურია, იწვევს სტრესსა და ქაოსს ჩვენს გონებაში. ჩვენთვის ეს უსიამოვნო მოვლენაა, რომელიც უმეტესობა ჩვენგანის ცხოვრებაში ასაკის მატებას თან სდევს. შეთხელებული და გამომშრალი თმა სხეულში მიმდინარე მოვლენების ერთგვარი გამოხატულებაა. ზოგმა კი შეიძლება ჩვეულებრივ მოვლენად მიიღოს თმის ცვენა. თმის ცვენა ასაკობრივია თუ სტრესისგან გამოწვეული, ხშირად დაკავშირებულია ორგანიზმში ჰორმონების დისბალანსთან.
თმის ფოლიკულის ციკლი
თმა შედგება ძირისა და ღერძისგან. ღერძი არის რასაც ვხედავთ, ხოლო ძირი კანში ღრმად არის მოთავსებული. სწორედ ძირიდან ხდება თმის გაზრდა. თმის ზრდა იყოფა 3 ფაზად:
- ანაგენი - წარმოების ფაზაა და თმის ფოლიკულების 90% სწორედ ამ ფაზაში იმყოფება.
- კატაგენი - გარდამავალი ფაზაა, როცა თმის ფოლიკული წყვეტს წარმოებას და თმის ღერძი გადადის “მძინარე მდგომარეობაში”.
- ტელოგენი - ცვენის ფაზაა, როცა თმის ღერძი წყდება თმის ძირს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ.
სტრესის ზეგავლენა თმის ცვენაზე
სტრესი არა მხოლოდ თქვენთვისაა ცუდი, არამედ თქვენი თმისთვისაც. როცა სტრესის ოდენობა დიდია (ყველა ადამიანში ინდივიდუალურია სტრესის ზღურბლი), ორგანიზმი გადადის Fight or Flight (გაიქეცი ან იბრძოლე) რეჟიმში. ამ დროს მხოლოდ გადარჩენისთვის შეუცვლელი ფუნქციებია მნიშვნელოვანი. სხვა დანარჩენი, მათ შორის თმაც, უკანა პლანზე გადადის. მთლიანობაში კი თმისთვის მოკლებული ენერგია (საკვები, ჟანგბადი, მიკროელემენტები და სხვა) იწვევს თმის ცვენას. ამიტომ თუ თქვენ გსურთ ჯანსაღი თმა, ისწავლეთ სტრესის ანალიზი და მისი კონტროლი, ამისთვის მოწოდებულია სხვა და სხვა ტექნიკა. ასევე სტრესის ჰორმონი კორტიზოლი აზიანებს თქვენი თმის ფოლიკულებს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხ.: თმის ცვენა და მისი მკურნალობა.
როგორ ზემოქმედებს ჰორმონები თმის ცვენაზე?
ჰორმონები, განსაკუთრებით კი ქალის ჰორმონები, ახდენენ უდიდეს ზეგავლენას თმის ფოლიკულის სიცოცხლისუნარიანობაზე.
ცნობილია, რომ ფეხმძიმობის დროს მოჭარბებულად აქტიურდება ანაგენის ფაზა. ამ ცვლილებას იწვევს პროგესტერონი და ესტრადიოლი. ეს ჰორმონები პრაქტიკულად კვებავენ თმის ფოლიკულებს და იწვევენ მათ ზრდას. ასევე თმის დაცვენის პრევენციას იწვევენ (კატაგენისა და ტელოგენის ფაზა).
როცა ჰორმონები მწყობრში ბრუნდება, დაახლოებით მშობიარობიდან 3 თვეში (პერინატალური პერიოდი), იწყება თმის მასიური ცვენა. საბედნიეროდ, ქალთა უმეტესობას თავისით ურეგულირდება მდგომარეობა და დროთა განმავლობაში უბრუნდებათ თმის ჯანსაღი საფარველი.
განსხვავებით ორსულობისა, მასიური ცვენა იწყება მენოპაუზის დროს. ამ შემთხვევაში მიზეზი არის პროგესტერონისა და ესტრადიოლის ჰორმონების ძლიერი, ძირეული კლება. უნდა დავიმახსოვროთ, რომ თუ მენოპაუზის დროს დაიწყო თმის ცვენა, ის შეუქცევადია, განსხვავებით პერინატალური პერიოდისა.
ქალებში შემდეგი ხშირად გავრცელებული მიზეზია პოლიკოსტოზი. ამ დროს ორგანიზმში იზრდება ანდროგენული ჰორმონების რაოდენობა, რაც იწვევს მამაკაცური ტიპის თმის ცვენას (სკალპის არეში) და თმის ზრდას არასასურველ ადგილზე, მაგ: სახეზე, მკერდზე და ა.შ.
ასევე თიროიდულ ჰორმონს აქვს დიდი ზეგავლენა თმაზე. ჰორმონი ზემოქმედებს თითქმის მთელ ორგანიზმზე. როცა თიროიდული ჰორმონი იკლებს (ჰიპოთირეოდიზმი), ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები ნელდება. ამ დროს ნაკლებად მნიშვნელოვანი ფუნქციები ყურადღების მიღმა რჩება, მათ შორის თმის ფოლიკულებიც. ამას კი მივყავართ თმის ცვენამდე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხ.: თმის ცვენა
კვების ზეგავლენა თმის ცვენაზე
ჰორმონებს გარდა, ასევე მკვებავ ნივთიერებებს აქვს დიდი ზეგავლენა თმის ფოლიკულებზე. მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე მათგანს:
- რკინა - თუ თმის ცვენა გამოწვეულია რკინის დეფიციტით, ანემიის მკურნალობა დაგეხმარებათ ამ პრობელმის მოგვარებაში. ამ დროს უნდა ჩაიტაროთ ანალიზი, რათა ნახოთ რკინის დეფიციტია თუ მოჭარბება. ორივე მათგანი სახიფათოა ორგანიზმისთვის და ორივე მათგანი იწვევს თმის ცვენას. რკინის დეფიციტი ხშირად გამოწვეულია არასწორი კვებით.
- ვიტამინი D - მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, მათ შორის ძვლებისთვის, კანისთვის და ა.შ. თმის ფოლიკულების შემთხვევაში კი ის მონაწილეობს ანაგენის ფაზის დაწყებაში. ამიტომ D ვიტამინი მნიშნველოვანია თმის ჯანსაღი სასიცოცხლო ციკლისთვის. მისი ნაკლებობა მრავალმხრივ გამოვლინდება ორგანიზმში, მათ შორის თმის ცვენით.
- ვიტამინი B12 - ჯანსაღი სისხლის მიმოქცევა საჭიროა ასევე ჯანსაღი თმისთვის. სწორედ სისხლის მიმოქცევა ამარაგებს ჟანგბადითა და საკვებით თმის ფოლიკულებს. ვიტამინი B12 მონაწილეობს წითელი სისხლის (ერითროციტების) წარმოებაში და თმის ფოლიკულებსაც ხელს უწყობს ჯანსაღი სასიცოცხლო ციკლისთვის.
დეტალური ინფორმაციისთვის იხ.: თმის ცვენის დიაგნოსტიკა
როდის მივმართო ექიმს?
თუ ამჩნევთ თმის ცვენას მოჭარბებულად, ქავილს, წვას თმიან საფარველზე, შესაძლო ანთებას - მიმართეთ ექიმს. თუ თქვენი თმის ცვენა შორსაა წასული და არ ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ თმის გადანერგვას. თმის გადანერგვის ცენტრი ჰეალაინ ინტერნეიშენალი გთავაზობთ თმის ცვენის მკურნალობას სხვა და სხვა მეთოდით (მეზოთერაპია, PRP პლაზმოთერაპია, და ა.შ.), ასევე თმის ტრანსპლანტაციას მსოფლიოში არსებული ყველა მეთოდით.