local_phone
05/27/2021 - 11:37
თმის გადანერგვის მეთოდები
მედიცინაში ყველაზე სწრაფად განვითარებად დარგებს შორის თმის გადანერგვის სფეროც მოიაზრება. რეზულტატები სრულყოფილებამდეა მისული, რაც ამ დარგში მუდმივად ახალი მეთოდების და ახალი სამედიცინო ტექნიკის შექმნასთან და აპრობირებასთან ასოცირდება. დღეს ვისაუბრებთ თმის გადანერგვის მეთოდებსა და მათ უპირატესობებზე. ძირითადი ორი ტიპის თმის გადანერგვის მეთოდი არსებობს FUT და FUE. ორივე მეთოდი 3 ეტაპად და სტანდარტულად მიმდიანრეობს:
- გრაფტების მოპოვება1
- მიკროხვრელების ფორმირება2
- გრაფტების ჩანერგვა მიკროხვრელებში3
განსხვავება არის ტექნიკაში, თუ როგორ ხდება გრაფტების მოპოვება და მათი ჩანერგვა. კლასიკური შედარება არის ყოველთვის FUT vs FUE მეთოდი. ამ მეთოდებში განსხვავება მხოლოდ პირველ ეტაპშია.
FUT მეთოდი
Follicular Unit Transplant თმის გადანერგვის პირველი მეთოდია. ის ცნობილია როგორც ნაკერიანი მეთოდი (იგივე STRIP მეთოდი). ამ შემთხვევაში გრაფტების მოპოვებისთვის პაციენტს კეფის ზონიდან ამოეჭრება კანი, რომელიც ფორმით ზონარს მოგაგონებთ (ამიტომაც ქვია ზონრის მეთოდი). განაკვეთი გაიკერება პირით-პირთან, თუმცა დაჭიმულობის გამო კვალი მაინც რჩება და ამ კვალს ეძახიან სმაილის ტიპის ნაწიბურს. როცა თმა გაიზრდება ეს კვალი დაიფარება თმით.
შემდგომ ამოღებულ სადონორო მასალას ამუშავებს ექიმი, ის მიკროსკოპის ქვეშ სათითაოდ კვეთს კანს და ამოაქვს გრაფტი.
ამის პარალელურად მეორე ექიმი აკეთებს მირკოხვრელებს და შემდგომში ინერგება დამუშავებული გრაფტები მიკროხვრელებში.
ამ მეთოდის უპირატესობა არის სისწრაფე, თუმცა ესთეტიკური ნაკლოვანების გამო ამ მეთოდს აღარ იყენებენ ამერიკასა და ევროპაში. საქართველოში რამდენიმე კლინიკა ატარებს, ჩვენ - მხოლოდ პაციენტის მოთხოვნის შემთხვევაში.
თმის გადანერგვის ამ მეთოდს იყენებენ ინტენსიურად თურქეთში და სხვა Black Market-ის ქვეყნებში, რაც ძირითადად შეუთნხმებლად ხდება და სწორედ ეს იწვევს პაციენტის უკმაყოფილებას. ასევე მისი შესრულების ხარისხი, რომლითაც კიდევ უფრო უკმაყოფილოა პაციენტი.
FUE მეთოდი
Follicular Unit Exration თმის გადანერგვის თანამედროვე მეთოდია და მიღებულია ოქროს სტანდარტად. ამ მეთოდის გამოყენებისას არ კეთდება განაკვეთი და შესაბამისად არ ტოვებს სმაილის ტიპის ნაწიბურს. არსებობს აპარატი, რომლის მეშვეობითაც ექიმი თითოეულ გრაფტს ცალკეულად ამოკვეთს, რა თქმა უნდა, სამედიცინო გამადიდებელი ლინზების დახმარებით. თითოეული გრაფტის ამოღება ძალიან შრომატევადი საქმეა, ამიტომ პირველი ეტაპის ხანგრძლივობა ამ პერიოდში გრძელდება და პარალელურ რეჟიმში ვერ იწყება მიკროხვრელების ფორმირება.
ამიტომ ამ მეთოდით ჩატარებული ოპერაცია უფრო ხანგრძლივია. რეალურად ექიმი მეტ შრომას და დროს დებს ოპერაციის მსვლელობაში, რათა პაციენტის ესთეტიკურად ჩაუტარდეს ოპერაცია. ამ მეთოდის გამოყენებას ჭირდება გამოცდილება და პრაქტიკული უნარჩვევები. მსვლელობის დროს ექთანთა ჯგუფი ამუშავებს გრაფტებს, რაც ნიშნავს, რომ გუნდის გამოცდილება და სინქრონული მუშაობა აუცილებელია.
FUE მეთოდი უდევს საფუძვლად ისეთი ესთეტიკური ოპერაციების შესრულებას, როგორიცაა წარბისა და წვერის გადანერგვა, ნაწიბურის კორექცია, ასევე შუბლის ხაზის კორექცია (რომელიც მეტწილად ქალებშია მოთხოვნადი). როდესაც მცირე რაოდენობით გრაფტი ინერგება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება STRIP (FUT) მეთოდის გამოყენება.
FUE ტექნოლოგიის ბაზაზე იქმნება სხვა და სხვა მეთოდები
LHT გრძელი თმის გადანერგვა
Long Hair Transplant FUE მეთოდითაც ხდება და FUT მეთოდითაც. ტექნიკურად გაცილებით რთულია როდესაც FUE მეთოდით ხდება. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდის დროს ჩანერგვა განსხვავებულად მიდმინარეობს, იმპლანტერების დახმარებით.
NS-FUE გაპარსვის გარეშე
Non-SHAVE გაპარსვის გარეშე FUE მეთოდი ტექნიკურად მეტად რთული შესასრულებელია, ვიდრე უბრალოდ FUE მეთოდი. პრინციპული განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტს თმას არ ვპარსავთ (მისივე მოთხოვნის გამო) და ამიტომ რთულდება სადონორო ზონაში ფოლიკულების (გრაფტების) მოპოვება, თუმცა მაღალკვალიფიციური ექიმისთვის მხოლოდ მეტ დროს მოითხოვს.
BHT თმის გადანერგვა სხეულიდან
Body Hair Transplant მეთოდი გამოიყენება მეტწილად მაშინ, როცა სხვა სადონორო მასალა არ გაგვაჩნია (იგულისხმება კეფის არედან ამოწურულია, ან არ მოიპოვება). ამ მეთოდით თმის გადანერგვისას გამოიყენება გრაფტების მოპოვების FUE ტექნიკა. გრაფტების მოპოვება შესაძლებელია სხეულის სხვადასხვა ადგილებიდან, არსებობს მხოლოდ რეკომენდაციები, მაგ: მკერდიდან, ან ზურგიდან და ა.შ.
CHOI იმპლანტერები
ამ ტიპის იმპლანტერებით მუშაობა პირველ ეტაპს არ ცვლის, ის მეორესა და მესამე ეტაპს აერთიანებს და დროს გვაზოგინებს. ანუ ამ იმპლანტერების მეშვეობით შესაძლებელია მიკროხვრელისა და გრაფტის ჩანერგვის ერთდროული განხორციელება. თუმცა ამ იმპლანტერებით ბუნებრივთან მიახლოებული სიხშირის მიღწევა ერთ ეტაპად ვერ ხორციელდება.