local_phone
გესაჭიროებათ თმის გადანერგვა საუკეთესო პირობებით?
საკუთარი თმის გადანერგვა ტრანსპლანტაცია გულისხმობს თმის ფოლიკულების მოპოვებას სადონორო არეში (კეფის და საფეთქლის მიდამოები, სადაც ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილი) და ჩანერგვას გამელოტებულ და გამეჩხერებულ ადგილებში. სადონორო ზონაში განლაგებულ ფოლიკულებს არ გააჩნიათ ანდროგენმგრძნობიარე რეცეპტორები, ამიტომ ისინი რეზისტენტული არიან გამელოტების ფაქტორების მიმართ და ინარჩუნებენ ნორმალურ ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თვისებებს ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე. მეცნიერულად დასაბუთებული ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში კეფისა და საფეთქლის მიდამოებში თმების მარაგი ჭარბადაა წარმოდგენილი. სადონორო ზონიდან ფოლიკულები გადანერგვის შემდეგაც განაგრძობენ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და უზრუნველყოფენ ნორმალური, ჯანსაღი თმების ზრდას. სწორედ ეს ფენომენი უდევს საფუძვლად საკუთარი თმის ტრანსპლანტაციის მეთოდს.