დერმატოკოსმეტოლოგია | ჰეალაინი | თმის გადანერგვა

დერმატო კოსმეტოლოგია

დერმატო-კოსმეტოლოგიური და ტრიქოლოგიური მიმართულებები: კანის, თმის, ფრჩხილის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ჩვენი მიმართულება

1. კომპიუტერული დიაგნოსტიკა - ტრიქოსკოპია- თმის ღერის სტრუქტურის და თავის კანის მდგომარეობის შეფასება,
2. თმის სპექტრალური ანალიზი- 28 მიკროელემენტის განსაზღვრა ორგანიზმში,
3. მეზოთერაპია- ვიტამინების, მინერალების,ამინომჟავების ინექცია თავის თმიან მიდამოში,
4. პლაზმოთერაპია- საკუთარი თრმობოციტებით მდიდარი პლაზმის ინექცია თავის თმიან მიდამოში,
5. თმის ფილერი- შვიდი პეპტიდისგან შემდგარი ფილერის ინექცია თავის თმიან მიდამოში,
6. ფიზიოთერაპიული პროცედურები- ფიზიკური ფაქტორების გამოყენება თერაპიაში მაგ; დარსონვალი და ა.შ.
7. ლაზეროთერაპია- LLLT( Low level laser therapy) დაბალი სიმძლავრის ლაზერით თერაპია.

კოსმეტოლოგიური პროცედურები

1. სახის წმენდა- ულტრაბგერითი,
2. პილინგი- ქიმიური,
3. მეზოთერაპია: თმის, კანის გამაახალგაზრდავებელი, აკნეს საწინააღმდეგო, ანტიცელულიტური,
4. პლაზმოთერაპია- საკუთარი თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექცია,
5. ბიორევიტალიზაცია-ჰიალურონის მჟავას ინექცია,
6. ბოტულინოთერაპია: მიმიკური ნაოჭების გასწორება, ჰიპერჰიდროზი ( ჭარბი ოფლიანობა),
7. სახის და ტუჩის კონტურული პლასტიკა,
8. მიკრობლეიდინგი( პერმანენტული მაკიაჟი) -წარბის და ტუჩის დაფერვა,
9. 3D მეზოძაფები

მომსახურების მაღალი დონე, პროფესიონალ ექიმთა ჯგუფი , ინოვაციური ტექნოლოიების დანერგვა, მუდმივი სწრაფვა სრულყოფისაკენ.. ასე იცნობენ კლინიკა ჰეალაინს. მის ძირითად მიმართულებას დღემდე თმის ტრანსპლანტაცია და თმის ცვენის მკურნალობა წარმოადგენდა.

სილამაზისადმი კომპლექსურმა მიდგომამ და პაციენტების სურვილის გათვალისწინებამ განაპირობა მომსახურების სფეროს გაფართოება. მრავალი ცნობილი სახე, პოლიტიკოსი თუ მსახიობი ანდობს თავის იმიჯს ჩვენს კლინიკას. მოსკოვის წამყვანი პლასტიკური ქირურგი და გამოცდილი დერმატო-კოსმეტოლოგი, ერთობლივად გთავაზობენ დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო მომსახურების- გამაახალგაზრდავებელ პროცედურათა ( ანტიეიჯინგის ) ფართო არჩევანს.

ჩვენ ფეხდაფეხ მივდევთ ესთეტიური მედიცინის სიახლეებს და ვნერგავთ ბოლოდროინდელ მიღწევებს საკუთარ პრაქტიკაში. პაციენტების სამკურნალოდ მივმართავთ ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და აპრობირებულ მეთოდებს.

კონტურული პლასტიკა

კონტურული პლასტიკა

არამიმიკური ნაოჭების კორექცია

კანის სიმკვრივეს, ტენიანობას და ელასტიურობას, მასში არსებული ბუნებრივი კომპონენტი ჰიალურონის მჟავა განაპირობებს.


ჰიალურონის მჟავას (HA) დონე ასაკის მომატებასთან ერთად მცირდება, ხდება მისი გამომუშავების დაქვეითება, შედებად იცვლება სახის ფერი, კანი კარგავს სიმკვრივეს და ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები და სახის მოცულობა მცირდება.

სწორედ ამ ცვლილებების კორექციისთვის ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ჰიალურონის მჟავას ბიოთავსებადი პრეპარატები: იუვიდერმი (Juvederm), ფილორგა (Filorga), პრინცესი (Princess).


ამ პრეპარატების საშუალებით ხდება სტატიური ნაოჭების სრული შევსება და კანის გადასწორება, ტუჩების მოცულობის გაზრდა, სახის კონტურის კორექცია, კანის ელასტიურობის გაუმჯობესება.

კონსულტაციის შემდეგ ექიმი ირჩევს პაციენტისთვის შესაბამის პროდუქტს, როცედურა დაახლოებით 30-40 წუთი გრძელდება. პროცედურის შემდეგ პაციენტი უკვე ხედავს პრეპარატის მოქმედების წამიერ ეფექტს, რაც მომდევნო დღეებში კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება და დაახლოებით 1-1,5 წელი ნარჩუნდება. ინექციის ადგილზე შესაძლოა გაჩნდეს წერტილოვანი სისხლჩაქცევა ან შეშუპება , რაც უკვალოდ ქრება 2-3 დღის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მეტის წაკითხვა

ნაოჭების გასწორება

ნაოჭების გასწორება

მიმიკური ნაოჭების კორექცია

მიმიკური ნაოჭები სხვადასხვა ასაკში ჩნდება თვალების ირგვლივ( ე.წ. ბატის თათები), წარბებს შორის( ე.წ. გაბრაზების ნაოჭები) და შუბლზე. მათი კორექციის საუკეთესო საშუალებას ბოტულოტოქსინის შემცველი სხვადასხვა პრეპარატების ინექციები წარმოადგენს.


პრეპარატის შეყვანა კანქვეშ წვრილი ნემსის საშუალებით ხდება, რის შემდეგაც კუნთის შესაბამისი ნაწილი დუნდება და მიმიკური ნაოჭი სწორდება.

პრეპარატის მოქმედების ეფექტი შესამჩნევი ხდება ინექციიდან 24-48 საათის შემდეგ, საბოლოო ეფექტი კი 1-2 კვირის შემდეგ ფასდება.


მისი მოქმედების ეფექტი 4-8 თვის განმავლობაში ნარჩუნდება . ამიტომ მუდმივი ეფექტის მისაღებად წელიწადში 2-3 ინექცია სრულიად საკმარისია.

ნაოჭების გასწორების პროცედურა პროფესიონალის ხელში აბსოლუტურად უსაბრთხოა, ინექცია ანესთეზიას არ საჭიროებს და პროცედურის შემდეგ კანზე არ ტოვებს არავითარ კვალს. პროცედუყრის შემდეგ პაციენტი აგრძელებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მეტის წაკითხვა

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია კანის გაახალგაზრდავების ინექციურ მეთოდს წარმოადგენს.


ტერმინის პირდაპირი თარგმანით, ბიორევიტალიზაცია „ბუნებრივ გამოცოცხლებას“ ნიშნავს. პროცედურის დროს კანში მიკროინექციის გზით შეიყვანება ჰიალურონის მჟავა , შედეგად კანი ხდება ელასტიური, მკვრივი, სწორდება წვრილი ნაოჭები, მკვეთრად უმჯობესდება ფოტოდაბერების ნიშნები , ფერმკრთალდება პიგმენტური ლაქები.

ბიორევიტალიზაციის უდიდესი პოპულარობა მდგომარობს მასში, რომ ადამიანის ჰიალურონის მჟავას იდენტურ გელს აქვს უნარი , არა მხოლოდ შეავსოს არსებული ნაოჭები, არამედ ასტიმულიროს ფიბრობლასტები, საკუთარი კოლაგენის და ელასტიის სინთეზი, რის შედეგადაც ხდება კანის ჭეშმარიტი ბიოლოგიური გაახალგაზრდავება.


პროცედურა ტარდება კანის ნებისმიერ უბანზე, რომელიც საჭიროებს გაახალგაზრდავებას. ყველაზე ხშირად ეს უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელები.

სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭიროა მინიმუმ 3 პროცედურა 2-3 კვირიანი შუალედით.

პროცედურა არ ტარდება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აუტოიმუნური დაავადებების, ანტიკოაგულანტების მიღების, მწვავე ჰერპესული ინფექციის დროს.

მეტის წაკითხვა

პლაზმოლიფტინგი

პლაზმოლიფტინგი

პლაზმოლიფტინგი კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდია. ამ პროცედურას საფუძვლად უდევს პაციენტის სისხლის აღების და დამუშავების სპეციალური მეთოდი. პროცედურის დროს სისხლიდან გამოიყოფა თრომბოციტებით მდიდარი აუტოპლაზმის ინექციური ფორმა, რომელიც მიკროინექციის გზით შეიყვანება კანში, იგი იძლევა პლაზმის აღმდგენ, მასტიმულირებელ ეფექტს და სისხლის უჯრედების უნიკალურ შესაძლებლობებს.


თრომბოციტული აუტოპლაზმა შეიცავს ზრდის ფაქტორებს მაღალი კონცენტრაციით, ასევე ჰორმონებს, ცილებს, ვიტამინებს ბუნებრივ კომბინაციაში. პლაზმოთერაპია საკმაოდ დიდი ხანია რაც გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა დარგებში. ბოლო რამდენიმე წელია მისი გამოყენება ფართოდ დაიწყეს კოსმეტოლოგიაში სახის გაახალგაზრდავებისთვის, აკნეს და პიგემნტური ლაქების სამკურნალოდ, თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. პლაზმის და თრომბოციტების მოქმედებით უმჯობესდება მიკროცირკულაცია და უჯრედოვანი მეტაბოლიზმი. იზრდება ადგილობრივი იმუნიტეტი, ითრგუნება პათოგენური ფლორა, აქტიურდება საკუთარი ფიბრობლასტების , კოლაგენის და ელასტინის სინთეზი . თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა ასტიმულირებს თმის ზრდას.


მის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მკურნალობა ხდება მხოლოდ საკუთარი პლაზმის საშუალებით, რადგანაც ინექციის შემადგენლობა მზადდება ლაბორატორიულად, პაციენტის სისლის პლაზმისგან, სხვა მინარევების გარეშე.

პროცედურა დაახლოებით 30 წუთი გრძელდება.

კურსი შეადგენს საშუალოდ 3-6 პროცედურას 2-3 კვირიანი შუალედით.

პროცედურა არ ტარდება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აუტოიმუნური დაავადებების, ანტიკოაგულანტების მიღების, მწვავე ჰერპესული ინფექციის , მწვავე ჰეპატიტების, ონკოლოგური დაავადებების დროს.

მეტის წაკითხვა

მეზოთერაპია

მეზოთერაპია

მეზოთერაპია გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.


მეზოთერაპიის დროს კანში ინექციის მეშვეობით შეყავთ სხვადასხვა სახის კოქტეილი. ამისათვის კოქტეილში შერეულია სპეციალური კომპონენტები რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ნტიოქსიდანტებს.

კლინიკა ჰეალაინში მეზოთერაპია გამოიყენება როგორც თმის ცვენის სამკურნალოდ ( იხ. თმის ცვენის მკურნალობა) ასევე გამაახალგაზრდავებელი პროცედურების კომპლექსში, პრობლემური კანის ( აკნე, პიგმენტური ლაქები, პოსტ აკნე) სამკურნალოდ .


პროცედურის დროს კანის ზედაპირულ შრეში შეყავთ ცალკეული პრეპარატები ან სპეციალური კოქტეილი.

კანქვეშ შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. ხდება კანის სტრუქტურის გაუმჯობესება, ელასტიურობის აღდგენა.

მეზოთერაპიის დროს ინექციები წვრილი ნემსით 1,5-4 მმ სიღრმეზე კეთდება სახეზე, ყელზე , დეკოლტესა და ხელის მტევანზე. პროცედურა საკმაოდ მარტივად უმტკივნეულოდ და უსისხლოდ მიმდინარეობს.

შესაძლებელია მეზოთერაპიის კომბინაცია სახის პროფესიულ წმენდასთან, ასევე ზედაპირულ პილინგთან. მეზოეკლატი – ეს არის ზედაპირული პილინგისა და მეზოთერაპიის კომბინაცია, რითაც მკვეთრად გამოხატულ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს აღწევენ. პროცედურა იწყება ულტრაბგერითი პილინგით. შედეგად, კანი უფრო მეტად შეღწევადი ხდება ყველა იმ პრეპარატისთვის, რაც პროცედურის მიმდინარეობისას გამოიყენება.

კლინიკა ჰეალაინის ექიმები მეზოთერაპიის კურსის ჩატარებისას იყენებენ მსოფლიოს წამყვანი კოსმეტოლოგიური ფირმების წარმოებულ პრეპარატებსა და კოქტეილებს.

პროცედურის დასრულებისთანავე კანი ლამაზი, ხავერდოვანი და ელასტიური ხდება. კურსი მოიცავს 4-6 პროცედურას, 7-10 დღეში ერთხელ .მანიპულაციების რაოდენობა განისაზღვრება კანზე არსებული პრობლემების შესაბამისად, პროცედურის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 30 წუთია.

მეზოთერაპიას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.

პროცედურა ანესთეზიას არ საჭიროებს.

პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მეტის წაკითხვა

მეზონიდლინგი

მეზონიდლინგი

სამედიცინო მეზონიდლინგი

თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდი პოპულარობის მქონე არაქირურგიულ გამაახალგაზრდავებელ პროცედურას. ჩვენს კლინიკაში იგი დიდი წარმატებით გამოიყენება : წვრილი და მსხვილი ნაოჭების, აკნეს შემდგომი და პოსტოპერაციული ნაწიბურების , პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ. ასევე მისი საშუალებით ხდება კანის ზედაპირულ შრეებში ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი მეზოკოქტეილების შეყვანა.


პროცედურა წარმოადგენს კანის წერტილოვან მიზანმიმართულ დაზიანებას, უწვრილესი ნემსებით აღჭურვილი სპეციალური ხელსაწყოთი( მეზოროლერით) , რომელიც მიზნად ისახავს ელასტინის და კოლაგენის ახალი სტრუქტურების წარმოქმნას(ნეოკოლაგენოზს) . მრავალი გამოკვლევით დადგინდა, რომ დერმაროლერით მკურნალობა ხშირად უკეთესი შედეგის მომტანია ვიდრე დერმაბრაზია, ღრმა ქიმიური და ლაზერული პილინგები და მათგან განსხვავებით არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.


უშუალოდ პროცედურის შემდეგ კანზე აღინიშნება გამოხატული ლიფტინგი, ზედაპირი სწორდება, ნაწიბურები სადავდება , ქრება წვრილი და მცირდება ღრმა ნაოჭები, უმჯობესდება კანის ფერი და ხარისხი. პროცედურის ეფექტი რამოდენიმე კვირის შემდეგ კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, რადგან კანის შედარებით ღრმა შრეებში აქტიურდება კოლაგენის და ელასტინის სინთეზი.

პროცედურა არ ტარდება აქტიური აკნეს, კელოიდური ნაწიბურების და კანის ატროფიის შემთხვევაში.

მეზონიდლინგი ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით და საშუალოდ 1 საათი გრძელდება.

პროცედურის რაოდენობა განისაზღვრება კანის მდგომარეობის და ეფექტურობის ხარისხის მიხედვით (საშუალოდ 3-6), 2-3 კვირიანი შუალედებით.

მეტის წაკითხვა

3D მეზოძაფები

3D მეზოძაფები

ეს უნიკალური, არაქირურგიული გაახალგაზრდავების მეთოდი პირველად იაპონიისა და სამხრეთ კორეის წამყვან კლინიკებში დაინერგა, ამჟამად კი ფართოდ გამოიყენება მთელს ევროპაში და რა თქმა უნდა ჩვენს კლინიკაში.


3D მეზოლიფტინგის 1 პროცედურა გვეხმარება კანის რამდენიმე წლით გაახალგაზრდავებაში. მისი საშუალებით ხდება გრავიტაციული ფტოზის კორექცია, სახის ოვალის და ყვრიმალების მოდელირება, წარბების აწევა, შუბლის და ცხვირ ტუჩის ნაოჭების კორექცია, ტონუს დაკარგული, მოშვებული რბილი ქსოვილების არმირება სახის და სხეულის ნებისმიერ უბანზე. პროცედურის შედეგად მეზოძაფების შეყვანის ადგილას იწყება ნეოკოლაგენოზის პროცესი, რასაც თან ახლავს საკუთარი კოლაგენური კარკასის წარმოქმნა.

პროცედურის დროს ხდება სრულიად უსაფრთხო მასალის ( პოლიდიოქსანონი-PDO) მეზოძაფების შეყვანა კანში, კანქვეშ ან კუნთოვან ქსოვილში. კანის დაჭიმვის, ტონუსის და ელასტიურობის გაზრდის ეფექტი მზარდია. იგი სახეზეა პროცედურის დამთავრებისთანავე. დაახლოებით 2-3 თვეში კი, ძაფების გაწოვასთან ერთად იწყება კოლაგენის კარკასის ფორმირება და კანის ბუნებრივი რევიტალიზაცია.

პროცედურა უმტკივნეულოა და არ გააქნია რეაბილიტაციის პერიოდი. მისი დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მეტის წაკითხვა

აპარატული კოსმეტოლოგია

აპარატული კოსმეტოლოგია

1. ულტრასონიკ სკრაბერი- ულტრაბგერის სიხშირე იწვევს აპარატის მეტალის ბრტყელი ზედაპირის თვალით უხილავ რხევებს, რომელიც მოქმედებს კანზე ზედმეტი ტრავმის და ზეწოლის გარეშე.ახდენს კანის ღრმა წმენდას, ეპიდერმისის ზედაპირული შრეების ექსფოლიაციას, ცხიმის ჯირკვლების სეკრეტის მოცილებას. უმჯობესდება ლიმფის მეტაბოლიზმი, სისხლის მიმოქცევა. კანი ხდება სუფთა, უფრო ახალგაზრდა და ნაზი

2.ულტრასონიკი- სწრაფი ვიბრაციის საშუალებით იგი წარმოქმნის სითბოს ფრაქციულ ნაკადს კანის შრეებში, რის შედეგად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იწვევს კუნთების რელაქსაციას, კანის ლიფტინგს,შლის ზედმეტ ცხიმს, მისი საშუალებით შესაძლებელია მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებების კანის ღრმა შრეებში პენეტრაცია.

3.ცივი & ცხელი -კონტრასტული მასაჟი- უმჯობესდება კანის სისხლძარღვოვანი სისტემა, კანი გლუვი და ელასტიურია, უფრო ჯანსაღად გამოიყურება.

4. დარსონვალი- ხდება მაღალი სიხშირის და დაბალი სიმძლავრის, ცვლადი იმპულსური ელექტრული ველის მოქმედება კანზე. იგი ასტიმულირებს კანს,ამცირებს ცხიმიანობას, აუმჯობესებს ვენურდა ლიმფის მიმოქცევას,აქვს ბაქტერიციდული მოქმედება. გამოიყენება აკნეს ტიპის კანის მკურნალობის პროცესში.

5.ალმასური მიკროდერმაბრაზია- მეთოდის საშუალებით შესაძლებელია კანის ზედაპირიდან მისი გარქოვანებული უჯრედების მოცილება-„გაპრიალება“, პროცედურა ტარდება ალმასის მტვერით დაფარული მეტალის თავებისა და ვაკუუმის გამოყენებით, უმტკივნეულოა და არატრავმატული. ეს მეთოდი ებრძვის აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, ჩაკირულ ფორებს, პიგმენტურ ლაქებს, ნაოჭებს. ხელს უწყობს კანში ელასტიური ბოჭკოების გამომუშავების გააქტიურებას.

6.გალვანიკა- მისი მეშვეობით ხდება სხვადასხვა სამკურნალო ნივთიერებების ხსნარების, კრემების, კანის ღრმა შრეებში შეყვანა იონოფორეზის საშუალებით.

7.ვაკუუმ-სპრეი, ვაკუუმ-წმენდა- აშორებს ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყს, მაკიაჟის ნარჩენებს, მკვდარ უჯრედებს უარყოფითი წნევის ხანმოკლე ზემოქმედებით. სპრეის საშუალებით ხდება სამკურნალო და კოსმეტიკური სითხეების შეფრქვევა კანის დატენიანების, დამშვიდების, ანთების შემცირების მიზნით.

8.ბროსაჟი( ბრაშინგი)-წმენდა ხორციელდება სხვადასხვა სიჩქარით მბრუნავი ჯაგრისების და ღრუბლების გამოყენებით. კანის ტიპიდან გამომდინარე-გომაჟის ან სკრაბის ან ფერმენტული პილინგის დახმარებით.

9.ვაპორიზატორი-ოზონით- პროცედურისას ხდება კანის დამუშავება იონიზირებული ორთქლითა და ოზონის მასებით. ხდება ფორების მაქსიმალურად გახსნა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, პათოგენური მიკრობების გაუვნებლობა, ცხიმოვანი ჯირკვლების დროებით გააქტიურება და ჭუჭყის გამოდევნა. პროცედურა ნაჩვენებია სხვადასხვა სახის გაწმენდის წინ.

მეტის წაკითხვა

პილინგი

პილინგი

პილინგი ასაკობრივად შეცვლილი კანის არაოპერაციული მეთოდით გაახალგაზრდავების მეთდია. იგი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კოსმეტოლოგიურ პროცედურას წარმოადგენს. პილინგი- იგივე ექსფოლიაცია , კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს და ამ გზით მიზნად ისახავს კანის გარეგანი იერის გაუმჯობესებას. პილინგის საშუალებით ვებრძვით კანის დეფექტებს- ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, ზედაპირულ ნაწიბურებს და სხვა.

მკვდარი უჯრედების მოცილების შემდეგ, კანის ღრმად მდებარე ახალგაზრდა ჯანმრთელი უჯრედები იწყებს გაყოფას, რაც კანს არბილებს და ანაზებს. პროცედურიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კი კანი უფრო ელასტიური, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ხდება.

პილინგი შეიძლება იყოს როგორც ზედაპირული, ასევე საშუალო და ღრმა. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ ყველაზე საიმედო, აპრობირებულ და გარანტირებული ეფექტის მქონე ფილორგას (Filorga) პილინგს. იგი მიეკუთნება ზედაპირულ პილინგებს და წარმოდგენილია გლიკოლის მჟავის სხვადასხვა კონცენტრაციით. გლიკოლის მჟავა ეს ხილის მჟავაა, მას აგრეთვე უწოდებენ ალფა-ჰიდროქსი მჟავას და შესაბამისად პროცედურას AHA-პილინგს. პროცედურა საშუალოდ 20-30 წუთი გრძელდება. თავდაპირველად კანი ცხიმისგან იცმინდება, სახეზე სხვადასხვა მჟავიანობის მქონე(pH) პილინგის აგენტი იდება , შემდეგ ხდება ჩამობანა და შემდგომი მოვლა ფილორგას აღმდგენი, ფოტოდამცავი და დამატენიანებელი საშუალებით.

პროცედურა უმტკივნეულოა. დასაშვებად მიჩნეულია მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც მჟავას ნეიტრალიზაციის შემდეგ გაივლის. თუ კანი ძალიან მგრძნობიარეა წვა შესაძლოა რამდენიმე საათი გაგრძელდეს.

ფილორგას პილინგი შეიცავს 18 აქტიურ ნივთიერებას, გააჩნია 4 სახის ზემოქმედება კანზე:

მომენტალური ეფექტურობა
ექსფოლიაცია: გამწმენდი და ბრწყინვალების გამააქტივებელი მოქმედება( გლიკოლის მჟავა)

დამცავი ფუნქცია: დაცვა თავისუფალი რადიკალებისგან, ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი ეფექტი(თეთრი თუთა, ყავისფერი წყალმცენარე, გლიცერინი, მცენარეული ანთების საწინააღმდეგო კომპონენტი)

თანდათანობითი ეფექტურობა
სტიმულაცია: ნაოჭების საწინააღმდეგო მოქმედება, კანის ლიფტინგი (ვიტამინები A,C,E)

მაკორექტირებელი ზემოქმედება ადგილობრივ პიგმენტაციაზე ( კოის მჟავა, ვიტამინი C)

მკურნალობის კურსი მოიცავს 4 პროცედურას, 7-10 დღიანი ინტერვალით;

პროცედურა არ ტარდება კანის ინფექციური დაავადებების, ქრონიკული დერმატოზის, ანთებითი აკნეს, ჰერპესის აქტიური ფორმის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

მეტის წაკითხვა

კანის მოვლა

კანის მოვლა

კანის მოვლის ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა

ყოველი პაციენტი ინდივიდუალურია. განსხვავებულია მათი ჩივილები, კანის მდგომარეობა, ასაკობრივი ცვლილებები.

შესაძლოა ერთი და იგივე ასაკის სხვადასხვა პაციენტს სრულიად განსხვავებული ჩივილები გააჩნდეს.. ერთს აწუხებდეს მიმიკური ნაოჭები და ორმადაკარგული ტუჩები, მეორეს სახეზე გამონაყარი და ცხიმიანი კანი , მესამეს პიგმრნტური ლაქები და კანის გამოშრობა..

სწორედ ამიტომ ჩვენს კლინიკაში დანერგილია პაციენტების მიმართ ინდივიდუალური პროგრამის შერჩევა, რასაც ერთობლივად ახორციელებენ კლინიკა ჰეალაინის პლასტიკური ქირურგი და დერმატო-კოსმეტოლოგი.

პროგრამის შერჩევა ხდება პაციენტის სურვილის გათვალისწინებით, კანზე არსებული პრობლემების და ასაკობრივი ცვლილებების მიხედვით.

ჩვენი კლინიკა ფეხდაფეხ მისდევს ესთეტიური მედიცინის სიახლეებს და საკუთარ პრაქტიკაში ნერგავს ბოლოდროინდელ მიღწევებს. პაციენტების ამკურნალოდ მიმართავს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და აპრობირებულ მეთოდებს.

მეტის წაკითხვა

საიტის რუკა