local_phone
NS-FUE მეთოდი
Non-Shave FUE - თმის გადანერგვა გაპარსვის გარეშე
თმის გადანერგვა NS-FUE მეთოდით სწრაფი სოციალური ადაპტაციისთვის!
თმის გადანერგვის უახლესი NS-FUE მეთოდია, რომელიც არ საჭიროებს თმის გადაპარსვას. ეს მეთოდი მოწოდებული განურჩევლად სქესისა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საშუალო სიგრძის ან გრძელი თმა აქვთ, ვისაც სურს თმის გადანერგვის შემდგომ სწრაფი ადაპტაცია სოციუმში.
მეთოდი არ საჭიროებს ტიპიური FUE მეთოდის მსგავსად მთელი თავის გადაპარსვას და პროცედურის კვალი შეუმჩნეველი რჩება თვალისთვის. შესაბამისად პაციენტი არ განიცდის თმის გადაპარსვისგან გამოწვეულ დისკომფორტს.
ეს მეთოდი ჩვენს კლინიკაში 2016 წელს დავნერგეთ. დღეს კი მოწინავეა თმის აღდგენითი მედიცინის დარგში. NS-FUE მეთოდს გააჩნია თავისი სირთულეები, რაც გულისხმობს მეტ მობილიზებას და პროფესიონალიზმს. შესაბამსიად ამ მეთოდის შემსრულებელი მეტ კვალიფიკაციასა და გამოცდილებას საჭიროებს, გამომდინარე აქედან განსხვავებულია ოპერაციის ღირებულაბაც.
თმის გადანერგვის NS-FUE მეთოდის უპირატესობა
- არ საჭიროებს ნაკერის დადებას და არ რჩება ხაზოვანი ნაწიბური
- შესაძლებელია 6000 გრაფტამდე გადანერგვა ერთ პროცედურაში
- ყველაზე მთავარი: არ საჭიროებს თმის გადაპარსვას, (სადონორო არეში) რის გამოც პაციენტს არ აქვს პოსტოპერაციული დისკომფორტი ვიზუალის გამო
- თმა ფარავს პოსტოპერაციულ ფუფხსა და სიწითლეს. შესაბამისად შესაძლებელია გარე თვალისთვის შეუმჩნევლად ჩაიაროს ამ პერიოდმა