local_phone
რას წარმოადგენს საკუთარი თმის გადანერგვა.
საკუთარი თმის გადანერგვა _ ტრანსპლანტაცია გულისხმობს თმის ფოლიკულების მოპოვებას სადონორო არეში (კეფის და საფეთქლის მიდამოები, სადაც ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილი) და ჩანერგვას გამელოტებულ და გამეჩხერებულ ადგილებში.
თმის ცვენის დიაგნოსტიკა
- როგორ ისმება დიაგნოზი, როცა საქმე ეხება თავის კანის და თმების დაავადებებს?
- გამოცდილი სპეციალისტებით აღჭურვილი კოლექტივი მარტივად დაგისვამთ დიაგნოზს
თმის ცვენის მკურნალობა
(არაქირურგიული მეთოდები)
დღეს არსებობს თმის ცვენის სამკურნალო გაცილებით მეტი არაქირურგიული მეთოდი, ვიდრე წარსულში. ესენია როგორც გარეგანი(სპრეს და მალამოების ) სახით, აგრეთვე per os მისაღები მედიკამენტები. იმის განსაზღვრა, თუ კონჯრეტულად თქვენს შემთხვევაში რომელი მედიკამენტი და მედიკამენტების კომბინაციაა ყველაზე მისაღები, დამოკიდებულია თქვენს ასაკზე და გამელოტების ხარისხზე. უმრავლეს შემთხვევაში საუკეთესო რეზულტატი მიიღება მკურნალობის ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდების კომბინაციის დროს.
თმის ცვენა მამაკაცებში
თმის ცვენა მამაკაცებში უსიამოვნო განცდებს იწვევს. კვლევები გვიჩვენებენ, რომ ადამიანზე აზრი, წარმოდგენა სულ რამოდენიმე წამში გექმნება. მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა, რომელსაც ხშირად კარგი გარეგნობა გვიქმნის.
თმის ცვენა ქალებში
რადგან მამაკაცების 90-92% თმის გადანერგვა შედეგიანი, ქალბატონებიც დაფიქრდნენ ხომ არ მიემართათ ამ პროცედურისთვის, თმის რაოდენობის შემცირების შემთხვევაში. თუმცა აქ სიტუაცია განსხვავებულია.
Strip მეთოდი
თმის აუტოტრანსპლანტაციის „Strip მეთოდი“ თმის გადანერგვის ძირიოთად, კლასიკურ მეთოდს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კეფის მიდამოდან ხდება თმის ფოლიკულების შემცველი კანის „ზონრის „ ამოღება და მისი შემდგომი დამუშავება-დაყოფა ფოლიკულების გაერთიანებამდე-გარფტებამდე და შემდეგ სარეციპიენტო არეში ჩანერგვა. გრაფტი არის ტრანცპლანტატი, რომელიც შეიცავს 1-დან 3 ფოლიკულამდე. იშვიათად გვხვდება 4 ფოლიკულის შემცველი გრაფტებიც.
Fue მეთოდი
ამ მეთოდის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თმის ფოლიკულების ამოღება, (კერძოდ მიკროგრაფტების), ხდება კანის განაკვეთის გარეშე, სპეციალური მინიატურული ინსტრუმენტის საშუალებით, ოპტიკური ხელსაწყოს კონტროლის ქვეშ.
Strip Vs Fue
რომელი მეთოდია უმჯობესი?
Strip | Fue |
---|---|
არ არის აუცილებელი თმის გაპარსვა კეფაზე. ნაკერი იმალება თმის ქვეშ და არ ჩანს უშუალოდ პროცედურის შემდეგაც. | საჭიროა თმის მთლიანად გადაპარსვა. ხოლო 1000–1500 გრაფტის გადანერგვის დროს იპარსება ვიწრო ზოლი კეფაზე, რომელიც ასევე შეიძლება თმებით დაიფაროს. |
მოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი, უკვე მეორე დღესვე შესაძლებელია რომ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და სამუშაოს. | სარეაბილიტაციო პერიოდი გრძელდება 5-7 დღე, სანამ არ შეხორცდება და თმებით არ დაიფარება მრავალრიცხოვანი, მცირე ზომის ნაჩხვლეტები სადონორო ზონაში. |
პოსტოპერაციული პერიოდში არ არის გამოხატული სისხლჩაქცევები და სახის შეშუპება. | პოსტოპერაციულ პერიოდს აგრეთვე არ ახასიათებს არანაირი შეშუპება და სისხლჩაქცევა. |
ოპერაციის ხანგრძლივობა 2–5 საათია და დამოკიდებულია გადასანერგი გრაფტების რაოდენობაზე. | ოპერაციის ხანგრძლივობა 2–7 საათია (გადასანერგი გრაფტების რაოდენობიდან გამომდინარე), მიმდინარეობს შესვენებებით, პაციენტისთვის კომფორტულ პირობებში. |
ოპერაციის ღირებულება არ არის მაღალი. | ოპერაციის ღირებულება Strip მეთოდთან შედარებით მეტია. |
კეფაზე იდება კოსმეტიკური ნაკერი. | არ იდება არანაირი ნაკერი. |
CHOI იმპლანტერები
პირდაპირი თმის იმპლანტაცია (DHI) ტექნოლოგია საქართველოში არის თმის გადანერგვის ახალი და ინოვაციური გზა .
Choi Implanter Pen- ის გამოყენებით, გამოცდილ ქირურგს შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ფოლიკულის ზუსტი და ეფექტიანი ტრანსპლანტირება გადანერგილი და გადარჩენილი ფოლიკულების რაოდენობის გაზრდის მიზნით.
ჰეალაინი გთავაზობთ სერვისს, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი შედეგი ჩვენი ინოვაციური DHI თმის გადანერგვის მეთოდის და გამოცდილი ქირურგების დახმარებით.