ჰეალაინის ინოვაციური პროექტი | ჰეალაინი | თმის გადანერგვა
ურგენტული ქირურგიის გზამკვლევი

ჰეალაინის ინოვაციური პროექტი

„ჰეალაინ ინთერნეიშენალმა“ და მისმა ექიმთა გუნდმა 2024წლის ბოლოს განახორციელა ინოვაციური პროექტი – მათი ხელდასხმით შეიქმნა და ქართულ სამედიცინო საზოგადოებას უსასყიდლოდ გადაეცა უნიკალური ნაშრომი/სახელმძღვანელო – „ურგენტული ქირურგიის გზამკვლევი“.

ეს პროცესი მოიცავდა მრავალ თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინისა და პროტოკოლის სიღრმისეულ შესწავლას, დამუშავებას და სამედიცინო საზოგადოებისთვის თვითკმარი ტექსტების სახით შეთავაზებას მშობლიურ ენაზე. ეს გახლავთ პირველი გამოცემა, პირველი მსგავსი ხასიათის სამაგიდო წიგნი ქირურგებისთვის, რეზიდენტებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ყველა ექიმისთვის საქართველოში.

ჩვენ, მადლობას ვუხდით ამ პროექტში ჩართულ ყველა ექიმს: წიგნის ავტორებს, რედაქტორებს, რეცენზენტს და მთავარ რედაქტორს. ჩვენ – „ჰეალაინ ინთერნეიშენალის” ექიმებს მტკიცედ გვწამს, რომ ეს ნაშრომი იქნება განახლებადი დრო და ჟამთან თუ მედიცინის მუდმივ პროგრესთან თანხვდენილად.

ურგენტული ქირურგიის გზამკვლევი
წიგნის ავტორები
მადლობა ჰეალაინს

საიტის რუკა