local_phone
თმის გადანერგვის ისტორია
თმის ტრანსპლანტაციამ მოახდინა რევოლუცია თმის ცვენის პრობლემის გადაწყვეტაში და სარგებლობს პოპულარობით მსოფლიოში, განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.
თმის ტრანსპლანტაციის უნიკალური მეთოდია-ფოლიკულური მიკროტრანპლანტაცია.
თმის გადანერგვის ისტორია სათავეს იღებს 1939 წელს და დაკავშირებულია იაპონელი ექიმის ოკუდას სახელთან, რომელმაც თავის თმიანი ნაწილის დამწვრობის სამკურნალოდ გამოიყენა კანის მრგვალი კუნძულები, (4მმ დიამეტრით) კეფის ნაწილიდან. გადანერგილი გრაფტებიდან გაიზარდა ნორმალური თმები. თუმცა ოკუდა დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს და მისი გამოკვლევები დავიწყებას მიეცა, 1959 წელს ამერიკელმა დერმატოლოგმა ორენტრიხმა თავიდან "გამოიგონა" თმის გადანერგვა 1952 წელს. მის მიერ ჩამოყალიბებული "დონორული დომინანტის" არსი იმაში მდგომარეობს, რომ სადონორო ზონიდან ამოღებულ ფოლიკულებს ისეთივე ანატომიურ–ფიზიოლოგიური თვისებები გააჩნია გადანერგვის შემდეგ სარეციპიენტო ზონაში, როგორიც სადონორო ზონაში. მაგრამ 4მმიანი გრაფტებიდან გაზრდილი თმები არასასურველ კოსმეტიკურ ეფექტს იძლეოდა, ამიტომ 1995-2000წ. ამერიკელი ქირურგი ტრანპლანტოლოგების ბერშტეინისა და როსმანის მიერ დამუშავებული იყო ფოლიკულური გაერთიანებების -გრაფტების ტრანსპლანტაციის თეორია. ამ თეორიის თანახმად, წინა ავტორებისაგან განსხვავებით, თმის გადანერგვა მიმდინარეობს მხოლოდ ფოლიკულური გაერთიანებების სახით, რომლებიც წარმოადგენენ თმიანი სკალპის მორფო-ფუნქციონალურ ნაწილს და შეიცავენ 1დან 4მდე თმის ძირს. ეს მეთოდი იძლევა საუკეთესო შედეგს და ბუნებრიობის მაქსიმალურ ეფექტს. ფოლიკულური გაერთიანებებით თმის გადანერგვას ფოლიკულური მიკროტრანსპლანტაცია ეწოდება. ჩვენს კლინიკაში, ისევე როგორც მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში, გამოიყენება ფოლიკულური მიკროტრანსპლანტაციის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც უფრო მეტად სრულყოფილი გახდა ბოლო წლებში.
თმის ცვენის პრობლემა აწუხებს მსოფლიოს მამაკაცური და ქალური მოსახლეობის უმეტესობას. მიუხედავად იმისა, რომ მელოტი მამაკაცები არასოდეს ეგუებიან თავის მდგომარეობას ისინი მაინც კარგავენ თანდათან თვითრწმენას და ადრე თუ გვიან უნელდებათ ცხოვრების ინტერესი, რაც, რა თქმა უნდა, აისახება მათ მომავალზე.
თმის ტრანსპლანტაციის ისტორია საქართველოში და „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის როლი ამ დარგის განვითარებაში
თმის გადანერგვა საქართველოში დააფუძნა პროფ.თამაზ თამაზაშვილმა,რომელმაც 1998 წელს თბილისში დააარსა პირველი თმის ტრანსპლანტაციის კლინიკა “თალიზი“. საქართველოს სამედიცინო წრეები და მთელი საზოგადოება დიდი ინტერესით შეხვდა ამ ინიციატივას,მითუმეტეს,რომ კლინიკაში თავიდანვე დაინერგა და გამოიყენებოდა თმის ტრანსპლანტაციის უახლესი ამერიკული მეთოდები და ტექნოლოგიები.
უნდა აღინიშნოს,რომ თვითონ პროფ.თამაზ თამაზაშვილმა მნიშვნელოვნად განავითარა თმის ტრანსპლანტაციის სამეცნიერო და პრაქტიკული ასპექტები.მან პირველმა შეიმუშავა თმის გადანერგვის უნაკერო მეთოდი, ე.წ “სინგულარული ტრანსპლანტაცია“თავისივე ფოლიკულის ამომღები ინსტრუმენტით,რომელიც დღეს მსოფლიოში FUE სახელწოდებითაა ცნობილი.პროფ.თამაზ თამაზაშვილის მიერვე შემუშავებული და დანერგილი იქნა ფოლიკულოვანი გრაფტების შენახვის კონტეინურ-პროტექტორული მეთოდი,რომელსაც დღეს წარმატებით იყენებენ მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან კლინიკებში.აღნიშნულმა მეთოდმა მნიშვნელოვნად გაზარდა გადასანერგი თმის ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობა და “ბუნებრივია“ გააუმჯობესა თმის გადანერგვის საბოლოო შედეგები.ახალი მეტოდი მოხსენებულ იქნა ამერიკის კოსმეტიკურ ქირურგთა აკადემიის კონგრესზე 1999წელს
პროფ. თ. თამაზაშვილი საქართველოში პირველ თმის გადანერგვის კლინიკის თანამშრომლებთან ერთად. 1998 წელი.
პროფ. თ. თამაზაშვილის მოხსენება ამერიკის კოსმეტიკურ ქირურგთა აკადემიის კონგრესზე. 1999 წელი.
პროფ. თ. თამაზაშვილი ექიმ მაუჯიმას კლინიკაში,
პარიზი
პროფ. თ. თამაზაშვილი ექიმ მარტინ უნგას კლინიკაში,
ტორონტო, კანადა
მიუნხენში-გერმანია
პროფ. თ. თამაზაშვილი და "Robbins Instruments" კორპორაციის პრეზიდენტი ჯორჯ მულვანი,
ნიუ-ჯერზი-ა.შ.შ.
პროფ. თ. თამაზაშვილი ნიუ-იორკის თმის გადანერგვის ცენტრში,
ნიუ-იორკში-ა.შ.შ
"Robbins Instruments" კორპორაციის პრეზიდენტი ჯორჯ მულვანი სტუმრად საქართველოში, პროფ. თ. თამაზაშვილის კლინიკაში
თმის აღდგენითი ცენტრის საერთაშორისო ასოციაციის წევრის სერთიფიკატი
ამერიკის თმის აღდგენითი ქირურგიის ასოციაციის წევრობის სერთიფიკატი
პროფ. თ. თამაზაშვილი ქ. ბათუმის თმის გადანერგვის კლინიკის თანამშრომლებთან ერთად
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თბილისი 2010წელი
პროფ. თ. თამაზაშვილი და ექიმი აკაკი წილოსანი
პროფ. თ. თამაზაშვილი კლინიკაში მიღებულახალ ექიმებთან ერთად
“ჰეალაინის“თანამშრომელთა ინიციატივით და მათი აქტიური მონაწილეობით თბილისში ორჯერ ჩატარდა სამეცნიერო-პაქტიკული კონფერენცია ,მიძღვნილი თმის ტრანსპლანტაციის აქტიური საკითხებისადმი 2005 წელს
სტატია ახალი მეთოდის შესახებ ამერიკულ ჟურნალში "Hair Transplant Forum International"
აღნიშნულ მეთოდზე მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის პატენტი
2004 წელს პროფ.თ.თამაზაშვილმა თბილისში დააარსა ახალი თმის გადანერგვის კლინიკა,სახელიც თვითონვე შეურჩია “ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ი.
პროფ. თ. თამაზაშვილი მოწვევა საერთაშორისო კონგრესზე
პროფ. თ. თამაზაშვილის წიგნი