უფრთხილდით თმის გადანერგვის შავ ბაზარს! | ჰეალაინი | თმის გადანერგვა
უფრთხილდით თმის გადანერგვის შავ ბაზარს!

უფრთხილდით თმის გადანერგვის შავ ბაზარს!

ISHRS (International Society of Hair Restoration Surgery) წერს: ახალი ბიზნესმოდელები გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც პაციენტისთვის სახიფათოა. მაგალითად მოყავთ თურქეთის მოდელი. ბევრი კომპანია ყიდულობს FUE აპარატს არაკვალიფიციური ექიმებისთვის, რომელთაც არ აქვთ გამოცდილება თმის გადანერგვაში. ანუ, ტექნიკა შემოდის კომპანიაში და იწყებენ ქირურგიულ ოპერაციებს.


ISHRS  (International Society of Hair Restoration Surgery)
  • ეს არაეთიკური და ჩვეულებრივ არალეგალურია.
  • სამედიცინო სამართლით ექიმმა უნდა იმუშაოს იმ სფეროში, რომელშიც სპეციალიზებულია.
  • პიროვნებას, რომელიც ატარებს თმის გადანერგვის ოპერაციას, უნდა ქონდეს განათლება, გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენცია თმის გადანერგვის დარგში.
  • ხანდახან არაექიმი ატარებს ოპერაციას.
  • პაციენტების მდგომარეობა არ უმჯობესდება დაზიანების შემდგომ.

შავი ბაზრის კლინიკები ქვეყნების მიხედვით:

  • თურქეთი
  • პაკისტანი
  • ინდოეთი
  • ირანი
  • და ა.შ.

როგორ ამოვიცნოთ შავი მარკეტის კლინიკები?

  • ასეთ კლინიკებს აქვთ ძალიან დიდი მარკეტინგული კამპანიები ინტერნეტში რათა მიიზიდონ პაციენტები. ისინი ძირითადად აფიშირებენ, რომ ჩარევა უმტკივნეულოა, არ რჩება არავითარი ნაწიბური, არიან წამყვანი კლინიკები მსოფლიოს მასშტაბით და ა.შ.
  • ოპერაციას უტარებენ ყველას, ვინც გადაიხდის ფულს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპერაცია უკუნაჩვენებია.
  • თავაზობენ იმაზე დაბალ ფასებს, ვიდრე რეალობას შეესაბამება.
  • კლინიკას შეიძლება არ ყავდეს ექიმი.
  • პაციენტს თავაზობენ თმის გადანერგვის პაკეტებს, მიუხედავად იმისა შეესაბამება თუ არა მის ინდივიდუალურ მდგომარეობას. ამ შემთხვევაში პრიორიტეტულია ფული და არა პაციენტის კეთილდღეობა.
  • პაციენტებს იზიდავენ შეთავაზებებით ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში.
  • თავაზობენ გარანტირებულ შედეგს, რადგანაც იციან, რომ პაციენტი სხვაგან ცხოვრობს და აღარ დაბრუნდება საჩივრით. ასევე შესაძლოა რცხვენოდეს მისი ცუდი არჩევანის.

ISHRS აქტიურად აწარმოებს კამპანიას Fight the FIGHT. კამპანია მომართულია ზემოთ აღნიშნული მოვლენებისგან თავის დასაცავად ცნობიერების ამაღლების გზით. ISHRS შეისწავლის კონკრეტულ ქეისებს და ცდილობს მონიტორინგს მსოფლიოს მასშტაბით.

შედეგები მძიმეა როგორც პაციენტისთვის, ასევე ვიზუალურად. იხილეთ რამდენიმე ISHRS-ის მიერ მოწოდებული სურათი:


თმის გადანერგვის სარეციპიენტო არეს დაზიანება
დაზიანებული სარეციპიენტო არე



თმის გადანერგვის დაზიანებული სადონორო არეალი
დაზიანებული სადონორო არე



თმის გადანერგვის ინფიცირებული სადონორო არე
დაიზიანებული და ინფიცირებული სადონორო არე



თმის გადანერგვის სადონორო არეს დაზიანება
სადონორო არეს დაზიანება

გარდა ISHRS-ისა, ამ მიმართულებით ბევრი კლინიკაა ჩართული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენ ვუერთდებით მათ.

ჰეალაინში მომრავლდა პაციენტები, რომლებიც თურქეთში თმის გადანერგვით უკმაყოფილონი არიან. პაციენტები აღნიშნავენ, რომ თმის გადასანერგად წავიდნენ თურქეთში, რადგან იქ მეტად ენდობოდნენ ექიმებს, ფასი აბსოლუტურად მისაღები იყო, საბოლოოდ კი მიიღეს დაბალი ხარისხის რეზულტატი. ძირითადად ჩვენთან მოდის ის კონტიგენტი, რომელთაც თმა ერთი წელია გადანერგილი აქვთ და შედეგი მიუღებელია. პაციენტების მონათხრობით ვიცით, რომ რადიკალურად განსხვავდება დაპირება და შედეგი. ჩვენ განცვიფრებულები ვართ ამ სიცრუით, ამ ტყუილით, ამ დაბალი ხარისხითა და არაპროფესიონალური მიდგომებით. ამის საფუძველზე ჩავატარეთ მცირე მოკვლევა. თუ გსურთ თმის გადანერგვა საზღვარგარეთ, გთხოვთ გაეცნოთ საჭირო ინფორმაციას.

სამედიცინო ტურიზმი თმის გადანერგვის მიმართულებით თურქეთში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს. იგი აქტიურად ატარებს კამპანიებს მსოფლიოს მასშტაბით და ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამედიცინო მიმართულებით ისინი ატარებენ უამრავ ოპერაციას და რაც მთავარია დაბალ ფასში. ისინი ნაკლებად აფიშირებენ ხარისხის მხარეს, რაც ამდენად მნიშვნელოვანია - მითუმეტეს მედიცინაში.

რა ღირს თმის გადანერგვა საზღვარგარეთ?

ინტერნეტში მრავლად შეხვდებით თმის გადანერგვის შესახებ ინფორმაციას, რომ თურქეთში ყველაზე იაფია. თურქეთი გვთავაზობს პაკეტებს და გვეუბნება, რომ თმის გადანერგვა ღირს 1 200$-დან 5 500$-მდე (კლინიკები სხვადასხვა პაკეტებს გვთავაზობენ). მათ დაყოფილი აქვთ პაკეტები როგორც მაგ: მცირე, საშუალო და დიდი. აქვთ განსაზღვრული ფასები და არ აქცევენ ყურადღებას რეალურად რამდენი გრაფტის გადანერგვაა საჭირო.

ამის ძირითადი მიზეზი თურქეთის მცდელობაა, მოემსახუროს პაციენტებს ძირითადად ამერიკიდან და ევროპიდან, რომელთაც მათთვის მაცდურ ფასს თავაზობენ. თმის გადანერგვის ღირებულება ამერიკაში საშუალოდ 4 000$-დან იწყება და ხშირ შემთხვევაში 30 000$ აღწევს. ევროპაში ფასები განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით, საშუალოდ 3 000$-დან იწყება. ყველაზე ძვირადღირებული კი გერმანიაშია (ევროპაში) სადაც ფასები 7 000$-დან იწყება და 15 000$-მდე მერყეობს. რა თქმა უნდა თურქეთის ფასები მათთვის აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა ბნელ მხარეს მალავენ: თუ რატომ ღირს ასეთი იაფი თმის გადანერგვა თურქეთში.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში მართლაც არის მაღალი ხარისხის მომსახურების კლინიკები, მათთან თმის გადანერგვა გაცილებით ძვირია (ერთი გრაფტის ფასი 4$-დან იწყება, იმის მიხედვით თუ რომელ მეთოდს შეარჩევთ. 1 000 გრაფტი 4 000$, 2 000 გრაფტი 8 000$ და ა.შ.). ასეთ კლინიკებში მაღალი კვალიფიკაციის ექიმები მოგემსახურებიან, მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და ამიტომ ზრდიან ფასს. კლინიკების სრული უმრავლესობა კი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ოპერაცია ჩაატაროს დღის განმავლობაში რათა დაბალ მოგებაზე მუშაობენ და შეძლონ ბევრი ოპერაციის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ბევრი რამაა დამოკიდებული კლინიკის მენეჯმენტსა თუ მიზნებზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ექიმი იღებს. სამწუხაროდ კი უნდა გითხრათ, რომ თურქეთში ამ ტიპის კლინიკებში არაკვალიფიციური გუნდია, რომლებიც მხოლოდ ფულის გამომუშავებაზე არიან ფოკუსირებულნი. სწრაფ-სწრაფად ჩატარებული ოპერაცია კი ზრდის რისკს და დაბლა წევს ხარისხს. თმის გადანერგვა საკმაოდ სკრუპულოზური სამუშაოა, გარდა ექიმის პროფესიონალიზმისა ასევე მნიშვნელოვანია გუნდის პროფესიონალიზმი, რომელიც თმის გადანერგვაში დიდ მონაწილეობას იღებს. თურქეთის თმის გადანერგვის კლინიკების მენეჯმენტი კი უმეტეს შემთხვევაში ერთჯერადი ურთიერთობაა პაციენტთან, რომლის მიხედვითაც მთავარია პაციენტმა მათთან ჩაიტაროს ოპერაცია, ამის შემდეგ კი უკმაყოფილოც რომ იყოს არაუშავს, რადგან სხვა პაციენტი მივა სამკურნალოდ.

რა შეიძლება მოხდეს ნაჩქარევად ჩატარებული ოპერაციის დროს?

  • შეიძლება დაზიანდეს გრაფტები


    თმის გრაფტის დაზიანება FUE მეთოდის დროს

    თმის გადანერგვა უნაკერო Fue მეთოდით დიდ სიზუსტეს მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ექიმმა შეარჩიოს სწორი ზომის აპარატის პირი (პანჩი). ამას ჭირდება გარკვეული დრო. დაზიანებული გრაფტი გადასანერგად არ გამოდგება. გადანერგვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციური ანთება, დაჩირქება, რადგან ის უკვე მკვდარი ქსოვილია. საბოლოოდ ვიღებთ დაზიანებულ რესურსს, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს პაციენტისთვის როგორც არსებულ, ასევე შემდგომ პერიოდში.

    ე.ი. თუ თმის სადონორო ზონას დავაზიანებთ დიდი ოდენობით, ამ შემთხვევაში შეთხელდება კეფის ზონაში თმა და შესაძლოა მარტივად შესამჩნევი გახდეს, მეორეს მხრივ კი სამომავლო რესურსს ვკარგავთ, თუ პაციენტს განმეორებითი ოპერაცია დაჭირდება. სწორედ ასეთი შემთხვევები გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებულად, როცა დიდი ოდენობით რესურსი დაზიანებულია და პაციენტი მოდის თმის განმეორებით ტრანსპლანტაციაზე, რესურსი კი შეზღუდული ოდენობის გვხვდება, ვინაიდან ის განადგურებულია.

  • შესაძლოა ნაკლები თმა გადანერგოს ვიდრე ამის საჭიროებაა

    რა თქმა უნდა სიჩქარეში თვლა მარტივად არევადია, თუ ჩქარობს ექიმი, ჩქარობს დამხმარე გუნდიც. ამიტომ გრაფტების რაოდენობა ხშირად არასწორად ითვლება, ასევე შესაძლებელია განზრახ რაოდენობის დაკლებაც. შედეგად ვიღებთ არასასურველ თმიან საფარველს, ასეთი გამოცდილების პაციენტები უჩივიან თხელ თმიან საფარველს გადანერგილ არეში. სურათი კი ცალსახად გვეუბნება, რომ არასაკმარისი ოდენობისა და სიხშირითაა გადანერგილი. ხშირ შემთხვევაში ეს ტყუილით გამოწვეულია, ასევე შეიძლება იყოს არაპროფესიონალიზმისგან გამომდინარეც.

  • ექიმმა შეიძლება პაციენტისგან დამოუკიდებლად აირჩიოს ნაკერიანი მეთოდი

    Strip მეთოდი, ე.წ. ნაკერიანი მეთოდი, არის მოძველებული. დღეს ფაქტობრივად არ გამოიყენება, თუმცა გვაძლევს საშუალებას გაცილებით სწრაფად გადავნერგოთ თმა, ვინაიდან კეფიდან (სადონოო არე) ხდება სკალპის ნაწილის ამოკვეთა და რამდენიმე ადამიანს აქვს საშუალება ამოიღოს თითოეული გრაფტი. ვიღებთ სწრაფად დამთავრებულ ოპერაციას, თუმცა პაციენტს რჩება ე.წ. „სმაილის“ ტიპის ნაწიბური. ეს ნაწიბური იმდენად არაკომფორტულია, რომ პაციენტები მოდიან თმის გადასანერგად ნაწიბურში, რათა ვიზუალურად არ გამოჩნდეს და დავუფაროთ არსებული შრამი.

  • არ მიაქციოს ყურადღება მიკროხვრელების გაკეთების მიმართულებას

    პლასტიკურ ქირურგიაში მთავარია ბუნებრიობა. ასევეა თმის გადანერგვაში, მთავარია მიღებული შედეგი იყოს ბუნებრივი და არა თვალშისაცემი ან უხეში ვიზუალის. ამისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია მეორე ეტაპი, სადაც ექიმი აკეთებს ხვრელებს გადასანერგ ზონაში, რათა შემდგომში ჩასვას გრაფტები. სწორედ ამ დროს ექცევა დიდი ყურადღება თმის მიმართულებას. ექიმი ბუნებრივი თმის მიმართულებით აკეთებს კვეთებს, რაც შემდგომში გვაძლევს ბუნებრივ შესახედაობას. თუ ექიმი ჩქარობს, ამ შემთხვევაში ნაკლებად აქცევს ყურადღებას თმის მიმართულებას, საბოლოოდ კი ვიღებთ არაბუნებრივი მიმართულების თმას. სამწუხაროდ ეს პრობლემა შეუქცევადი და გამოუსწორებელია. ასეთი შედეგის პაციენტები მუდმივად უჩივიან თმის ხელოვნურ შესახედაობას.

  • არ დაიცვას ჰიგიენური ნორმები სრულფასოვნად

    ქირურგიულ ოპერაციებში უმნიშვნელოვანესია ასეპტიკა, ანტისეპტიკა და სტერილობა. დაუცველობის შემთხვევაში იზრდება ინფიცირების რისკი. ინფექცია აზიანებს როგორც კანს, ასევე გადანერგილი თმის გრაფტებსაც, ამიტომ პაციენტისთვის არსებულმა ანთებამ შესაძლოა პაციენტისთვის არასასურველი კვალი დატოვოს.

  • შედეგი იყოს არასასურველი

    საბოლოო ჯამში კი მნიშვნელოვანი შედეგია. ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული სტანდარტების დარღვევით პაციენტი არასასურველ შედეგს იღებს. ეს პაციენტის ფსიქოლოგიური სტრესიცაა და არასასურველი გამოცდილებაც. ასევე შეიძლება ყველა ნორმა ერთ ოპერაციაზე დაარღვიონ, რაც შედეგზე გაცილებით მეტად აისახება. ამიტომ გირჩევთ: ენდეთ პროფესიონალებს და მოიძიეთ სრული ინფორმაცია კლინიკაში ვიზიტამდე, სხვა ქვეყანაში ოპერაციის ჩატარებამდე და ა.შ.

თმის გადანერგვა თურქეთში იაფია?

ქართველისთვის თურქეთის მიერ მოწოდებული ფასები მაღალია, ჩვენი მოკვლევით დასტურდება, რომ თურქეთში თმის გადანერგვის ღირებულებაში მეტწილად მხოლოდ ოპერაციის ღირებულება შედის. იშვიათ შემთხვევებში შედის სასტუმროში დარჩენის ღირებულებაც. საბოლოო ჯამში თმის გადანერგვის ფასი მეტია თურქეთში ვიდრე საქართველოში, თუ ამას დავუმატებთ მგზავრობისა და ხშირ შემთხვევაში ცხოვრების ხარჯებს, გაცილებით ძვირიც კი გამოდის ვიდრე საქართველოში. ფასის გარდა კი დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმს. ჰეალაინ ინტერნეიშენალი ერთადერთი თმის გადანერგვის კლინიკაა ხარისხის ნიშნით.

თმის გადანერგვის ფასის შედარებისთვის მოვიყვანოთ მაგალითი:

თურქეთი

(საშუალო ფასის დაანგარიშებით)

Europe USA

Houston

USA

New York and California

გრაფტი მეთოდი უცნობია Fue Fue Fue
1 უცნობია 5-7.5 € 4,5 $ 6-11 $
1 000 2,7k $ 5k-7.5k € 4,5k $ 6k-11k $
2 000 3,4k $ 10k-15k € 9k $ 12k-22k $
3 000 4,3k $ 15k-22.5k € 13,5k $ 18$-33k $

თმის გადანერგვის ფასები „ჰეალაინ ინტერნეიშენალში“ დეტალურად იხილეთ აქ.

პ.ს. ჰეალაინში მუდმივად მოქმედებს უპროცენტო განვადება. თვალი ადევნეთ მიმდინარე აქციებს. ამჟამად მიმდინარეობს 50%-იანი ფასდაკლება თმის გადანერგვის ყველა მეთოდზე.

რას ნიშნავს ხარისხიანად თმის გადანერგვა?

პირველ რიგში აუცილებელია სწორად დაუდგინდეს პაციენტს თმის ცვენის დიაგნოზი, რათა მკურნალობაც შესაბამისი იყოს. მას შემდეგ რაც გაირკვევა, რომ მკურნალობისთვის საჭიროა თმის გადანერგვა, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

საიტის რუკა