local_phone
03/19/2020 - 16:14
ჰეალაინი გაცნობებთ!
გაცნობებთ, რომ ჰეალაინი განაგრძობს მუშაობს მიუხედავად მსოფლიოში არსებული ვითარებისა. ჩვენ ვიცავთ სტერილიზაციისა და ჰიგიენის უმაღლეს ნორმებს. არაერთ ადამიანს უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ პერიოდში თმის გადანერგვა, საერთოდ ვმუშაობთ თუ არა და როგორ ვიცავთ მოწოდებულ სტანდარტებს. გამომდინარე ამ ვითარებიდან იხილეთ კითხვა პასუხები:
მუშაობს თუ არა ჰეალაინი და რა გრაფიკით?
ჰეალაინი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
როგორ იცავთ უსაფრთხოებისა და პრევენციის ნორმებს?
ჩვენ ვატარებთ დეზინფექციას მთელ კლინიკაში. ყველა მომსახურე პერსონალი იცავს მოწოდებულ უსაფრთოხების ნორმებს (ნიღაბი და ხელთათმანები, ხელების ხშირი დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით). ყოველ შემოსულ პაციენტსა თუ თანამშრომელს სავალდებულოდ ეზომება ტემპერატურა, ხდება ეპიდანამნეზის შეგროვება, ვუმუშავებთ ხელებს სადეზინფექციო ხსნარით, ვუზრუნველყოფთ ნიღბით, ბახილებით. არ ხდება პაციენტების ვიზიტების გადაკვეთა.
უნდა აღინიშნოს პაციენტების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, არც ერთ ვიზიტორთან დადებითი ეპიდანამნეზი არ დაფიქსირებულა. მადლობა მათ ამისთვის.
რა საფრთხეს შეიცავს დღეს-დღეისობით ჰეალაინში თმის გადანერგვა?
თმის გადანერგვის დროს კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე არ არსებობს უმაღლესი პრევენციული ზომების მიღებიდან გამომდინარე.
გყავთ თუ არა უცხოელი პაციენტები?
გამომდინარე არსებული ვითარებიდან სამედიცინო ტურიზმი შეწყვეტილი გვაქვს (ასევე ჩაკეტილია საზღვრები), არ ვიღებთ პაციენტებს საზღვარგარეთიდან.