local_phone
01/09/2020 - 17:42
კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ირაკლი ბებიაშვილი თმის გადანერგვის დარგში „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის მიღწევებებზე საუბრობს
- თმის გადანერგვის დარგში ბოლო მიღწევა - ეს გახლავთ HST მეთოდით თმის გადანერგვა, იგივე ინტელექტუალური მეთოდი, რომლის გამოყენებამაც ამ დარგში ფურორი მოახდინა. ჩვენ თავიდან სკეპტიკურად შევხვდით ამ მეთოდის დოქტრინას, მაგრამ ჩვენი სკეპტიციზმი დაიმსხვრა, - ფაქტი ჯიუტია, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა - შედეგი 100%-იანია. მეთოდი წარმატებულია. ჩვენ დავნერგეთ ეს მეთოდი და ვიყენებთ წარმატებით.
კლინიკა დაფუძნდა 16 წლის წინ, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ პროფ. თ. თამაზაშვილი, რომელიც არა მარტო ამ კლინიკის, არამედ მთლიანად თმის გადანერგვის დარგის ფუძემდებელია საქართველოში (და ამიერკავკასიაშიც). ყველა ექიმი, ვინც დღეს ამ დარგში მოღვაწეობს, მისი აღზრდილია.
თმის გადანერგვა ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა. FDA-მ (აშშის საკვებისა და მედიკამენტების მაკონტროლებელი სამმართველო) დიდი ხანია თმის ცვენა და ავადებების ნუსხაში შეიყვანა, ხოლო Jama facial plastic surgery (იმპაქტ ფაქტორის მქონე სამედიცინო ჟურნალი ესთეტიკური მიმართულებით) თავზე არსებულ თმის საფარს განიხილავს როგორც ახალგაზრდობის, მიმზიდველობის, წარმატების და მიღწევებისადმი მიდრეკილების წარმომქმნელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად.
მოკლედ მოგახსენებთ თმის გადანერგვაში „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“ის წარმატებული მოღვაწეობისა და მიღწევების შესახებ. თმის გადანერგვის პროცედურები მოითხოვს პროფესიონალი ექიმებისა და სხვა მედპერსონალის, - საკმაოდ წარმომადგენლობითი გუნდის კვალიფიციურ ერთობლივ შრომას, რომლის დროსაც ყველა მათგანმა წუნგარეშე და ჰარმონიულად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამიტომ მნიშვნელოვანია კლინიკის არსებობის ხანგრძლივობა და პერსონალის გუნდურად მუშაობის გამოცდილება.
თმის გადანერგვის პროცედურები შეიძლება იყოს 2- ან 3- ეტაპიანი, წუნის დაშვება შესაძლებელია ნებისმიერი ეტაპისას, რისი გამოსწორებაც მხოლოდ ახალი პროცედურის ჩატარებითაა შესაძლებელი. ამიტომ წარმატებული შედეგი მულტიფაქტორულია და შევეცდები წარმოვაჩინო ყველა მათგანის მნიშვნელობა.
1. აპრიორ უნდა ავიღოთ, რომ თმის გადანერგვა აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, თანაც მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიის ფარგლებში.
2. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თმის სადონორო მარაგი არ არის უსასრულო, ამიტომაც ტრანსპლანტატის ერთეულის - გრაფტის უდანაკარგოდ მოპოვება წარმატების საწინდარია. ჩვენი კლინიკის არსენალშია სხვადას ხვა მეთოდი და ტექნოლოგიები:
უნაკერო (FUE) და ნაკერიანი (FUთ), მოკლე და გრძელი თმის (LHT), თმის შეჭრით და შეჭრის გარეშე (NON SHAVE) , პროგრესული უნაკერო მეთოდით (ADVANCE FUE), ინტელექტუალური მეთოდით (PL-FUT) და ინტელექტუალური აპარატით თმის ფოლიკულების მოპოვება, სადონოროდ სხეულის სხვა ნაწილის თმის გამოყენება - მკერდი, მუცელი, წვერი, კიდურები (BHT). მთელ ამიერკავკასიაში ტორზალური თმის გადანერგვა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ხორციელდება.
3. მოპოვებულმა გრაფტებმა ექსკორპუს უნდა შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა, ამისთვის მათ უნდა შეექმნათ სპეციალური გარემო და პირობები. ჩვენ მიერ შემუშავებულია გრაფტების კონტეინერულ პროტექციული მეთოდი, რომელიც იცავს მათ გამოშრობისგან და ზრდის გადანერგილი თმის სიცოცხლიუნარიანობას.
4. შემდეგი ეტაპია სარეციპიენტო ზონის მომზადება სპეციალური მიკრო პერფორატორებით, ინსტრუმენტებით და ტექნოლოგიებით. აქაც გადამწყვეტია ოპტიმალური სიხშირით მათი მომზადება კანის მიკროცირკულაციური მონაცემების გათვალისწინებით. მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია ზ/ა ობიექტივიზებული.
5. საბოლოოდ კი (სამეტაპიანი გადანერგვის შემთხვევაში) თმის ფოლიკულების (გრაფტების) ტრანსპლანტაციაც იუველირული სიზუსტით და წუნგარეშე მანიპულირებით უნდა განხორციელდეს, რომ გრაფტებმა სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმალურად შეინარჩუნონ, რაც პროცედურის წარმატების ერთ-ერთი საწინდარია.
ისევე როგორც 16 წლის წინ, დღესაც "ჰეალაინ ინტერნეიშნლი" პიონერია დარგის განვითარებასა და ინოვაციური და ყველაზე ეფექტური მეთოდების დანერგვაში.