local_phone
01/09/2021 - 13:23
მინოქსიდილი თმის ცვენის მკურნალობისთვის
რა არის მინოქსიდილი?
მინოქსიდილი არის არტერიოლების მძლავრი დილატატორი და იწვევს კალიუმის არხების გახსნას. მოქმედებს მტკიცებულებებით დადგენილი მოქმედების სხვადასხვა მექანიზმებით, რომლითაც პრეპარატი ასტიმულირებს თმის ზრდას. დღევანდელ დღეს ანდროგენული ალოპეციის კონსერვატული (არაოპერაციული მკურნალობისთვის) გამოყენებული პრეპარატებიდან მინოქსიდილი უმნიშვნელოვანესია, ადგილობრივი მოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატებში კი ერთადერთია. იგი არის იმ პრეპარატებს შორის რომელიც ნებადართულია ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ (FDA).
რა მექანიზმებით ასტიმულირებს თმის ზრდას?
- იწვევს თმის ღერის ზრდის დაჩქარებას.
- თმის ღერის დიამეტრის მატებას-გასქელებას 12 კვირაში.
- თმის ფოლიკულების ციკლის ცვლილებას (ამცირებს ტელოგენის ხანგრძლივობას 20 დღიდან 1-2 დღემდე) და ზრდის ანაგენის ხანგრძლივობას დერმოპაპილაში ან იწვევს კომბინაციურ ეფექტს.
- ასტიმულირებს ფოლიკულების უჯრედების პროლიფერაციას და
დიფერენციაციას.
გასათვალისწინებელია, რომ ტოპიკური მინოქსიდილით მონოთერაპიის ეფექტი არაშთამბეჭდავია, ამიტომ რეკომენდირებულია ადიუვანტური თერაპიის სახით ანდროგენული ალოპეციის დროს.
როგორ შეიქმნა მინოქსიდილი?
მინოქსიდილი 1970 წელს შექმნეს, როგორც ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება. მისი გამოყენებისას ხშირად აღინიშნებოდა გვერდითი ეფექტები:
- ჰიპერტრიქოზი
- თმის ხელახალი ზრდა ანდროგენული ალოპეციის დროს სკალპის შეთხელებულ / გაცვენილ არეებში.
მეცნიერებს ამან უბიძგა ტოპიკური (ადგილობრივ მოსახმარებელი) ფორმულის შექმნა / განვითარებისკენ - ალოპეციის მქონე კაცებისთვის, შემდეგში კი ქალებისთვის.
თავდაპირველად 1986 წელს შეიქმნა 2%-იანი მინოქსიდილის ხსნარი, შემდეგ კი 1993 წელს უკვე 5%-იანი.
მინოქსიდილის გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღებისას შეიძლება გამოიხატოს გვერდითი ეფექტები, უფრო მეტად დამახასიათებელია 5%-იანი მინოქსიდილისს გამოყენების დროს:
- თავის ტკივილი
- დერმატიტი
- ჰიპერტრიქოზი
ეს უკანასკენელი უფრო პრობლემატურია ქალებისთვის, ამიტომაც გამოიყენება მათთან მხოლოდ 2% იანი მინოქსიდილი.
და გვინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ ეს პრეპარატი, როგორც ზემოთ ითქვა, არ მოქმედებს ანდროგენული გზებით, ამიტომაა, რომ ყველა ტიპის თმაზე ახდენს დადებით ზეგავლენას. დღესდღეობით მინოქსიდილი გამოიყენება სხვა სახის თმის დაცვენის დროსაც, კერძოდ: ბუდობრივი ალოპეციის, monilethrix, telogen effluvium, frontal fibrosing alopecia, ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს, წვერის და
წარბის ზრდის გასაუმჯობესებლად და ა.შ.