რევმატოლოგიური დაავადებები | ჰეალაინი | თმის გადანერგვა
რევმატოლოგიური დაავადებები revmatologiuri daavadebebi

რევმატოლოგიური დაავადებები

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რევმატოლოგიაზე, რომელი რევმატოლოგიური დაავადებებია გააქტიურებული და რა კავშირი აქვს Covid-19-თან რევმატოლოგიურ დაავადებებს? დეტალურად გვესაუბრება რევმატოლოგი თამარ გოგილაშვილი. 

რომელია ხშირი რევმატოლოგიური  პრობლემები?

რევმატოლოგია, როგორც სპეციალობა მოიცავს აუტოიმუნურ დაავადებებს, რომელთაც საფუძვლად უდევს სახსრების ქრონიკული  დეგენერაციული ცვლილებები და სახსრის აუტოიმინური ანთებითი ხასიათის დაზიანებები. შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები- (რომელიც შეიძლება იყოს როგორც სისტემური, ასევე ლოკალური დაზიანებით), რევმატიული დაავადებები აზიანებს სახსრებს, შემაერთებელ ქსოვილებს, სისხლძარღვებს, გართულების შემთხვევაში შინაგან ორგანოებს. 

ყველაზე გავრცელებულ რევმატოლოგიურ დაავადებებს მიეკუთვნება: ოსტეოართრიტი, ოსტეოპოროზი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრა, სისტემური წიტელი მგლურა, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი (აქსიალური სპონდილიტი) 

1. ოსტეოართრიტი

ოსტეოართრიტი osteoarthritis

ოსტეოართრიტი წარმოადგენს სახსრის დეგენერაციულ-დისტროფიულ დაავადებას, რომელიც  მექანიკური და ბიოლოგიური პროცესესების შედეგად ვითარდება და  სასახსრე ხრტილის ქონდროციტების, სუბქონდრალური ძვლის ნორმალური რეკონსტრუქციის დესტაბილიზაციას აღნიშნული მდგომარეობა იწვევს ხრტილის ჩამოშლას, სუბქონდრალური ძვლის სკლეროზსა და დეგენერაციულ ცვლილებებს, ოსტეოფიტებისა და სუბქონდრალური ცისტების ფორმირებას.  მდგომარეობა კლინიკურად სახსრის ტკივილით, გაშეშებითა და ფუნქციის შეზღუდვით ხასიათდება. ოსტეოართრიტით დაავადებულია მოსახლეობის 20%-მდე , ხოლო 75 წლის შემდეგ უვლინდება ყოველ მეორე ადამიანს.ოსტეოართირიტის მთავარ რისკ ფაქტორად ითვლება მდედრობითი სქესი და სიმსუქნე. არსებობს ოსტეოართრიტის ორი ფორმა, პირველადი და მეორადი 

პირველადი ოსტეოართრიტი

წარმოადგენს დეგენერაციული პროცესის განვითარებას  წინათ უცვლელ სახსრებში.

მეორადი ოსტეოართრიტი

წარმოიქნება  დაზიანებულ სახსრებში.მაგ: თუ ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით, რეაქტიული ართრიტით, პოდაგრით და სხვა შემაერთებელი ქსოვილის  დაავადებით, ასეთი დაავადების  მქონე  პაციენტებში ოსტეოართრიტის განვითარების ალბათობა იზრდება, შედეგად   ვითარდება  მეორადი ოსტეოართრიტი.

უფრო  ხშირად ყრუ ხასიათის ტკივილები , რომლებიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას, ხანგრძლივი სიარულის დროს  და მცირდება მოსვენებულ მდგომარეობაში. ხშირად ძლიერი ტკივილი გამოვლინდება მოძრაობის დაწყებისას -  მას სტარტულ ტკივილს უწოდებენ ,  რაც მეტყველებს სინოვიალური სითხის სეკრეციის დარღვევაზე და სინოვიტის განვითარებაზე ( სინოვიალური გარსის ანთება) დაზიანებულ სახსარში. ზოგჯერ ტკივილებს ადგილი აქვს ღამის საათებში, დილით მოძრაობასთან ერთად ტკივილი ნელდება ან ქრება.

ოსტეოართრიტის დროს შესაძლოა ხრჭიალი სახსარში მოძრაობისას ( კრეპიტაცია), მაგრამ კრეპიტაციას შეიძლება ადგილი  ქონდეს ოსტეოართრიტის გარეშეც,  მაგ: ახალგაზრდებში ჰიპერმობილური სახსრების არსებობისას.

2. ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი osteoporosis

ოსტეოპოროზი წარმოადგენს ჩონჩხის ქსოვილის მეტაბოლურ დაავადებას, რომელიც  ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებით,  ძვლების სიმყიფის ზრდითა და მოტეხილობების განვითარების  რისკის ზრდით  ხასიათდება. ოსტეოპოროზი  არაინფექციურ დაავადებათა გავრცელების მხრივ    მსოფლიოში IV ადგილს იკავებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ოსტეოპოროზი 21-ე საუკუნის ახალ ეპიდემიად არის დასახელებული და მსოფლიოს 250 მლნ მოსახლე დაავადებულია ოსტეოპოროზით. ცნობილია , რომ ყოველი მესამე  >50 წ. გადაცილებულ ქალი ყოველი მეხუთე  >60 წ. გადაცილებული მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით. 

ოსტეოპოროზიის შეიძლება წლების განმავლობაში ჩივილის გარეშე მიმდინარეობდეს. ოსტეოპოროზი ხშირად მოტეხილობის განვითარების შემდეგ ვლინდება, თუმცა, მის პროგრესირებასთან ერთად, ხშირად ვლინდება გარკვეული სიმპტომები: 

დენსიტომეტრიული კვლევა და სისხლში Ca- ის განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მარტივად დავადგინოთ ძვლოვანი მასის განლევის - ოსტეოპოროზის ხარისხი, რათა დროულად დაწყებული   მკურნალობით ავიცილოთ მოტეხილობის განვითარების რისკი.  ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და გართულებებს(როგორიცაა  ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხივის ძვლის მოტეხილობა, ტკივილი, ინვალიდობა) 

3. რევმატოიდული ართრიტი (RA)

რევმატოიდული ართრიტი rheumatoid arthritis

რევმატოიდული ართრიტი  ოსტეოართრიტის შემდგომ ყველაზე გავრცელებულ რევმატოლოგიურ დაავადებას მიეკუთვნება,  რომელიც წარმოადგენს ქრონიკულ აუტოიმუნურ სისტემურ  დაავადებას.  ორგანიზმის დამცველობითი სისტემის არასწორი აქტიურობის შედეგად სახსარში იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც იწვევს სახსრის შეშუპებას, ტკივილს, რიგიდულობას, დეფორმაციას,  დესტრუქციას და მოძრაობის შეზღუდვას. 

 რევმატოიდული ართრიტი საკმაოდ გავრცელებულ დაავადებას მიეკუთვნება და პოპულაციაში გავრცელების სიხშირე 0.5-1 % შეადგენს. ძირითად სამიზნე ჯგუფს მდედრობითი სქესი წარმოადგენს და უპირატესად 35 -50 წლის ასაკი. რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინდეს, პრაქტიკულად ნებისმიერი სახსრის დაზიანებით, მაგრამ უმეტესად ზიანდება სხივ-მაჯის, ნებ-ფალანგთა, მუხლის და ტერფის სახსრები სიმეტრიულად. პროცესში ერთვება ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანება (თვალი, გული, ფილტვი, კუჭნაწლავის სისტემა, ნერვული სისტემა, თირკმელი, კანი) . რევმატოიდული ართრიტი შესაძლოა გამოვლინდეს ბავშვთა  ასაკშიც, რასაც იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტს უწოდებენ. რევმატოიდული ართრიტის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია:

დილის შებოჭილობა სახსრების სიმეტრიული დაზიანება სამზე მეტი სახსრის დაზიანება უპირატესად მტევნის და იდაყვის სახსრების დაზიანება რევმატოიდული კვანძები - რომელიც წარმოადგენს სახსრის მიმდებარე კანქვეშა კვანძებს. რევმატოიდული კვანძები გვხვდება ძირითადად დაავადების შორსწასულ სტადიაში. 

ვინაიდან რევმატოიდული ართრიტი ავტოიმუნური დაავადებაა, მკურნალობის ოქროს სტანდარტად ითვლება ავადმყოფობის  მიმდინარეობის შემცვლელი (მამოდიფიცირებელი) ანტირევმატული საშუალებები, იმუნოსუპრესანტები და ანტიციტოკინები.    (DMARDs – Disease-modifying antirheumatic drugs). ადიუვანტური თერაპიის მხრივ ხშირად გამოიყენება ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ნეიროლეპტიკური საშუალებები.  სხვა სამკურნალო პროცედურებიდან  გამოიყენება სახსარშიდა ინექციები, ორთოპედიული პროცედურები (ორთეზები), დაავადების შორსწასულ სტადიაში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც სახსრებზე. 

 

4. პოდაგრული ართრიტი

პოდაგრული ართრიტი Podagra Gout

პოდაგრა იგივე ნიკრისის ქარი როგორც მას საქართველოში უწოდებენ ართრიტის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იგი უძველესი დაავადებაა და ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ აღწერა. უძველესი დროიდან ამ დაავადებას მოიხსენიებდნენ როგორც მდიდრებისა და არისტოკრატების დაავადებად. პოდაგრა ბერძნული სიტყვაა და ქართულად „ფეხის ხაფანგს“ ნიშნავს, რაც კარგად ასახავს დაავადებისთვის ძირითად დამახასიათებელ სიმპტომს, კერძოდ  ქვედა კიდურების სახსრებისდაზიანებას. პოდაგრა ძირითადად უვითარდებათ 30-50 წლის ასაკის მამაკაცებს,  უფრო იშვიათად გვხვდება ქალებში. მამაკაცებში მისი გავრცელების სიხშირე 80-90-% ია.

პოდაგრა ორგანიზმის მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც განპირობებულია პურინული ცვლის დარღვევით, ხასიათდება სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატებით და ურატების დაგროვებით სახსრებსა და მიმდებარე ქსოვილებში. როდესაც სისხლში შარდმჟავას კონცენტრაცია ხანგრძლივად იმატებს ვითარდება კრისტალური ურატების ჩალაგება ძვლის სახსროვან ნაწილში, მყესებში, ხრტილში, თირკმელებში, სისხლძარღვებში, წარმოიქმნება მრავლობითი კვანძები ანუ ტოფუსები და ვითარდება მწვავე ანთებითი პროცესი.
პოდაგრის შეტევა მწვავე და მოულოდნელია, ხშირად იწყება ღამით, უეცრად განვითარებული ძლიერი ინტენსივობის ტკივილით, შეწითლებით, შესიებით, კანი ჰიპერემიული ან ციანოზური(მოლურჯო) ელფერისაა, პაციენტს უჭირს სახსარში მოძრაობა.ყველაზე ხშირად პოდაგრული ართრიტი მიმდინარეობს მონოართრიტის სახით და ძირითადად ზიანდება ქვედა კიდურის წინატერფ- ფალანგთაშუა სახსრები, მაგრამ  შეიძლება სხვა სახსრების დაზიანებაც როგორიცაა მუხლი, კოჭ-წვივის, იდაყვის, მაჯის, მტევნის თითების სახსრები. ჩვეულებრივ შეტევა რამდენიმე საათიდან 1-2 დღემდე გრძელდება, შემდეგ თანდათანობით ცხრება და სახსრის ფუნქცია მთლიანად აღდგება.

პოდაგრის განვითარების ძირითად რისკ-ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ ის პროცესები რომლებიც ზრდიან ორგანიზმში შარდმჟავას დონეს:

მედიკამენტები, როგორიცაა თიაზიდური შარდმდენები, დაბალი დოზით ასპირინი, კოფეინის შემცველი პრეპარატები და სხვა.

ასაკი და სქესი: მამაკაცებში 30-50 წლის ასაკში და ქალებში მენოპაუზის პერიოდში.

ოპერაციული ჩარევა ან ტრავმა, ქიმიოთერაპიის შემდგომი მდგომარეობა. პოდაგრის ოჯახური ანამნეზი .

პაციენტის მკურნალობა გულისხმობს დიეტოთერაპიას, რაც გულისხმობს პურინებით მდიდარი საკვების გამორიცხვას, უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის მოხმარება. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები., კოლხიცინი, კორტიკოსტეროიდები (ლოკალურად და სისტემურად)., ურიკოდეპრესანტები. 

 

5. ფსორიაზული ართრიტი  

ფსორიაზული ართრიტი Psoriatic Arthritis

ფსორიაზული ართრიტი აუტოიმუნური ართრიტის ფორმაა, რომელიც ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებში გვხვდება. ფსორიაზი წარმოადგენს კანის დაავადებას, რომელსაც ახასიათებს წითელი ლაქები, მოვერცხლისფრო ქერქით. პაციენტების უმრავლესობას ჯერ ფსორიაზი უვითარდება და შემდეგ ვლინდება ართრიტი. ზოგჯერ, სახსრების პრობლემები კანის დაზიანებაზე ადრე ჩნდება. სახსრების ტკივილი, ანტებითუი პროცესი სახსარში და  შესიება ფსორიაზული ართრიტის მთავარი სიმპტომებია. ართრიტი ნებისმიერ ადგილზე ჩნდება, მათ შორის თითებსა და ხერხემალზეც და სიმძიმე შედარებით მსუბუქიდან მძიმე მდგომარეობამდე ვარირებს. ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის დროს, დაავადება ციკლურია და ხასიათდება რემისიული პერიოდებით.
მკურნალობა მიმართულია სიმპტომების საკონტოლოდ და სახსრების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის გარეშე, ფსორიაზული ართრიტი იწვევს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის შეუქცევად დაზიანებებს.

 

რომელი რევმატოლოგიური დაავადებებია გააქტიურებული ამ პერიოდში?

შემოდგომის სეზონი რევმატოლოგიური დაავადებების გააქტიურების მხრივ გამორჩეული სეზონია, როგორც წესი რევმატოლოგიური პაციენტების უმრავლესობა დაავადების გამწვავებას სუბიექტურად კლიმატის ცვლილებასაც უკავშირებს. რევმატიული დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მკურნალი რევმატოლოგის მეთვალყურეობა, გეგმიური ვიზიტი რევმატოლოგთან და დაავადების შეფასების მიზნით კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების კონტროლი. 

COVID-19  პანდემია და რევმატოლოგიური დაავადებები

სისტემური აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობა როგორც წესი კონვექციური, სინთეზური დაავადებების მოდიფიცირების ეფექტის მქონე ანტივირევმატული მედიკამენტებით მიმდინარეობს, რომელიც ანთებითი ართრიტის გააქტიურებისას ინიშნება  (DMARDS)

ასეთი დაავადებების მქონე პაციენტებს Covid -19 –ით ინფიცირებისას  სიმპტომები შეიძლება ატიპიური სახით გამოეხატოთ. მაგ: თუ პაციენტი იმყოფება კორტიკოსტეროიდულ მკურნალობაზე (იღებს ჰორმონს), შეიძლება მის ფონზე არ გამოეხატოს ცხელება. პაციენტები, რომლებიც იტარებენ ხანგრძლივ მკურნალობას სტეროიდებით, შეიძლება იყვნენ თირკმელზედა ჯირკვლის კრიზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ და Covid -19 -ის  დიაგნოზის შემთხვევაში შეიძლება საჭიროებდნენ ჰორმონის უფრო მაღალ დოზებს.

პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ჰიდროქსიქლოროქინს, თუ ისინი ინფიცირებული არიან მძიმე მწვავე რესპირატორული კორონავირუსით, უნდა გააგრძელონ პლაქვენილის მიღება, თუმცა უნდა შეწყდეს დაავადების მამოდიფიცირებელი  ანტირევმატული მედიკამენტების ან ბიოლოგიური აგენტების მიღება.  აგრეთვე რეკომენდირებულია სულფასალაზინის მიღების გაგრძელება. რაც შეეხება  IL-6 -ის რეცეპტორის ინჰიბიტორებით მკურნალობის გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. 

აშშ-ს ACR- ის ახალი რეკომენდაციებით რეკომენდირებულია რევმატიული დაავადებების მკურნალობის გაგრძელება სიმპტომების ალაგებიდან 7-14 დღეში. თუ პაციენტს ჰქონდა Covid -19 იტ გამოწვეული პნევმონია - მკურნალობის გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, რაც შეეხება უსიმპტომოდ გადატანილ Covid -19 -ის   დროს რევმატიული დაავადებების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დადებითი ტესტიდან 12-17 დღეში. 

როგორ ხდება რევმატიული დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა

რევმატიული დაავადების დასადასტურებლად საჭიროა სტანდარტული კვლევები (სისხლის საერთო და   სისხლის ბიოქიმიური ანალიზები) აგრეთვე რევმატიული ტესტების და იმუნოლოგიური მარკერების განსაზღვრა . დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა სახსრების რენტგენოგრაფია, ოსტეოპოროზის გამოსარიცხად დენსიტომეტრია- ძვლის სიმკვრივის შეფასებისათვის, ზოგ შემთხვევაში საჭიროა კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, სცინტიგრაფია და სხვა.

რევმატიული დაავადებების მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტოზური, ასევე არამედიკამენტოზური თერაპიით.  მედიკამენტოზური მკურნალობა კონკრეტული რევმატიული დაავადების შემთხვევაში არსებული სამედიცინო გაიდლაინების და პროტოკოლების გათვალისწინებით  ხორციელდება.

მედიკამენტოზური მკურნალობისთვის გამოიყენება:  

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული  საშუალებები გლუკოკორტიკოსტეოროიდები  ქონდროპროტექტორები მიორელაქსანტები ადგილობრივად სახსარშიდა ინექციები რეაქტიული სინოვიტისას გლუკოკორტიკოსტეორიდებით Ca-ის პრეპარატები და ბისფოსფონატები ციტოსტატიკური მედიკამენტები შარდმჟავას სინთეზზე მოქმედი პრეპარატები პოდაგრის დროს (ურიკოზურიკული და ურიკოდეპრესანტული მედიკამენტები) ბიოლოგიური პრეპარატები- მონოკლონული ანტისხეულები 

 

არამედიკამენტოზური მკურნალობა: 

წონის კორექცია სანატორულ-კურორტული მკურნალობა ორთოპედიული კორექცია სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპიული  მკურნალობა, სამკურნალო მასაჟი, ჯანსაღი კვება . 

 

 

რატომ მოვიდე ჰეალაინში?

კლინიკა ჰეალაინი გთავაზობთ რევამოტოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რომელიც მოიცავს კონსულტაციას, ლაბორატორიულ და კლინიკურ დიაგნოსტიკას , დენსიტომეტრიას, რეაქტიული სინოვიტების არსებობისას სახსარშიდა ინექციებს. 

დენსიტომეტრია

წარმოადგენს ინსტრუმენტული კვლევის მეთოდს, რომელიც დღესდღეობით ოსტეოპოროზის ადრეული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა და რომლის მეშვეობითაც დგინდება  ძვლის მინერალურ სიმკვრივე - ოსტეოპოროზის ხარისხი. 

დენსიტომეტრია საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მარტივად დავადგინოთ ძვლოვანი მასის განლევის - ოსტეოპოროზის ხარისხი, რათა დროულად დაწყებული  მკურნალობით ავიცილოთ მოტეხილობის განვითარების რისკი.  ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და გართულებებს(როგორიცაა  ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხივის ძვლის მოტეხილობა, ტკივილი, ინვალიდობა) 

ულტრაბგერითი დენსიტომეტრია 

წარმოადგენს სრულიად უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და ინოვაციურ  კვლევის მეთოდს,  ეფუძნება ძვლოვან ქსოვილში ულტრაბგერის გავრცელების სიხშირისა და მისი მილევადობის განსაზღვრას.  

კვლევის ჩატარება რეკომენდირებულია >50წ ქალებისთვის ,  მამაკაცებისათვის >60 წლის ასაკიდან. კვლევის ჩატარება  მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ასაკოვან ქალებში და მამკაცებში, არამედ ბავშვებსა და ორსულებში.  აგრეთვე ნებისმიერი პაციენტისთვის, ვისაც აქვს ოსტეოპოროზის გამომწვევი სხვა რისკ ფაქტორები: სტეროიდების ხანგრძლივი მიღება (3 თვე და მეტი), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ხშირი მოტეხილობა ანამნეზში, ტანდეგობის შეცვლა, სიმაღლეში კლება, ოსტეოპოროზით დამძიმებული მემკვიდრეობა, მავნე ჩვევები: თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი  სასმელების ჭარბი რაოდენობით მიღება და სხვა.

საიტის რუკა