local_phone
თუ გაწუხებთ:
- ტკივილი ერთ ან რამდენიმე სახსარში, რომელიც არაა ტრავმასთან კავშირში
- შეშუპეპა, შესიება, სიწითლე სახსრის არეში
- მოძრაობის შეზღუდვა სახსარში
- მუდმივი სისუსტე, დაღლილობა, ტემპერატურის მომატება, რომელსაც თან ახლავს ცვლილებები კანზე და ტკივილი სახსრებში
- მუდმივი ტკივილი და შებოჭილობა ხერხემლის არეში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში
არ გადადოთ ვიზიტი რევმატოლოგთან!
ექიმი რევმატოლოგი ახდენს 200-მდე დაავადების დიაგნოსტირება-მკურნალობას
მათ შორისაა: სახსრების ანთებითი დაავადებები(რევმატოიდული და პსორიაზული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება), შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები(სისტემური წითელი მგლურა, ვასკულიტები და ა.შ.), მიკროკრისტალური ართრიტები, დეგენერაციული ხასიათის დაავადებები(ოსტეოართროზი), ძვლების სიმკვრივის დაქვეითების მიმდინარე დაავადება(ოსტეოპოროზი). ხშირად რევმატოლოგიური გამოხატულება არის სხვა ფარული დაავადებების საწყისი ყველაზე მკაფიო სიმპტომი. ასე, რომ მხოლოდ კვალიფიციურ რევმატოლოგს შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა, რევმატოლოგიური გამოხატულების - დაავადებებისაგან დიფერენცირება და სწორი მკურნალობა.
ჩვენს კლინიკაში მკურნალობა ხორციელდება აშშ-ს (ACR) და ევროპის (EULAR) რევმატოლოგთა ასოციაციის მიერ შემუშავებული და მოწოდებული გაიდლაინებით და სტანდარტებით. რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის საჭირო ყველა კვლევა ხორციელდება ადგილზე. ლაბორატორიული კვლევები ხორციელდება ISO სერთიფიკატის მქონე CITO-ს ლაბორატორიის ბაზაზე, რაც ზუსტი პასუხების სანდო გარანტიაა. სახსრების რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კვლევებიც ხორციელდება თანამედროვე აპარატურის გამოყენებით, პროფესიონალი სპეციალისტების მიერ და რევმატოლოგიურ კვლევებში ოქროს სტანდარტად აღიარებული დესიტომეტრიული კვლევა კი ხორციელდება ულტრათანამედროვე Osteo pro smart-ის აპარატით.
კლინიკის ექიმი სრულფასოვნად ფლობს სტრატეგიას და ტაქტიკას მედიკამენტოზური თერაპიის, მათ შორის ბიოლოგიური პრეპარატებით და სახსარშიდა ინექციებით.
კლინიკა “Hairline International’’-ის ექიმი რევმატოლოგია თამარ გოგილაშვილი
ქ. მინსკში, ბელორუსის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რევმატოლოგიური კათედრის ყოფილი მეცნიერ მუშაკი.
ექიმი რევმატოლოგი 3 წლიანი გამოცდილებით.
საქართველოს ახალგაზრდა რევმატოლოგთა გაერთიანების SARG-ის წევრი.
სპეციალისტის პროფესიონალიზმი დაფუძნებული ცოდნასა და გამოცდილებაზე, ასევე პაციენტის მონდომება და მზაობა მკურნალობისთვის ყოველთვის მთავრდება წარმატებით.