local_phone
ჯილდოები
2013 წლის 28 ნოემბერს კლუბ "ტრიუმფში" გაიმართა ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი "სოფლის მაშენებელნი 2013". პროექტის მიზანია გამოავლინოს ის წარმატებული კომპანიები, რომელთაც აქტიური როლი შეასრულეს ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების და სტანდარტების დანერგვისთვის, სოციალური პროექტების მხარდაჭერისთვის კლინიკა "ჰეალაინ ინტერნეიშნლ" დაჯილდოვდა მეტად საპატიო ჯილდოთი - "მეცენატი 2013". კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ჯილდო კლინიკის დირექტორს გადაეცა მადლიერი პაციენტის, დათო როსტომაშვილის ხელით.
2012 წლის 25 დეკემბერს შერატონ მეტეხი-პალასში გაიმართა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ მიერ ორგანიზებული ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი „ქართული ბრენდის დღე“. ნაციონალური ბრენდების დაჯილდოვება უკვე მეათე წელია რაც იმართება. სააგენტომ წელს 2012 წლის გამარჯვებული ქართული ბრენდები გამოავლინა შემდეგი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ბრენდის პოზიციონირება, ცნობადობა, იმიჯი და რეპუტაცია, კრეატიულობა,მარკეტინგული სტრატეგია, ბრენდის სოციალური პასუხისმგებლობა და ქველმოქმედება. წლევანდელი დაჯილდოვების ცერემონიალზე ნომინაციაში „რეპუტაცია და ნდობა „ გამოვლინდა გამარჯვებული: თმის გადანერგვის კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“.
„ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვართ და ვიქნებით შედეგზე და დიდი მადლობა საზოგადოებას, რომ ეს დაგვიფასა ნდობით“
2008 წლის დეკემბერში კომპანია “Robbinstruments, Inc”-მა (თმის გადანერგვისათვის საჭირო არჭურვილობისა და ინსტრუმენტების მწარმოებელი და გამყიდველი უდიდესი კომპანია მსოფლიოში) დააჯილდოა კლინიკა “Hairline International”, თმის ტრანსპლანტაციის განვიტარებაში მისი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და პრაქტიკული წვლილის შეტანისთვის. აღსანიშნავია, რომ ნომინაციაში ევროპისა და ამერიკის წამყვანი კლინიკები მონაწილეობდნენ.
ტრანსპლანტოლოგიაში მიღწეული წარმატებებისათვის 2005 წელს პროფ.თ თამაზაშვილს გადაეცა ამერიკის ქსოვილთა ბანკის „MTF“-ის უმაღლესი ჯილდო „ოქროს ხელთათმანი“.
სამეცნიერო პუბლიკაციები
-
SYSTEMIC STEM CELLS EQUILIBRIUM THEORY - THE LAW OF LIFE - იხილეთ სრული ფაილი
Tamazashvili T.
New York, USA; GEORGIAN MEDICAL NEWS 2019;
-
Результаты использование биологической активной добавки к пище «Нутрикап» при трансплантации волос
Т.Ш. Тамазашвили, Г.М. Маркарян
Материалы VIIIмеждународного конгресса «Парентеральное и энтеральное питание». Москва, 2004г., стр. 5
-
Применение микроэлементов в лечении гнездной алопеции
Т.Ш. Тамазашвили, Г.М. Маркарян
Материалы IXмеждународного конгресса «Парентеральное и энтеральное питание». Москва, 2005г., стр. 88
-
Современные подходы к хирургическому лечению облысения – метод бесшовной пересадки волос
Т.Ш. Тамазашвили, Г.М. Маркарян, А.Е. Шестопалов
Эстетическая медицина». Москва, 2007г., Том VI, №3, стр 339-347
-
Container - protective method of follicular graft prezervation in hair transplantation
T. Tamazashvili, G. Mulvaney, I. Bebiashvili
Hair Transplant Forum Internacional, November/Desember 2008, p 229-230
-
New concepts in phiziology of the hair follicle end etio-pathogenesis of pettern alopecia
T. Tamazashvili
USA, New Yirk, 2010,
პატენტები
ამ გამოგონებისთვის მიღებულია პატენტი.
2002 წელს პროფესორმა თამაზ თამაზაშვილმა ამ გამოგონებისთვის პატენტი მიიღო.