თმის გადანერგვა თბილისში, საქართველოში, უცხოელი პაციენტებისთვის
პროცედურამდე თქვენს შემთხვევაზე პასუხისმგებლად Hairline-ის ხუთი ქირურგის გუნდიდან კონკრეტული ქირურგი ინიშნება. დაგეგმვა დისტანციურად იწყება, ქირურგი გეგმას თბილისში ადასტურებს, თითოეული გრაფტი ითვლება და დოკუმენტირდება, დაკვირვება კი სახლში დაბრუნების შემდეგაც გრძელდება.
როგორ ჩაივლის ვიზიტი
ეს განრიგი ერთდღიანი პროცედურისთვისაა. ორდღიანი პროცედურებისთვის ინდივიდუალური განრიგია საჭირო; ავიაბილეთების დაჯავშნამდე კლინიკასთან შეათანხმეთ ყოფნის სრული ხანგრძლივობა და სასტუმროში ნებისმიერი დამატებითი ღამე.
დისტანციური შეფასება და დაგეგმვა
გამოგვიგზავნეთ დონორული და მიმღები ზონების ფოტოები უფასო წინასწარი შეფასებისთვის, გრაფტების სავარაუდო რაოდენობისა და საორიენტაციო ფასის მისაღებად. ვცდილობთ, ორი სამუშაო დღის განმავლობაში გიპასუხოთ და შეგატყობინებთ, თუ დამატებითი ინფორმაცია ან თქვენი შემთხვევის დამატებითი განხილვა იქნება საჭირო. გეგმასა და ფასს დაჯავშნამდე თქვენთან ვათანხმებთ.
ჩამოსვლა და კონსულტაცია
ტრანსფერი აეროპორტიდან, შემდეგ – უშუალო გასინჯვა. ვზომავთ თმის სიმჭიდროვეს დონორულ ზონაში, თქვენთან ერთად ვხაზავთ თმის ზრდის ხაზს და პროცედურის დაწყებამდე ვადასტურებთ ან ვცვლით გეგმას.
ოპერაცია
ერთდღიანი პროცედურის შემთხვევაში ოპერაცია ექვსიდან რვა საათამდე გრძელდება ადგილობრივი ანესთეზიით. გრაფტები ამოღებისთანავე ითვლება და მიმდინარე ჯამურ რაოდენობას თქვენც ხედავთ. FUE გაპარსვის გარეშე 3,000-ზე მეტი და გრძელი თმის გადანერგვა 2,500-ზე მეტი გრაფტის შემთხვევაში ორ დღეს საჭიროებს; კლინიკა თქვენს განრიგს მგზავრობის დაჯავშნამდე ადასტურებს.
ნახვევის დადება და პოსტოპერაციული კონსულტაცია
ნაოპერაციებ ზონაზე ნახვევს ვადებთ და პოსტოპერაციულ კონსულტაციაზე ვაფასებთ აღდგენის მიმდინარეობას. გაძლევთ შემდგომი მოვლისთვის საჭირო მედიკამენტებსა და წერილობით ინსტრუქციებს, ხოლო გრაფტების დადასტურებულ რაოდენობას თქვენს სამედიცინო ჩანაწერში ვაფიქსირებთ. ოპერაციის მომდევნო დღეს თავს არ გბანთ.
გაწერამდე შემოწმება და გამგზავრება
საბოლოო გასინჯვით ვადასტურებთ, რომ შეხორცება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ფრენა შეგიძლიათ. სურვილის შემთხვევაში, გამგზავრების დღეს კლინიკაში თავს დაგბანთ და დაბანის წესს გაჩვენებთ. პაციენტების უმეტესობა სახლში მეოთხე დღეს ბრუნდება.
დისტანციური შემდგომი დაკვირვება
საკონტროლო კონსულტაციები მესამე, მეექვსე და მეთორმეტე თვეზე ფოტოებისა და ვიდეოზარის საშუალებით ტარდება. ისინი უფასოა და გეგმური შემდგომი დაკვირვებისთვის საქართველოში დაბრუნება საჭირო არ არის.
რას ვაორგანიზებთ ჩვენ
აეროპორტის ტრანსფერი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრა და უკან ტრანსფერი ფასში შედის.
განთავსება
უცხოელი პაციენტებისთვის განკუთვნილ პაკეტში სასტუმროში სამი ღამე შედის. განთავსებას თქვენი ოპერაციის დადასტურებული თარიღების მიხედვით ვგეგმავთ.
ენობრივი მხარდაჭერა
კონსულტაციები ინგლისურ, რუსულ ან ქართულ ენაზე ტარდება. გუნდში გვყავს ივრითზე მოსაუბრე თანამშრომელიც. სხვა ენებზე თარგმნას მოთხოვნის შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ.
თარიღების დაგეგმვა
ოპერაციის თარიღებს თქვენს ფრენებს ვარგებთ და არა პირიქით.
უცხოელ პაციენტებთან ჩვენი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილი შედეგების კორექციაა
პაციენტები ჩვენთან სხვაგან მიღებული შედეგების გამოსასწორებლად ჩამოდიან – თმის ზრდის არაბუნებრივი ხაზის, დონორულ ზონაში ხილული ნაწიბურებისა და სიმჭიდროვის გამო, რომელიც ვერასდროს შეესაბამებოდა იმ გრაფტების რაოდენობას, რომლებშიც თანხა გადაიხადეს. შემთხვევას ვაფასებთ იმის მიხედვით, თუ რა რესურსი დარჩა, და არა იმის მიხედვით, სად ჩატარდა ოპერაცია; პირდაპირ გეტყვით, თუ გაუმჯობესება შეუძლებელია.
კითხვები კლინიკაში ჩამოსვლის შესახებ
რამდენი დღე მჭირდება საქართველოში თმის გადანერგვისთვის?
ერთდღიანი პროცედურის შემთხვევაში ვიზიტი ჩვეულებრივ ოთხ დღეს გრძელდება: პირველ დღეს – ჩამოსვლა და კონსულტაცია, მეორე დღეს – ოპერაცია, მესამე დღეს – ნახვევის დადება და პოსტოპერაციული კონსულტაცია, მეოთხე დღეს კი – გაწერამდე შემოწმება და ფრენა. FUE გაპარსვის გარეშე 3,000-ზე მეტი და გრძელი თმის გადანერგვა 2,500-ზე მეტი გრაფტის შემთხვევაში ორ საოპერაციო დღეს საჭიროებს, ამიტომ ვიზიტის განრიგი ინდივიდუალურად თანხმდება. სასტუმროში სამი ღამე ფასში შედის; დამატებითი ღამეები კლინიკასთან ავიაბილეთების დაჯავშნამდე შეათანხმეთ. ოპერაციის მომდევნო დღეს თავს არ გბანთ. სურვილის შემთხვევაში, კლინიკაში თავს გამგზავრების დღეს დაგბანთ.
საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა მჭირდება?
ქვეყნების უმეტესობის მოქალაქეებს – მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ისრაელის, რუსეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და აშშ-ის მოქალაქეებს – საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ერთ წლამდე ვადით შეუძლიათ. დაჯავშნამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სიაში გადაამოწმეთ თქვენი მოქალაქეობის შესაბამისი პირობები, რადგან წესები იცვლება.
რომელ ენებზე მუშაობთ?
კონსულტაციები და ოპერაციები ინგლისურ, რუსულ ან ქართულ ენაზე მიმდინარეობს. გუნდში გვყავს ივრითზე მოსაუბრე თანამშრომელიც, რომელსაც კომუნიკაციაში დახმარება შეუძლია. წინასწარი შეტყობინებით სხვა ენებზე თარგმნის ორგანიზებაც შესაძლებელია.
რა ხდება, თუ სახლში დაბრუნების შემდეგ პრობლემა შემექმნა?
პირდაპირ გვიკავშირდებით და მდგომარეობას ფოტოს მიხედვით ვაფასებთ, ჩვეულებრივ იმავე დღეს. რეალური გართულებები იშვიათია და პოსტოპერაციული კითხვების უმეტესობა ნორმალურ შეხორცებას ეხება. თუ უშუალო გასინჯვაა საჭირო, მას ჩვენ ვაორგანიზებთ.
უცხოელი პაციენტებისთვის ფასი უფრო მაღალია?
უცხოელ პაციენტებს მეთოდისა და გრაფტების რაოდენობის დიაპაზონის მიხედვით პაკეტის ფასს ვთავაზობთ, Advanced FUE-სთვის $3,850-დან. პაკეტში შედის ტრანსფერები აეროპორტი–სასტუმრო–აეროპორტი, სასტუმროში სამი ღამე, ოპერაციამდე PRP და ანალიზები, ოპერაციის შემდგომი მედიკამენტები და დანამატები, თმის მოვლის საშუალებები 6 თვის მარაგით, შეხვევა, სურვილისამებრ თბილისის ტური და 1-წლიანი დისტანციური მეთვალყურეობა. ავიაბილეთები არ შედის.