თმის გადანერგვის ფასები საქართველოში
ადგილობრივი პაციენტებისთვის თმის გადანერგვის ფასი თითო გრაფტზე ითვლება: FUE მეთოდით – 1,8 ლარი გრაფტზე. საბოლოო თანხა გრაფტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელსაც ქირურგი შეფასებისას განსაზღვრავს. კონსულტაცია უფასოა. უცხოელი პაციენტებისთვის მოქმედებს პაკეტები.
ფასები პროცედურის მიხედვით
ფასები მოცემულია ლარში. თმის გადანერგვის ფასი თითო გრაფტზე ითვლება, ამიტომ საბოლოო თანხას გრაფტების რაოდენობა განსაზღვრავს – მას ქირურგი თქვენი დონორული ზონის შეფასების შემდეგ ადასტურებს.
| პროცედურა | ღირებულება |
|---|---|
| კონსულტაცია თმის გადანერგვის შესახებ | უფასო |
| FUE მეთოდით თმის გადანერგვა | 1,8 ₾ / გრაფტი |
| Strip (FUT) მეთოდით თმის გადანერგვა | 1,5 ₾ / გრაფტი |
| FUE გაპარსვის გარეშე (Non-Shave) | 3,5 ₾ / გრაფტი |
| გრძელი თმის გადანერგვა | 2,5 ₾ / გრაფტი |
| გრძელი თმის გადანერგვა FUE მეთოდით | 3,5 ₾ / გრაფტი |
| BHT – თმის გადანერგვა სხეულიდან | 2,5 ₾ / გრაფტი |
| წვერის გადანერგვა | 3,0 ₾ / გრაფტი |
| ერთი წარბის აღდგენა (გადანერგვა) | 750 ₾ |
| ორივე წარბის აღდგენა (გადანერგვა) | 1,500 ₾ |
| PRP თერაპია | 150 ₾-დან |
| მეზოთერაპია | 110 ₾-დან |
პაკეტები მეთოდისა და გრაფტების რაოდენობის მიხედვით
ფასები მოცემულია აშშ დოლარში. ქირურგი მეთოდსა და გრაფტების სავარაუდო რაოდენობას თქვენი ფოტოებისა და დონორული ზონის შეფასების შემდეგ ადასტურებს.
| მეთოდი | გრაფტების რაოდენობა | პაკეტის ფასი |
|---|---|---|
| Advanced FUE გაუმჯობესებული FUE მეთოდი | 3,000 გრაფტამდე | $3,850 |
| 6,000 გრაფტამდე | $4,600 | |
| FUE გაპარსვის გარეშე (Non-Shave) თმის გადანერგვა სრული გაპარსვის გარეშე | 3,000 გრაფტამდე | $4,900 |
| 6,000 გრაფტამდე | $7,950 ორდღიანი პროცედურა | |
| LHT FUE – გრძელი თმის გადანერგვა გრძელი თმის შენარჩუნების ტექნიკა | 2,500 გრაფტამდე | $6,750 |
| 5,000 გრაფტამდე | $10,450 ორდღიანი პროცედურა |
DHI – Direct Hair Implantation: DHI იმპლანტერების გამოყენების შემთხვევაში ფასი განისაზღვრება არჩეულ მეთოდთან კომბინაციაში. საბოლოო ღირებულება კონსულტაციისას დგინდება.
წვერისა და წარბის გადანერგვა
- წვერის გადანერგვა $2,000-დან
- წარბის გადანერგვა $1,600-დან
საბოლოო ფასი კონსულტაციისას განისაზღვრება.
პროცედურა, მგზავრობაში დახმარება და შემდგომი მოვლა
- ტრანსფერები აეროპორტი–სასტუმრო–აეროპორტი, ჩამოსვლისა და გამგზავრებისას
- სასტუმროში განთავსება 3 ღამით
- ოპერაციამდე PRP პროცედურა
- ოპერაციისთვის საჭირო წინასაოპერაციო ლაბორატორიული ანალიზები
- თმის გადანერგვა არჩეული მეთოდით
- ოპერაციის შემდგომი მედიკამენტები და დანამატები
- თმის მოვლის საშუალებები 6 თვის მარაგით
- პოსტოპერაციული შეხვევა
- თბილისის ტური (სურვილისამებრ)
- 1-წლიანი დისტანციური პოსტოპერაციული მეთვალყურეობა
პაკეტის ფასი არჩეულ მეთოდსა და გრაფტების დიაპაზონს ეფუძნება. მკურნალობის საბოლოო გეგმა და გრაფტების რაოდენობა კონსულტაციისას დასტურდება.
რა განსაზღვრავს თქვენი გადანერგვის ფასს?
თანხაზე ოთხი ფაქტორი მოქმედებს. მხოლოდ ფასების სიით ვერცერთი მათგანი ვერ განისაზღვრება, ამიტომ ფასის შეთავაზებას წინ შეფასება უძღვის.
გრაფტების რაოდენობა
ფასზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ეს ფაქტორი ახდენს. უკან დახეული თმის ზრდის ხაზის აღდგენა და გამელოტებულ თხემზე თმის აღდგენა განსხვავებული პროცედურებია და მათი ფასიც განსხვავებულია.
თქვენი დონორული ზონა
დონორულ ზონაში თმის სიმჭიდროვე განსაზღვრავს შესაძლებელი გადანერგვის მაქსიმალურ მოცულობას. მასზეა დამოკიდებული ისიც, შედეგის მიღწევა ერთი სესიით შეიძლება თუ ორი იქნება საჭირო.
მეთოდი
FUE გაპარსვის გარეშე და გრძელი თმის გადანერგვა თითო გრაფტზე მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე სტანდარტული FUE, და ეს დრო ფასზე აისახება.
საჭიროა თუ არა წინა გადანერგვის კორექცია
წინა გადანერგვის კორექციისას საჭიროა არსებული ნაწიბურებისა და შემცირებული დონორული რესურსის გათვალისწინება. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება.
რამდენი გრაფტი შეიძლება დაგჭირდეთ
ფასი გრაფტების რაოდენობის საფუძველზე ითვლება, ამიტომ პირველ რიგში სწორედ ის უნდა განისაზღვროს. ქვემოთ მოცემულია თითოეული შემთხვევისთვის ჩვეულებრივი დიაპაზონები.
| შემთხვევა | გრაფტები | შენიშვნები |
|---|---|---|
| უკან დახეული თმის ზრდის ხაზი (ნორვუდის III ხარისხი) | 1,500 – 2,500 | საფეთქლებისა და თმის ზრდის წინა ხაზის აღდგენა. |
| თმის ზრდის ხაზი და თავის შუა ნაწილი | 2,500 – 3,500 | ერთი პროცედურის ყველაზე გავრცელებული მოცულობა. |
| თმის ფართო ცვენა, თხემის ჩათვლით | 4,000-დან | თუ საჭიროა 8,000–10,000 გრაფტი ან მეტი, გადანერგვა ეტაპობრივად ტარდება; პირველი ეტაპი ჩვეულებრივ დაახლოებით 4,500 გრაფტს მოიცავს. |
| წარბი | 150 – 350 თითო წარბზე | მხოლოდ ერთთმიანი გრაფტები. გრაფტების რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ სამუშაო მეტ დროს მოითხოვს. |
როგორ იგეგმება ერთი სესია სხვადასხვა მეთოდით
ერთი სესიის მოცულობა დამოკიდებულია მეთოდზე, დონორულ ზონასა და კლინიკურ გეგმაზე. დიდი მოცულობის FUE შეიძლება ეტაპებად ჩატარდეს; ზოლოვანი მეთოდით გადანერგვა იგეგმება დონორული კანის ზოლის ზომების მიხედვით და არა გრაფტების დაპირებული რაოდენობით.
- გაუმჯობესებული FUE 6,000 გრაფტამდე კლინიკური საჭიროების შემთხვევაში
- FUE გაპარსვის გარეშე ერთ დღეში 3,000 გრაფტამდე; ორ დღეში 6,000 გრაფტამდე
- გრძელი თმის გადანერგვა (LHT) ერთ დღეში 2,500 გრაფტამდე; ორ დღეში 5,000 გრაფტამდე
- ზოლოვანი მეთოდი (FUT) მოცულობა იგეგმება კანის ზოლის ზომებით და არა გრაფტების ფიქსირებული რაოდენობით
თმასთან დაუკავშირებელი მომსახურებების – დერმატოკოსმეტოლოგიის, პლასტიკური ქირურგიის, რევმატოლოგიისა და ესთეტიკური გინეკოლოგიის – ფასები მათ შესაბამის გვერდებზეა მოცემული.
ექვსი კითხვა ნებისმიერი ფასის შეთავაზების შესახებ
ჩვენი შეთავაზების ჩათვლით. ეს კითხვები ორი ფასის შედარების ბევრად უფრო სანდო საფუძველია, ვიდრე მხოლოდ დასახელებული თანხა. პასუხებს შეფასების შედეგად წერილობით მიიღებთ.
- რაოდენობა გრაფტებშია მითითებული თუ თმებში? 2,000 გრაფტი დაახლოებით 4,000–5,000 თმაა – ერთი და იგივე რიცხვი სრულიად განსხვავებული მოცულობის პროცედურას შეიძლება აღწერდეს.
- გრაფტების რაოდენობა ოპერაციის დროს მოწმდება თუ წინასწარ სახელდება და აღარ გადამოწმდება?
- ვინ იღებს გრაფტებს და ქმნის მიმღებ ზონაში არხებს – ქირურგი თუ ტექნიკური სპეციალისტი?
- შედის თუ არა ფასში კონსულტაცია, ანესთეზია, გაწერისას გაცემული მედიკამენტები და შემდგომი საკონტროლო გასინჯვები?
- სავარაუდოდ საჭირო იქნება თუ არა მეორე პროცედურა და რა ეღირება?
- რა ხდება, თუ შედეგს კორექცია სჭირდება, და ვინ იხდის ამის საფასურს?
თითო გრაფტის ფასს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გრაფტების რაოდენობა რეალურია
გადანერგვის ფასი გრაფტების რაოდენობით ითვლება და ამ სფეროში სწორედ ამ რიცხვის გაზვიადებაა ყველაზე მარტივი. თმის ღერების და არა გრაფტების მიხედვით დათვლილი ფასი იმავე თანხის სანაცვლოდ მნიშვნელოვნად მცირე მოცულობის პროცედურას გულისხმობს. ოპერაციის შემდეგ დასახელებულ რაოდენობას პაციენტი, რომელმაც საფასური გადაიხადა, ვერ გადაამოწმებს.
ჩვენ ფასს გრაფტების მიხედვით ვითვლით, მათ ამოღების პროცესშივე ვთვლით – მიმდინარე ჯამს თქვენც ხედავთ – და დადასტურებულ რაოდენობას თქვენს სამედიცინო ჩანაწერში ვაფიქსირებთ.
როგორ ვითვლით გრაფტებს →თუ საქართველოში ჩამოდიხართ
ჩვენი ბევრი პაციენტი სამკურნალოდ ჩამოდის, ამიტომ მნიშვნელოვანია მთელი მგზავრობის ხარჯი და არა მხოლოდ პროცედურის ფასი. შემოთავაზებული ფასის გარდა ბიუჯეტში შემდეგიც გაითვალისწინეთ.
ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობა
ერთდღიანი პროცედურა ჩვეულებრივ სამიდან ოთხ დღემდე ვიზიტს გულისხმობს. FUE გაპარსვის გარეშე 3,000 გრაფტზე მეტი და გრძელი თმის გადანერგვა 2,500 გრაფტზე მეტი მოცულობით ორ ქირურგიულ დღეს მოითხოვს. ავიაბილეთების დაჯავშნამდე კლინიკასთან დაადასტურეთ ვიზიტის სრული განრიგი და სასტუმროში დამატებითი ღამეების საჭიროება.
ფრენები და განთავსება
უცხოელი პაციენტების პაკეტში სასტუმროში სამი ღამე შედის. ავიაბილეთებს პაციენტი ცალკე ჯავშნის და მათ საფასურსაც ცალკე იხდის.
ტრანსფერები და ენობრივი დახმარება
აეროპორტიდან სასტუმროში და უკან, აეროპორტში ტრანსფერი შედის. უცხოელი პაციენტებისთვის თარჯიმნის დახმარება ორგანიზდება.
შემდგომი დაკვირვება გამგზავრების შემდეგ
თმის ზრდის პერიოდში საკონტროლო შეფასებები დისტანციურად ტარდება, ამიტომ რუტინული დაკვირვებისთვის საქართველოში დაბრუნების ხარჯი არ გექნებათ.
კითხვები ფასის შესახებ
თუ აქ პასუხი ვერ იპოვეთ, კითხვა შეფასების დროს დასვით – ფასი დასტურდება მანამდე, სანამ თარიღზე შეთანხმდებით.
რა ღირს თმის გადანერგვა საქართველოში?
ადგილობრივი პაციენტებისთვის ფასი თითო გრაფტზე ითვლება: FUE – 1,8 ლარი, Strip (FUT) – 1,5 ლარი, FUE გაპარსვის გარეშე – 3,5 ლარი, გრძელი თმის გადანერგვა – 2,5 ლარი გრაფტზე. კონსულტაცია უფასოა. უცხოელი პაციენტებისთვის მოქმედებს პაკეტები: 3,850 დოლარიდან.
რატომ ღირს თმის გადანერგვა საქართველოში ნაკლები, ვიდრე ევროპაში?
საქმიანობის ხარჯები – ხელფასები, შენობისა და სხვა მიმდინარე ხარჯები – საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. ეს განსხვავება ფასზე აისახება და არა თავად ოპერაციაზე. მეთოდი, აღჭურვილობა და გრაფტების რაოდენობა იგივეა, რაც სხვა ქვეყნებში გამოიყენება.
რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ და არა უფრო იაფი კლინიკა თურქეთში?
ფასების შედარებამდე გაარკვიეთ, რა არის დათვლილი ფასის შეთავაზებაში. თმის ღერების და არა გრაფტების მიხედვით დათვლილი ფასი იმავე თანხის სანაცვლოდ გაცილებით მცირე მოცულობის პროცედურას გულისხმობს, ოპერაციის შემდეგ დასახელებული რაოდენობის გადამოწმება კი შეუძლებელია. ჩვენ ფასს გრაფტების მიხედვით ვითვლით, მათ ამოღების დროს ვთვლით და დადასტურებულ რაოდენობას წერილობით გაწვდით.
ფასი თითო გრაფტზეა თუ თითო სესიაზე?
ადგილობრივი პაციენტებისთვის ფასი თითო გრაფტზე ითვლება, უცხოელი პაციენტებისთვის – პაკეტის სახით, მეთოდისა და გრაფტების დიაპაზონის მიხედვით. ორივე შემთხვევაში ქირურგი ჯერ ადასტურებს გრაფტების სავარაუდო რაოდენობას და იმას, შესაძლებელია თუ არა ამ რაოდენობის უსაფრთხოდ მიღება დონორული ზონიდან.
რას მოიცავს უცხოელი პაციენტების პაკეტი?
ტრანსფერები აეროპორტი–სასტუმრო–აეროპორტი, სასტუმროში სამი ღამე, ოპერაციამდე PRP და ანალიზები, პროცედურა, ოპერაციის შემდგომი მედიკამენტები და დანამატები, თმის მოვლის საშუალებები 6 თვის მარაგით, შეხვევა, სურვილისამებრ თბილისის ტური და 1-წლიანი დისტანციური მეთვალყურეობა. ავიაბილეთები არ შედის.
კონსულტაცია უფასოა?
დიახ. გამოგვიგზავნეთ დონორული და მიმღები ზონების ფოტოები უფასო წინასწარი შეფასებისთვის, გრაფტების სავარაუდო რაოდენობისა და საორიენტაციო ფასის გასაგებად. ვცდილობთ, ორი სამუშაო დღის განმავლობაში გიპასუხოთ და შეგატყობინებთ, თუ დამატებითი ინფორმაცია ან განხილვა დაგვჭირდება.
რა უნდა გადავამოწმო ფასის შეთავაზებაში?
გრაფტების რაოდენობაა მითითებული თუ თმის ღერების; დასტურდება თუ არა ეს რაოდენობა ოპერაციის დროს, თუ მხოლოდ წინასწარ სახელდება; ვინ იღებს გრაფტებს და ქმნის მიმღებ ზონაში არხებს; შედის თუ არა ფასში კონსულტაცია, ანესთეზია, გაწერისას გაცემული მედიკამენტები და შემდგომი საკონტროლო გასინჯვები; მოსალოდნელია თუ არა მეორე სესია; და რა ხდება, თუ შედეგს კორექცია სჭირდება. ეს ექვსი კითხვა ორი შეთავაზების შედარების ბევრად უფრო სანდო საფუძველია, ვიდრე მხოლოდ დასახელებული თანხა.