kereselidze nino hairline tmis gadanergva dermato kosmetologi

ესთეტიკური მედიცინა - იდეალური ბალანსი

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ქალბატონები თავის მოვლის ინოვაციური საშუალებებით გაანებივრა. ამ სფეროში რევოლუციური გარღვევებია. საოცარი შედეგების მიღწევა ხდება სხვადასხვა ინიექციური პროცედურით, რომლებითაც ქალბატონებს კანის კარგი სტრუქტურა და ახალგაზრდული იერი უნარჩუნდებათ. დიდი არჩევანის მიუხედავად, მაინც ძალზე ცოტა ექიმია, ვისაც შეიძლება საკუთარი გარეგნობა ანდოთ. ამ მხრივ განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევა „ჰეალაინ ინტერნეიშნლ“-ის ექიმი ნინო კერესელიძე, რომელიც იზიარებს მოსაზრებას, რომ ესთეტიკურ მედიცინაში, კეთილსინდისიერებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ზომიერება და განსაკუთრებული ხედვა, რათა პაციენტმა უკუშედეგი არ მიიღოს.

_ ქალბატონო ნინო, როგორ ურჩევთ პაციენტებს ინიექციურ საშუალებებს?

_ გამოვარჩევდი რამდენიმე ინიექციურ მეთოდს, რომელსაც ესთეტიკურ მედიცინაში მივმართავთ. აქედან ნაწილს სამკურნალო - პროფილაქტიკური დანიშნულებით ვიყენებთ, რომლის შერჩევა პაციენტის ასაკისა და კანის მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება. ასეთებია: მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია და პლაზმოლიფტინგი. სამივე საშუალება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება. ღრმად ატენიანებს კანს და იცავს მას დაბერებისგან. ჩემი საყვარელი პროცედურა მაინც ბიორევიტალიზაციაა. მასში შემავალი მაღალი კონცენტრაციის ჰიალურონის მჟავა განსაკუთრებით ეფექტურია კანზე. მეზოთერაპიასა და ბიორევიტალიზაციას შორის განმასხვავებელი სწორედ ჰიალურონის კონცენტრაციის დონეა. რადგან ახალგაზრდა კანს დამატებითი სტიმულირება არ სჭირდება, პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით ნამზეურზე, კანის სტრუქტურის აღსადგენად მეზოთერაპიაც საკმარისია. მეზოთერაპიას აკნესთან ბრძოლაშიც არაჩვეულებრივი შედეგი აქვს. ბიორევიტალიზაციას საუკეთესო შედეგი აქვს ასაკოვან ცვლილებებზე პაციენტებში, ვის კანშიც შემცირებულია როგორც ჰიალურონი, ისე კოლაგენისა და ელასტინის ბალანსი. ინიექციის შედეგად კანში იწყება რეგენერაციის პროცესი. შედეგად კანი ხავერდოვანი და გლუვი ხდება.

_ როგორ მუშაობთ პაციენტებზე, რომლებიც გარეგნობის კორექციის მიზნით მოგმართავენ?

_ ჩემი მიდგომა დაკავშირებულია ჩემს ხედვასთან ესთეტიკურ მედიცინაში. ინიექციური მეთოდები საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ პაციენტის კანის სტრუქტურისა და გარეგნობის გაუმჯობესებაზე, რაც არ გულისხმობს რადიკალურ ჩარევას. ექიმმა არ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომელიც ბუნებრივ პროპორციებს დაარღვევს. ჩემს ჩარევას უფრო კორექციას ვუწოდებდი. ვმუშაობ როგორც ყვრიმალებისა და ტუჩის, ისე სახის ოვალის კორექციაზე. ამ შემთხვევაში ვიყენებთ ფილერს. ყურადღება მინდა გავამახვილო ინიექციის ხარისხზე. მე ვმუშაობ მხოლოდ ლუქსბრენდებზე, რაც ხარისხისა და საუკეთესო შედეგის გარანტიაა. ლუქსბრენდების ზემოქმედების ხანგრძლივობაც მეტია. ასეთი ბრენდები ყოველ წელს უნივერსალურ მასალებს გვთავაზობენ, კიდევ უფრო აუმჯობესებენ როგორც ხარისხს, ისე მიღწევებს. ვიზუალურად საუკეთესო შედეგი აქვს. განსაკუთრებით გარეგნობის კორექციისას, სადაც სიფრთხილე და ზომიერება აუცილებელია. ჩემი მხრიდან ვურჩევდი პაციენტებს, რომ აუცილებლად გააკონტროლონ ხარისხი. ამასთან, ექიმს აუცილებლად მის თვალწინ გაახსნევინონ ინიექცია, რომელზეც შემადგენლობასთან ერთად, გამოშვების თარიღიც იქნება მითითებული.

ეკა ჩხეიძე (მსახიობი):

როგორც ჩვენ გარშემო ყველა ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება ზრუნვა, ისე სჭირდება ზრუნვა ჩვენს კანს. ასაკთან ერთად კანი კარგავს საჭირო ნივთიერებებს, რომელიც მისი კვებისთვისაა აუცილებელი. ინიექციური საშუალებები მისი ბუნებრივი ბალანსის აღდგენაში გვეხმარება, რაც კანს ჯანმრთელ იერს უბრუნებს. ისევე როგორც ჩვენს ჯანმრთელობას ვანდობთ კარგ ექიმს, ჩვენს გარეგნობაზე ზრუნვაც პროფესიონალს უნდა მივანდოთ. ექიმ ნინო კერესელიძეს განსაკუთრებით ვენდობი. მინიშნებაც არ სჭირდება, ისე იცის, რა სჭირდება ჩემს გარეგნობას... მის მცირე ჩარევასაც კი საოცარი შედეგი აქვს. ყოველთვის აღნიშნავენ და მეკითხებიან ჩემს გარეგნულ ცვლილებაზე. ეუცნაურებათ, რადგან არ ეტყობა ექიმის ჩარევის კვალი. ნინო ახერხებს, საუკეთესო შედეგთან ერთად ბუნე- ბრივი იერი შემინარჩუნოს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის. არაფერს ვამბობ საოცარ ხელსა და იმ განწყობაზე, რომელსაც ის მიქმნის, რათა თავი დაცულად და კომფორტულად ვიგრძნო.

hairline international tmis gadanergva hairline bomondi estetikuri medicina

საიტის რუკა