ტრიქო პიგმენტაცია

თავის თმიანი საფარველის გამელოტებული უბნების დაფარვის საუკეთესო , უახლესი მეთოდია.


ტრიხოპიგმენტაცია მთელს ამიერკავკასიასა და რუსეთში პირველად დანერგა კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეიშნლმა".


ამ ტექნიკის ფუძემდებელი მილენა ლარდია (იტალია, მილანი, Beauty Medical), მკურნალობის ეფექტურობა და ბუნებრიობა მისი 17 წლიანი შრომის შედეგია.

მკურნალობის პროცესში, უშუალოდ ამ პროცედურისთვის შექმნილი აპარატურის საშუალებით, ხდება ბუნებრივი პიგმენტის მიკრონაწილაკების შეყვანა კანში.


სკალპის მიკროპიგმენტაცია სრულიად უმტკივნეულოა, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და აბსოლუტურად ბიოშეთავსებადია.


საუკეთესო, ბუნებრივი შედეგის მისაღებად პრინციპული მნიშვნელობა აქვს ოპერატორის მიერ ამ მეთოდის ღრმა ცოდნას.

ეფექტები

მისი საშუალებით მიიღწევა:

1. თმის გახშირების ეფექტი ( Density) ქალბატონებში და მამაკაცებში დიფუზური ალოპეციის შემთხვევაში თმის გადანერგვის შემდგომ, ეფექტის სრულყოფისთვის 2. გადაპარსული თმის ეფექტი ( Shave effect) ტოტალური და უნივერსალური ალოპეციის შემთხვევაში მე–6-7 ხარისხის ანდროგენული ალოპეციის დროს. 3. ნაწიბურების დასაფარად ( scar treatment) თმის გადანერგვის (Strip და FUE მეთოდით) შემდგომ ხილული ნაწიბურის არსებობის შემთხვევაში. ტრავმის ან დამწვრობის შემდგომი ნაწიბურის დასაფარად.

მკურნალობის ხანგრძლივობა და სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია სამკურნალო ზონების ფართობზე. საშუალოდ სრულყოფილი ეფექტისთვის 3 სეანსი ტარდება პირველ, მეორე და 30–ე დღეს.

მოგვწერეთ