თმის ცვენა

- ალოპეცია, სამწუხაროდ მწარე ხვედრია მრავალი მამაკაცისა თუ ქალისათვის და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. სტატისტიკური მონაცემებით, მელოტი მამაკაცები 35%-ით ნაკლებად აღწევენ წარმატებებს სამსახურეობრივ ასპარეზზე 64%-ით ნაკლებად-პირად ცხოვრებაში. გასათვალისწინებელია ის, რომ მანდილოსანთა 82% ერიდება ურთიერთობას მელოტ მამაკაცებთან. თმის ცვენაარსებობს ალოპეციის რამოდენიმე ტიპი, გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით. ყველაზე მეტად გავრცელებეულია ანდროგენული (მამაკაცური ტიპის) თმის ცვენა, რომელსაც ამა თუ იმ ინტენსივობით განიცდის მსოფლიო მამაკაცების მესამედი 20-დან 60-წლამდე.ანდროგენული ალოპეცია გვხვდება ქალებშიც.

ამ ტიპის თმის ცვენის მიზეზები დღეისათვის ზუსტადაა განსაზღვრული. ანდროგენული ალოპეციის განვითარების მიზეზად ითვლება მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის და მისი დერივატების დამაზიანებელი მოქმედება იმ თმის ფოლიკულებზე, რომლებიც განლაგებული არიან შუბლისა და თხემის მიდამოებში (ანდროგენდამოკიდებული ზონა). მათ მიმართ მგრძნობიარე ფოლიკულები თანდათან მცირდებიან ზომაში, გადაინაცვლებენ კანის ზედაპირისაკენ, კარგავენ ჯანმრთელი თმების პროდუცირების უნარს, ატროფირდებიან, საბოლოოდ განიწოვებიან და ჩაენაცვლებიან შემაერთებელი ქსოვილით. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონალური ფონი ყველა მამაკაცს გააჩნია, თმის ცვენა ეწყებათ მხოლოდ გენეტიკურად წინასწარგანწყობილ მამაკაცებს. საჭურისები არ მელოტდებიან ! ფოლიკულების დაღუპვის პროცესის შეუქცევადობის გამო ანდროგენული ალოპეციის მედიკამენტოზური მკურნალობა არაეფექტურია- თმები ფოლიკულების გარეშე არ იზრდებიან. დღეისათვის ანდროგენული და ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის ერთადერთი ეფექტურ მეთოდად მთელს მსოფლიოში ითვლება ბუნებრივი (საკუთარი) თმის გადანერგვა.


ანდროგენული ალოპეცია

ეს დაავადება აწუხებს მსოფლიო მოსახლეობის მამაკცების 65% და ქალური მოსახლეობის 25%. ის იწყება სქესობრივი მომწიფების შემდეგ, თმა ამ დროს ტერმინალური ფორმიდან ტრანსფორმირდება ღინღლოვანში, ე.ი. ხდება მათი “მინიატურიზაცია”. დაავადების მიზეზია მამაკაცური სასქესო ჰორმონები-ანდროგენები. გამელოტების დასაწყებად იმ მაკაცებში, რომლების გენეტიკურად წინასწარგანწყობილნი არიან გასამელოტებლად, საკმარისია ანდროგენების ნორმალური დონე. ანდროგენული ალოპეციის პირველი ძირითადი ფაქტორი არის ანდროგენული რეცეპტორების არსებობა თმის ფოლიკულებთან. მეორე ფაქტორია_ ანდროგენების მეტაბოლიზმში მონაწილე სფეციფიური ცილერბის დისბალანსი. რა თქმა უნდა არ შეიძლება გარემო ფაქტორების როლის იგნორირება, კერძოდ, კვების ხასიათი, ნერვული სისტემის მდგომარეობა და სხვა.


ანდრეგენული ალოპეციის განვითარების მექანიზმი

ანდროგენული ჰორმონი -ტესტოსტერონი, სპეციფიური ცილის, 5-ალფა რედუქტაზას საშუალებით გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად, რომელიც მოქმედებს ფოლიკულის ანდროგენულ რეცეპტორებზე, ფორმირდება პერიფოლიკულარული ლიმფოჰისტოციტარული ინფილტრატი. შედეგად სისხლმომარაგება მცირდება, რასაც მოჰყვება ანაგენური ფაზის შემცირება, თმის “მინიატურიზაცია” და საბოლოოდ ფოლიკული ატროფირდება. ძირითადი კლინიკური ნიშანი, რაც საერთოა მამაკაცებითვის და ქალებისთვისაც , არის ტერმინალური თმის შეცვლა უფრო თხელი, ნაკლებად პიგმენტირებული თმით.თმის ფოლიკულის ზომის რედუქციას თან ერთვება ანაგენის ფაზის შემოკლება , შესაბამისად ტელოგენში მყოფი ფოლიკულების რაოდენობის ზრდა, ყოველ ციკლთან ერთად თმა ზომაში მცირდება და ამასთან ერთად მცირდება ციკლის დრო. მამაკაცებში ეს პროცესი იწყება თხემ-საფეთქლის არეში თმის გათხელებით, შუბლის ხაზი ირღვევა, შუბლი ხდება უფრო მაღალი. თანდათან ღრმავდება ბიტემპორალური (საფეტქლის ორმხრივი) შემელოტების ადგილი, შემდგომ თხემის მიდამო და გვირგვინის არე. ზოგიერთ მამაკაცს ღინღლოვანი თმა თხემის მიდამოში დიდხანს უნარჩუნდება.

ჰამილტონ-ნორვუდის კლასიფიკაცია

ლუდვიგის კლასიფიკაცია

დაავადების პროგრესის სიჩქარე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე.

ქალებში ფრონტალური (შუბლის ) ხაზი არ ირღვევა, თხემის მიდამოში თმის სტრუქტურა ღინღლოვანია და დიფუზურად გათხელებული, დამახასიათებელია თმის გაყოფის ადგილის გაფართოვება. ეს პროცესი დუნედ მიმდინარეობს, უფრო მკვეთრად გამოხატულია მენოპაუზის შემდეგ.


დიაგნოსტიკა

პაციენტის დათვალიერების შედეგად დგინდება თმის ცვენის ტიპი, ობიექტური გამოკვლევის, ტრიქოგრამის შედეგად ფასდება ანაგენ/ტელოგენის ინდექსი(ანაგენში მყოფი თმის ფოლიკულის რაოდენობის შეფარდება ტელოგენში მყოფ ფოლიკულის რაოდენობასთან). თხემის არეში გამოკვლეული თმების უმრავლესობა ტელოგენის ფაზაშია, ხოლო კეფაზე აღებულ თმებში ანაგენ/ტელოგენის ინდექსი ნორმაა(ნორმა 9:1)

გაცვენილი თმის აღდგენის ერდაერთი საშუალებაა თმის გადანერგვა.


დიფუზური ალოპეცია

ყოველდღიური თმის ცვენა (100 თმამდე დღეში) ფიზიოლოგიური პროცესია: ფოლიკული, რომელმაც თმის ღერი დაკარგა, კვლავ შედის ანაგენის ფაზაში და ალოპეცია არ ვითარდება. თუმცა, ზოგჯერ გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად თმა მეტად ცვივა (1000 ღერამდე დღეში), რასაც მივყავართ დიფუზურ ალოპეციამდე. დიფუზური ალოპეციის მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ თმა ცვენას წყვეტს და ზრდას განაგრზობს.


დიფუზური ალოპეციის მიზეზები

ენდოიკრინული დაავადებები( ჰიპო- და ჰიპერთირეოზი, ჰიპოფიზის ფუნქციის შემცირება, ჰიპერკორტიციზმი და ა.შ.). დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღება(ციტოსტატიკები, ანტიკოაგულიანტები, D-პენიცილამინი, თირეოსტატული პრეპარატები, რეტინოიდები, ანტიმალარიული საშუალებები და სხვა. ემოციური და ფიზიკური სტრესი (ფეხმძიმობა, ტრავმა, ცხელება). ეკზოგენური და მეტაბულური ჰიპოპროტეინემია, მათ შორის სისხლის დაკარგვა, შიმშილი და მკაცრი დიეტა. ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი. რკინის,თუთიის და სხვა მინერალების დეფიციტი. ავთვისებიანი დაავადებები. დიფუზური ალოპეცია ორი სახისაა, ანაგენური და ტელოგენური. ანაგენური ალოპეცია –ანაგენი თმის აქტიური ზრდის ფაზაა,როდესაც თმის ღერი განუცკვეტლივ იზრდება სიგრძეში. თმის ანაგენური ცვენა ხდება უჯრედზე ტოქსიური მოქმედების შედეგად როგორიც არის მაგალითად სხივური ან ქიმიოთერაპია, ასეთი მკურნალობის დამთავრების შემდეგ თმები თავისით იზრდება, ხშირად თმა უფრო კარგი ხარისხის არის ვიდრე თერაპიამდე იყო. ანაგენური ალოპეციის მიზეზი უმეტეს შემხვევაში თვითონ პაციენტისთვისაც წინასწარ არის ცნობილი. ტელოგენური ალოპეცია- ტელოგენი არის თმის ცვენის ფაზა,როდესაც თმის ბოლქვი შორდება დვრილოვან ზონას საიდანაც ხდება მთელი თმის კვება.თმა ნელ-ნელა კანის ზედაპირისკენ იწევა და ცვივა, იმავდროულად იმ ადგილზე ახალი თმა ჩაისახება და ყველაფერი თავიდან მეორდება.ნორმაში ანაგენი 3-6 წელი გრძელდება ტელოგენი 3-თვე .ჯანმრთელი ადამიანის თმიანი საფარველის ძირითადი ნაწილი ანაგენშია და მხოლოდ 15% იმყოფება ცვენის ფაზაში. არახელსაყრელი პირობების ზემოქმედებით, შესაძლებელია დაირღვეს თმის განვიარების ნორმალური მიმდინარეობა,რის გამოც ტელოგენში გადადის ჩვეულებრივზე ურფო მეტი რაოდენობის თმა.გამშვები მექანიზმი შეიძლება იყოს სტრესი,მაღალი ტემპერატურით მიმდინარე ინფექციური დაავადებები,ოპერაციები,მშობიარობა,აბორტი, ანტიბიოტიკების მიღება,ორგანიზმის ნებისმერი სახით ზედმეტი დატვირთვა.საგულისხმოა ის ფაქტი რომ,თმის ღერი ამ ფაქტორების ზემოქმედებიდან მერე დღესვე არ ცვივა.ცვენა იწყება დაახლოებით 3-6 თვის შემდეგ, პაციენტისთვის საკმაოდ ძნელია გაიხსენოს რა არის თმის ცვენის მიზეზი,ხშირად მიზეზი ბოლომდე უცნობი რჩება, მოგვიანებით თვითონ ფაქტი თმის ცვენისა ხდება სტრესის მიზეზი და ყალიბდება მანკიერი წრე. ტრიქოგრამით დგინდება რომ თავის თმიანი საფარველის დიდი ნაწილი ტელოგენის ფაზაშია.


დიაგნოსტიკა

სწორი დიაგნოზის დასადგენად მნიშვნელოვანიაპაციენტის დეტალური გამოკითხვა, კვების ტიპის,ჯანმრთელობის მდგომარეობის,თმის მოვლის საშუალებების,მემკვიდრული ფაქტორების დადგენა.

მკურნალობა

ალოპეციის მკურნალობა შეუძლებელია გარეგანი საშუალებბების გამოყენების გარეშე,ტრიქოლოგიურ თერაპიაში აქტიურად გამოიყენება ფიზიოთერაპიული პროცედურები,კერძოდ დარსონვალიზაცია. გარდა ამისა თმის მიკროსკოპია (კომპუტერული დიაგნოსტიკა) გვაძლევს საშუალებას სწორად შევარჩიოთ ადგილობრივად გამოსაყენებელი თმის მოვლის სამკურნალო შამპუნი და სხვა პეპარატები, რომლებიც ხელს უწყობენ ლოკალურად თმის ცვენის არეში მიროცირკულაციის გაუმჯობესებას,ამავე დროს საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სკალპიზე არსებული სხვადასხვა პრობლემების კორექცია.


ნაწიბუროვანი ალოპეცია


ნაწიბური არის სხვადასხვა დაზიანების( ტრამვა, დამწვრობა, ქირურგიული ჩარევა და სხვა) გამო წარმოქმნილი კანის დეფექტის არასრულფასოვნად ჩანაცვლების შედეგი. სხეულის ხილულ ნაწილზე, განსაკუთრებით სახეზე და თავის თმიან ნაწილზე, ლო კალიზაციისას ნაწიბურები ხშირად ხდებიან ფუნქციონალური და ესთეტიკური დეფექტების მიზეზი.კანის ნაწიბუროვანი გადაგვა რება თავზე ხშირად იწვევს გამელოტებული უბნების წარმოქმნას. ასეთი ტიპის ალოპეციას ჰქვია მეორადი ნაწიბუროვანი ალოპე ცია.


ასეთ უბნებზე თმის ბუნებრივი საფარველის აღდგენა ქირურგიული ჩარევის გარეშე შეუძლებელია.

თავის თმიან ნაწილზე ნაწიბურების აღმოფხვრის არსებული ქირურგიული მეთოდები (თავისუფალი კანის ნაფლეთის გადანერგვა ნაწიბურის ამოჭრა, ექსპანდერის და ექსტენდერის მეთოდი) ყო ველთვის ეფექტური არ არის და თან ახლავს რიგი გართულებებისა მაგ:თავის თმიანი ნაწილის ნაწიბურის ამოჭრას თან ახლავს ახალი ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის წარმოქმნა, ამ არეში თმის ზრდის აღდგენის გარეშე. სკალპის რედუქციის ნაკლად ითვლება ეგრეთწოდებული " სანგრის" ეფექტი ოპერაციის წარმოების ად გილზე, დიდი დეფექტების კორექციის სირთულე, ხშირად კოსმე ტიკური შედეგის არქონა. ექსპანდერის მეთოდი გულისხმობს მკუ რნალობის დიდ ხანგრძლივობის ეტაპებს, განმეორებითი ოპერაციული ჩარევის აუცილებლობას და ხშირ შემთხვევაში არ გვაძლევს სასურველ შედეგს . ერთადერთი ეფექტური მეთოდი ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობაში არის საკუთარი თმის გადანერგვა მიკროგრაფტინგის მეთოდით. (ფოლიკულური მიკროტრანსპლან ტაცია). ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის დროს აუცილებელია ნაწიბუროვანი ქსოვილის სტრუქ ტურის თავისებურების გათვალისწინება და ქირურგიული ტაქტიკის შერჩევა ნაწიბუროვანი ქსოვილის ტრამვატიზაციის შემცირების მიზნით. ჩვენი მეთოდით თმის გადანერგვისას ნაწიბუროვან ქსოვილში ტრანსპლანტირებული ფოლიკულების სიცოცხლისუნარიანობა 93%-ს აღწევს.


ბუდობრივი ალოპეცია


ბუდობრივი ალოპეცია (კეროვანი, პელადა) - დაავადება, რომელიც ხასიათდება მკვეთრად შემოსაზღვრული მომრგვალებული გამელოტებული კერების გაჩენით შეუცვლელ კანზე. შემოსაზღვრული ფორმების პროგრესირება შეიძლება გავრცელდეს მთლიან თავზე და ზოგჯერ მთელს სხეულზე. თანმხლები დაავადებების მრავალფეროვნების და მიმდინარეობის გაუთვლელობის გამო ბუდოდრივი ალოპეცია ითვლება ჰეტერაგენულ(სხვედესხვა გენესის) კლინიკურ სინდრომად, რომლის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემოციური სტრესი, მწვავე და ქრონიკული ინფექციები, ფიზიკური ტრავმა, გენეტიკური ფაქტორი. კლინიცისტების უმრავლესობა მხარს უჭერს ჰიპოთეზას ბუდობრივი ალოპეციის აუტოიმუნური ბუნების შესახებ. დაავადება იწყება უეცრად, მომრგვალებული ფორმის კერების წარმოქმნით, რომელსაც შემთხვევით აღმოაჩენენ. სუბიექტური ნიშნები როგორც წესი არ არის. კანი შეუცვლელია, ზოგჯერ ცომისებური კონსისტენციის და ჯანმრთელ კანთან შედარებით უფრო მეტად იჩენს ნაოჭებს. კერების საზღვარზე თმა ზოგჯერ ადვილად ეპილირდება, დამახასიათებელია თმის გაფაშრება, და ე.წ. ძახილის ნიშნის ფორმის თმა. დაავადების მიმდიონარეობა კაკნონზომიერებებს არ ექვემდებარება. შესაძლებებია კერებში თმის ზრდის აღდგენა, თუმცა ზოგჯერ ჩნდება სხვა კლერებიც, რომლებიც ერთიანდებიან უფრო დიდი გამელოტებული არეების წარმოქმნით. პირველი კერები როგორც წესი თავის თმიან ნაწილში წარმოიქმნება. შესაძლებელია თმის გაცვენა წვერის მიდამოში. ხშირია წარბის და წამწამის გაცვენა, თმის ნაწილობრივი გაცვენა სხეულზე , იღლიის და საზარდულის მიდამოში. დაავადების გავრცელების მიხედვით განასხვავებენ: 1. კეროვანს – მცირე კერების წარმოქმნით 2. სუბტოტალურს- მხოლოდ წარბი და წამწამია დარჩენილი 3. ტოტალურს- სკალპზე თმის სრული არარსებობა 4. უნივერსალურს- თმის არარსებობა მთელს სხეულზე.


მკურნალობა

თავის თმიან ნაწილზე ნაწიბურების აღმოფხვრის არსებული ქირურგიული მეთოდები ( ჯერჯერობით დღემდე არ არის შემუშავებული უნივერსალური, ადამიანისთვის უსაფრთხო სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც სამუდამოდ განკურნავდა პაციებტს ბუდობრივი თმის ცვენისგან. მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და ინდივიდუალური, რასაც წინ უძღვის პაციენტის ღრმა გამოკვლევა, დაავადების ფონის გამოკვლევის მიზნით. გარეგანი სამკურნალო საშუალებებიდან გამოიყენება გლუკოკორტიკოიდული ჰორმონები აპლიკაციის სახით, ადგილობრივი გამღიზიანებელი საშუალებები:ჰიდროქსიატროპინი(დიტრანოლ0.1-1% და ანტრალინი0.1-1%), წითელი წიწაკის ნაყენი, ხახვისა და ნივრის წვენი, თმის ზრდის მასტიმულირებელი და ტროფიკის გამამუმჯობესესბელი პრეპარატები(ბიპანტენის მალამო, აქტოვეგინი, სოლკოსერილი).


მოგვწერეთ