როგორ ისმება დიაგნოზი, როცა საქმე ეხება თავის კანის და თმების დაავადებებს?

პირველ რიგში ხდება პაციენტთან გასაუბრება, ანამნეზის შეკრება_ჩივილები, დაავადების ხანგრძლივობა, მისი მიმდინარეობის ხასიათი, სტრესები, თანმხლები დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, გარკვეული მედიკამენტების მიღება, კვების ხასიათი და სხვა. შემდეგ მოდის გარეგანი, ვიზუალური დათვალიერება. ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში არის თმის ცვენის კერების ტიპიური სურათი. თავის კანის და თმების სხვა დაავადებების დროსაც ანალოგიურად ვიწყებთ დაზიანების კერის დათვალიერებას ნორმიდან გადახრის არსებობაზე და ვავლენთ თანმხლებ დაავადებებს (კანის დაზიანებები, პრობლემები დაკავშირებული_ფრჩხილებთან, წამწამებთან, წარბებთან. ჰირსუტიზმი, გამონაყარი, თმების ფაქტურა, მათი ცხიმოვნობა-სიმშრალე, ფესვები, დაბოლოებები) ასე რომ, ჩვენ თითქმის უკვე გვაქვს წინასწარი დიაგნოზი.


ამის შემდეგ იწყება ინსტრუმენტული გამოკვლევა - კომპიუტერული მიკროსკოპია

სპეციალური ვიდეოკამერით, რომელიც კომპიუტერთანაა შეერთებული, ხდება მიკროსკოპით მრავალჯერადად გადიდებული გამოსახულების გადაცემა მონიტორზე. ეს მეთოდი ძალზედ ეფექტურია, ვინაიდან პაციენტს აქვს საშუალება თვალნათლივ დაინახოს თავის თმებთან დაკავშირებული პრობლემები. იგი მოსახერხებელია ინფორმაციის შენახვის და მკურნალობის პროცესის მიკროსკოპიული კონტროლირების თვალსაზრისით(გაუმჯობასება-გაუარესების ვიზუალური, ობიექტური კონტროლირება). მიკროსკოპიული სურათი იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას თმის ბოლქვის მდგომარეობაზე, ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებაზე, თმის ღერის ზედაპირის ხასიათზე და სხვა მრავალზე.

დიაგნოსტირებაში მნიშვნელოვანია ტრიქოგრამა-განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გვაქვს თმების გაძლიერებულ ცვენასთან. ხდება რამოდენიმე ათეული თმის (იდეალურ შემთხვევაში ზუსტად 100 თმა) აღება და მათი მიკროსკოპიული გამოკვლევა, განვითარების სხვადასხვა სტადიაში არსებული თმების პროცენტული თანაფარდობის დადგენა(ანაგენი, ტელოგენი). მიღებული მონაცემების ნორმასთან შედარებით შესაძლებელია გავიგოთ თუ რა მოსდის თმებს. მაგალითისთვის—ანდროგენული ალოპეციისას აღინიშნება ტელოგენში მყოფი თმების სიჭარბე (30%-მდე და მეტი). დიაგნოზის დასმისას ყოველთვის გვჭირდება ჰორმონალური ფონის ცოდნა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ტ3, ტ4თავისუფალი, ტტგ) სასქესო ჰორმონები (ტესტოსტერონი, თავისუფალი ტესტოსტერონი, პროლაქტინი, ლგ, ფსგ, 17-ოქსიგიდროპროჟესტერონი და სხვა) ფერიტინი, ტრანსფერინი, შარდის დღიური ანალიზი ანდროგენებზე. ამ ანალიზების გარეშე ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია..

თმის ქიმიური შემადგენილობის გამოკვლევა

ხშირად საჭიროა პაციენტის გამოკვლევა მიკროელემენტებზე. მიკროელემენტური დისბალანსის შემთხვევაში (თმები არის საუკეთესო ინდიკატორი) საჭირო ეფექტის მიღწევა ამ გადახრების კომპენსაციის გარეშე რთულია. ამ ანალიზისთვის ვიღებთ თმებს კეფის არედან (კისერთან ახლოს). რთულ შემთხვევაში კი საჭირო ხდება დიაგნოსტიკის დამატებითი მეთოდების გამოყენება და სხვა სპეციალისტების კონსულტაციები.

თმის სპექტრალური ანალიზი მიკროელემენტებზე

ეს არის ადამიანის მინერალური პროფილის გამოკვლევა თმაში მიკროელემენტების არსებობისა და მათი კონცენტრაციის შესახებ. თმას შეუძლია თავისი ზრდის მთელი პერიოდის განმავლობაში დააგროვოს ინფორმაცია ორგანიზმის მინერალური ცვლის შესახებ, ანუ აირეკლავს ორგანიზმის მინერალურ დეფიციტს ან მეტობას. ამ გამოკვლევის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს მიდრეკილება სხვადასხვა დაავადებებისადმი, მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა. თმის ფოლიკული(ძირი) არ იკვებება გარემოდან, მისი „საშენი“ მასალა(საკვები) მას მიეწოდება ორგანიზმიდან სისხლის საშუალებით და ლაგდება თმის ღერში. ამიტომ ადამიანის თმაში მინერალური შენაერთების სახით ხდება მინერალების დეფიციტის, მძიმე ტოქსიური ელემენტებით დაბინძურების ან ნივთიერებათა ცვლის ინფორმაციის “ ჩაწერა“ .

სპექტროგრამის საშუალებით შესაძლებელია მენდელეევის სისტემის 20-40 მიკროელემენტის რაოდენობის განსაზღვრა.

ამ გამოკვლევის უპირატესობებია:

1. არაინვაზიურობა და არატრამვატიულობა

2. მასალის ინფორმატიულობა

3. მაღალი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები

მინერალები შედის ორგანული ნივთიერებების შემადგენლობაში და ორგანიზმს მიეწოდება, საკვებთან, სასამელ წყალთან, ზოგჯერ ინჰალაციის საშუალებით. თუ ორგანიზმი არ ღებულობს მათ საკმარისი რაოდენობით, ან ვერ ხდება მათი შეწოვა-შეთვისება, ან პირიქით, ტოქსიური ელემენტების გამოძევება, მაშინ ორგანოების ფუნქციები ირღვევა და ადამიანი ავადდება სხვადასხვა დაავადებებით. სპექტროგრამის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ კვების ხასიათზე, გარემო პირობების, მავნე ჩვევების, პროფესიული ფაქტორების მოქმედების, თირკმელების, ღვიძლის,საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული სისტემების შესახებ. ის გვეხმარება იმუნოდეფიციტის, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებური ჯირკვლის, ათეროსკლეროზის, ოსტეოპოროზის, დისბაქტერიოზის და რა თქმა უნდა თმის და ფრჩხილების დაზიანების დიაგნოსტიკას,პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.

ტრიქოლოგიაში თმის სპექტრალური ანალიზი არის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საფუძველი.

სპექტროგრამის ჩატარება ნაჩვენებია: თმის ცვენის, ცუდი ზრდის, სტრუქტურის და ბზინვარების შეცვლის შემთხვევაში. ამავე დროს მინერალური სპექტრის დადგენა სასურველია მოზარდებისათვის მათი ინტენსიური ზრდის პერიოდში,ორსულებისათვის, მეძუძური დედებისათვის, ხშირად მოავადე, მომატებული ემოციური და ფიზიკური დატვირთვის მქონე ადამიანებისათვის. სპექტროგარმა უნდა ჩაიტარონ ადამიანებმა, რომლებიც იკვებებიან მხოლოდ მცენარეული საკვებით, ეკოლოგიურად არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებლებმა, პაციენტებმა, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობენ მედიკამენტებს. ამ ანალიზით განისაზღვრება ორგანიზმის მიდრეკილება ზოგიერთი მინერალების დისბალანსით ან მათი ტოქსიური მოქმედებით განპირობებული დაავადებებისადმი, ტარდება მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მოგვწერეთ